• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„არაერთი ცნობილი სახე მოსულა ჩვენთან რიგი პრობლემებით“ – „კერძო დეტექტივი ქალების სააგენტო“

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„არაერთი ცნობილი სახე მოსულა ჩვენთან რიგი პრობლემებით“ – „კერძო დეტექტივი ქალების სააგენტო“
29
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ფილმები გამოძიების, დეტექტივების შესახებ, ალბათ, ბევრ თქვენგანს უნახავს. ცხადია, ყოველივე რეალობიდანაა აღებული. შესაძლოა, ამ საკითხზე ადამიანების უმეტესობას არც უფიქრია, მაგრამ დეტექტივები ნამდვილად არსებობენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოში ქალ მოქმედ დეტექტივებს შეხვდებით, მეტიც, ჩვენს ქვეყანაში უკვე 3 წელია, რაც „კერძო დეტექტივი ქალების სააგენტო “ (FPI) ფუნქციონირებს. სააგენტოს შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად „თბილისი თაიმსი“ „კერძო დეტექტივი ქალების“ დირექტორს, ნინო ბერელაშვილს ესაუბრა.

„კერძო დეტექტივი ქალების სააგენტო“ დაარსების იდეა საიდან წამოვიდა?

– ყველაფერი კერძო დეტექტიური კომპანია „ჰაბლიდან“ დაიწყო, სადაც  რამდენიმე ქალი  კერძო დეტექტივის პოზიციაზე ვმუშაობდით. რამდენიმე წლიანი დაკვირვების შემდეგ ვნახეთ, რომ ყველაზე მეტი შეკვეთა ქალებისგან  იყო, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ  ერთი გენდერული ნიშნით შემოვფარგლულიყავი და გაგვეხსნა დეტექტივი ქალების სააგენტო, სადაც ქალების დახმარებაზე ვიქნებოდით ორიენტირებულნი. თუმცა ამჟამად ჩვენი მომსახურეობით საკმაოდ ხშირად მამაკაცებიც სარგებლობენ. ცხადია, რომ ქალი დეტექტივი უფრო გულისხმიერია როგორც შეკვეთის მიღებისას, ასევე  სამუშაოს შესრულებისას,  ამის მიზეზი კი ისაა, რომ პირადად განიცდის შედეგის სიმძიმეს და დამკვეთსაც უადვილებს ამის აღქმას!!!

სააგენტოს თანამშრომლები მხოლოდ ქალები არიან? კადრების შერჩევა როგორ ხდება? დეტექტივები  რაიმე სპეციალურ გადამზადებას თუ გადიან?

– თანამშრომლები მხოლოდ ქალები არიან, რადგანაც ქალი უკეთ ხედავს, ქალს უკეთ ესმის, ქალი ერთგულია, ყოველივე ეს, ჩვენი საქმისათვის ძალიან  მნიშვნელოვანია.   რაც შეეხება კადრების შერჩევას, ეს ჩვენს სფეროში ყველაზე რთული საკითხია, იმისათვის რომ კადრი იყოს მუდმივად მზად (ვმუშაობთ 24 საათიანი გრაფიკით) და მასთანავე, იყოს ერთგული, გადიან სპეციალურ ტრენინგებს, როგორც საქართელოში, ასევე ევროპის ქვეყნებში. გარდა ამისა, გადიან საცეცხლე მომზადებას. ყოველივე ამის შემდგომ  სანდოობის დასადგენად პოლიგრაფზე შემოწმება უტარდებათ.

უმეტესად რა სახის შეკვეთებზე გიწევთ მუშაობა? რომელი სქესის კლიენტები ჭარბობენ?

 – ყველაზე ხშირად ღალატის დადგენის მიზნით  მოგვმართავენ. ასევე ხშირია ძიძების კონტროლის შემთხვევები. თუმცა  ბოლო დროს ე.წ. „სექტების“ თემა გახდა აქტუალური, ამ საკითხზეც ხშრად გვიწევს მუშაობა და საკმაოდ წარმატებითაც ვმუშაობთ. ჩვენ გვყავს სპეციალური ჯგუფი, რომლებსაც აქვთ უნარი ჩაინერგონ ამ სექტაში და ობიექტი გამოიყვანონ მათთვის საფრთხისშემცველი გარემოდან. სამწუხაროა ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ ეს უკანასკნელი საკმაოდ „პერსპექტიული“ მიმდინარეობა გახდა ჩვენს სერვისებში. ვერც კი წარმოვიდგენდით თუ ჩვენს გარშემო ამდენი სექტა და შესაბამისად საშიშროება იყო!

 მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით მუშაობთ?

