• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

7 მაისს მსოფლიო რბენა გაიმართება

9 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
7 მაისს მსოფლიო რბენა გაიმართება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

7 მაისს საქართველო კვლავ ირბენს მსოფლიოსთან ერთად – სპორტული ღონისძიება წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.  

“მსოფლიო რბენაში“ მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა, წელს საქართველოში 5 000 მონაწილე დარეგისტრირდა.

მსოფლიო რბენა – ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 7 მაისს კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეოთხედ გაიმართება. კახეთში გასამართ გარბენში მონაწილეობის მისაღებად პირველი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დარეგისტრირდა.

7 მაისის გარბენი ჩატარდება სამინისტროსა და ფედერაცია “სპორტი ყველასათვის“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით. საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. შეგროვებული თანხა Wings for Life-ის ფონდში EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით  გადაირიცხება. მსოფლიო რბენა – 6 კონტინენტზე, 25 ქვეყანაში, 26 ლოკაციაზე ჩატარდება და მასში ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთვება. სპორტული ღონისძიება წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით პირველად გაიმართება Check in Georgia-ს ფარგლებში.

ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს, მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული  ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15 კმ/ს – 20 კმ/ს – 25 კმ/ს სიჩქარით იმოძრავებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება. რბენის შედეგები ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან გაკონტროლდება. ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი პუნქტები დახვდებათ. მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2018 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს  მსოფლიოს გარშემო. მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის. ისინი მსოფლიო რბენის პროექტს ხალხის ყურადღების მიპყრობაში ეხმარებიან.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:“  ეს არის ძალიან პოპულარული და მნიშვნელოვანი პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ წელს გარბენი სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება. ეს ღონისძიება ერთის მხრივ გახლავთ ჯანსაღი წესის ცხოვრების პოპულარიზაცია და მეორეს მხრივ საქველმოქმედო პროექტი, რომელიც კეთილ საქმეს ემსახურება. უამრავი ადამიანი მიიღებს დახმარებას ამ პროექტის მეშვეობით.  სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პროექტის მხარდაჭერა, რომელშიც უამრავი ადამიანი ჩაერთვება“.

საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპრტსმენები: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი (ამავდროულად ღონისძიების სპორტული დირექტორი), ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, კალათბურთელები კოტე ტუღუში და რეზი როგავა, მრბოლელი მევლუდ მელაძე, მოთხილამურე ივა წიკლაური, მორაგბე ვასილ ლობჟანიძე, პარალიმპიელი ირმა ხეცურიანი, მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, მოყვარული მორბენლები თამარ გელაშვილი და გიგა ძულიაშვილი. პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი არა მარტო სპორტსმენები. კეთილი ნების ელჩები არიან: ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, მუსიკოსები აჩიკო გულედანი და ელენე კალანდაძე, ქირურგი და გადაცემა „ექიმები“-ს ის წამყვანი ლევან ხარაშვილი, ცნობილი სახეები ნიკა გრიგოლია, ქეთი ხატიაშვილი, დავით ქაცარავა, ირაკლი კაკაბაძე, ნინუცა მაყაშვილი, რუსკა მაყაშვილი, მანიკა ასათიანი, მარიამ სანოგო, მირიან ჯეჯელავა, მერაბ დუკაშვილი.

რამდენიმე ფაქტი 2016 წლის მსოფლიო რბენის შესახებ საქართველოში:

▶ 2016 წელს  მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართვლოში 6000-მდე მონაწილე დარეგისტრირდა.

▶2016 წელს საქართველოს რბენის გამარჯვებულები გახდნენ ლივიუ კროიტორუ მოლდოვადან და იანა ხმელევა რუსეთიდან.
▶ ფინიშის მანქანის მძღოლი იყო ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე – საქართველოში ყველაზე სწრაფი მრბოლელი ყველაზე ნელი მანქანის საჭესთან.

▶ რბენის დასრულების შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.

▶ ლოკაციაზე ორგანიზებული იყო საბავშო ზონა. ბავშვების გართობაზე იზრუნეს „თამაშობანა ზეიმის“ ანიმატორებმა.

ნომრების გაცემა 4 მაისიდან დაიწყება, ეწვიეთ ისთ ფოინთს 4, 5 და 6 მაისს:

✔4-5 მაისი: 12:00-21:00 საათი
✔6 მაისი: 10:00-14:00 საათი
►ნომრის ასაღებად თან იქონიეთ პირადობის მოწმობა
► კომპანიებმა კი, დარეგისტრირებული მომხმარებლების სია
►ნომრის აღება შესაძლებელი იქნება 7 მაისს, კახეთში

ინდივიდუალურად დარეგისტრირებულ მონაწილეებს შეუძლიათ ისარგებლონ ტრანსპორტით:

07:30 შეკრება ვარდების მოედანზე;

08:00 გამგზავრება კახეთში;

10:30 – 11:30 ჩასვლა ლოპოტას ხეობაში;

10:00 – 14:00 მონაწილეთა რეგისტრაცია;

14:00 შეკრება სტარტზე;

17:00 – 19:30 კონცერტი, გამარჯვებულის დაჯილდოება;

20:00 გამომგზავრება თბილისში.

 

7 მაისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე თელავი – ყვარელის გზატკეცილზე მოძრაობა იქნება შეზღუდული, მონაწილეებს შეუძლიათ ისარგებლონ  შემოვლითი გზით თელავი –აფენი-კაბალი.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ მხარდაჭერითა და თანაორგანიზებით „რედბულის“ საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად.

 

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორები არიან: წყალი „ბაკურიანი“და East Point – შოპინგის, გართობისა და დასვენების ქალაქი.  

 

პარტნიორები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,  ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი;

 

ღონისძიების მასპინძელია რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია კახეთის მხარეში.

 

ShareTweet

ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025

საინტერესო

თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

ე.წ “ცენტრ-პოინტის” საქმეზე ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა

9 years ago
„11 აგვისტოს გავიდა და აღარ დაბრუნებულა…“ – ოჯახი 14 წლის გოგონას ეძებს

„11 აგვისტოს გავიდა და აღარ დაბრუნებულა…“ – ოჯახი 14 წლის გოგონას ეძებს

3 years ago
თბილისში ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის კონსულტაციები  გაიმართება

თბილისში ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის კონსულტაციები გაიმართება

11 years ago

თენგიზ ერისთავს წინსწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

12 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by