 – ჩვენ  მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობთ. ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც ემიგრანტი ცოლები გვიკავშირდებიან და მათი მეუღლეების გადამოწმებას გვთხოვენ. შეიძლება არც ღირდეს ამის თქმა, თუმცა პრევენციისათვის იქნებ კარგიც იყოს – ჩვენს სააგენტოსთან თანამშრომლობს თურქეთის მუსლიმ ქალთა საზოგადოება, რომლისგანაც მუდმივად ვიღებთ შეკვეთებს ამ საზოგადოებაში გაწევრიანებული ქალების მეუღლეებზე დაკვირვების თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, თურქი მამაკაცები განსაკუთრებული ერთგულებით არ გამოირჩევიან.

როგორც მუსლიმ ქალთა საზოგადოებიდან შეგვატყობინეს, ჩვენი სახელი უკვე ცნობილი გამხდარა და მოღალატე ქმრებს ჩვენთვის „შეითან ქადინ კასუსი“  შეურქმევიათ რაც ქართულად ეშმაკ, მზვერავ ქალს ნიშნავს! გულწრფელად გეტყვით – ჩვენ გვეამაყება ამით.

თქვენი სააგენტოს მომსახურებას ცნობილი სახეები რამდენად იყენებენ?

– არაერთი ცნობილი სახე მოსულა ჩვენთან რიგი პრობლემებით, ან პირიქით – ცნობილი სახე გამხდარა ჩვენი დაკვირვების ობიექტი.

კერძო დეტექტივის დაქირავება რა თანხებთანაა დაკავშირებული?

– ჩვენი მომსახურება გათვლილია ისე, რომ დამკვეთმა კონფორტულად იგრძნოს თავი, ვცდილობთ იგი ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენი დაქირავება 1დღით (8-10 საათი)  250-300 ლარი ჯდება.

თუ ყოფილა თქვენი ამ მუშაობის პროცესში, პრაქტიკაში, საქმე, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა? მოგვიყევით…

– ჩვენს პრაქტიკაში ბევრი დასამახსოვრებელი საქმეა, თუმცა ერთ-ერთს გავიხსენებ. იყო შემთხვევა, როდესაც საქმროს აინტერესებდა მისი საცოლის შესახებ  თუ  რამდენად  ერთგული იყო იგი. საქმე ავიღეთ და შევუდექით ობიექტის მეთვალყურეობას მის საცხოვრებელ სახლთან. სამუშაო საათებში ობიექტი აივანზე გამოვიდა სარეცხის დასაფენად, შემდეგ შებრუნდა და 2-3 წამში  და ისევ გამოვიდა. გაარძელა სარეცხის დაფენა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას  ვიდეო კამერით ვაფიქსირებდით, ამ დროს  დამკვეთმა დარეკა და გვითხრა, რომ მას ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ობიექტი სულ სხვა ადგილას იმყოფებოდა, შემდეგ კადრების დეტალურად დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ პირს, რომელსაც ვუთვალთვალებდით ეხმარებოდა დედა, რომელმაც გადაუცვალა ტანსაცმელი და შეიძლება ითქვას ასე შეძლო ჩვენი მოტყუება. რა თქმა უნდა, ეს საქმე ბოლომდე წარმატებით  მივიყვანეთ  და დაკვეთა შევასრულეთ, თუმცა ასეთი შემთხვევებიც ხდება.

„კერძო დეტექტივი ქალების სააგენტოს“ სამომავლო გეგმები როგორია?

– უამრავი სამომავლო გეგმა გვაქვს, ვაპირებთ „სანდოობის სერთიფიკატის“  გაკეთებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ძიძების სააგენტოებში და მსგავს დაწესებულებში მომუშავე ადამიანები პოლიგრაფზე შემოწმებას გაივლიან, მათი სანდოობის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის დასადგენად, შედეგად  „სანდოობის სერთიფიკატს“ აიღებენ.  ასევე ვგეგმავთ ჩვენს სააგენტოს დავუმატოთ მომსახურება, რომლის მეშვეობითაც  ქალებს  ფსიქოლოგიურ დახმარებას გავუწევთ.

ნინო ზარიძე

 

 

 

 

 

 

Share12Tweet7

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდათ

13 years ago

დღეს გიორგი კვირიკაშვილი თინა ხიდაშელსა და “რესპუბლიკური პარტიის” სხვა ლიდერებს შეხვდება

10 years ago

გიორგი ბარამიძე: “მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენმა მთავრობამ ამ გზის 80% გაიარა”

12 years ago

იორდანიაში საპროტესტო აქციები გაიმართა

13 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by