• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

7 months ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, სპორტი
A A
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ერთ-ერთი სპორტული გამოცემა, Essentiallysports ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეზე, ნიცა თავაძეზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით – “ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე?“ –

საფეხბურთო სამყარო სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ასპარეზზე გამოჩნდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, რომლებიც ყურადღებას როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა იპყრობდნენ თავიანთი ზებუნებრივი ნიჭით.

დღეს ასეთი დონის ვარსკვლავები ნაკლებად ჩანან ეკრანებზე, მათ ძველი თაობის ფეხბურთელების მსგავსად აღარ აღმერთებენ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი უნარები ნაკლებ აღფრთოვანებას იწვევს. ეს ნათლად გამოჩნდა აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დროს. ამ ტურნირის და, ზოგადად, ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ამჟამად ხვიჩა კვარაცხელიაა.

მაშ, ვინ არის ეს ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად ითვლება? კვარაცხელია, რომელიც პსჟ-ში 65 მილიონი ევროთი ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტით გადაიყვანეს, ლუის ენრიკეს გუნდში ნაპოლიდან მოხვდა, სადაც მან 191 თამაშში 46 გოლის და 48 საგოლე გადაცემის მოპოვება მოახერხა.

მაგრამ კიდევ რა ვიცით ამ ფეხბურთელის შესახებ? ვინ დგას მის უკან? გთავაზობთ მცირე ინფორმაციას ნიცა თავაძის, ქართველი ვარსკვლავის მეუღლის შესახებ.

ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს დაქორწინდა შეყვარებულზე, ნიცა თავაძეზე, რომელთანაც ორი წლის მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა. ნიცა თავაძე ძალიან თავშეკავებულია, ნაკლებადაა წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში, საზოგადოებას მხოლოდ მატჩებზე შეუძლია მისი ნახვა, როცა ქმარს მხარს უჭერს.

ნიცა თავაძის პორტრეტი: ცხოვრება კამერებს მიღმა, ოჯახი და ოჯახური ბედნიერება

როდესაც ხვიჩას მეუღლისგან მიღებული მხარდაჭერის შესახებ ჰკითხეს, კვარაცხელიამ  თქვა, რომ ნიცა ძალიან ემოციურია და შეიძლება იტიროს კიდეც, როდესაც მას გოლი გააქვს.

– მაშ, ვინ არის სინამდვილეში ნიცა თავაძე?

მიუხედავად იმისა, რომ მოდელზე ან კინოვარსკვლავზე დაქორწინება ფეხბურთის ვარსკვლავების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხვიჩას მეუღლემ განათლება სამედიცინო მიმართულებით მიიღო.

ვინაიდან ნიცა თბილისში სწავლობდა, კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ნეაპოლში ვერ გადავიდა. ამ პერიოდში წყვილი დისტანციურად ურთიერთობდა, კვარაცხელია თავის პარტნიორზე ამბობდა: „ფეხბურთელების ცოლებმა და შეყვარებულებმა იციან, რომ ჩვენი გადატვირთული გრაფიკის, ვარჯიშისა და თამაშების გამო ყოველდღე ვერ დაგვირეკავენ ან მოგვწერენ. ის ამას გაგებით ხვდება“.

თუმცა, როგორც ჩანს, კვარაცხელიამ ეს დისტანცია მოედანზე დიდი რომანტიკული ჟესტებით დააკომპენსირა, როცა ის მნიშვნელოვანი მომენტების დროს ხელით ასო N-s გამოსახავდა.

– რით არის დაკავებული ნიცა თავაძე?

ჩვენ ვიცით, რომ ნიცა თავაძე ექიმია, თუმცა მისი სპეციალიზაციის ან სამუშაო ადგილის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ თავაძე საქართველოში სწავლობდა და მისი ოჯახისთვის ქართული კულტურა საკმაოდ ახლოსა. ეს შეიძლება დავასკვნათ მისი და კვარაცხელიას ქორწილიდან, რომელიც ტრადიციული ქართული წესით მცხეთაში, სამთავროს მონასტერში გაიმართა.

ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ახალი ეტაპის, პარიზული ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ: “მართალი გითხრათმ ეს რაღაც წარმოუდგენელია… როცა ოჯახი გყავს, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს, სიმშვიდე მნიშვნელოვანია“

ბევრი ფეხბურთელის პარტნიორისგან განსხვავებით, რომლებიც აღიარებასა და საზოგადოებრივ ინტერესს საკუთარი სარგებლისთვის იყენებენ, ნიცა თავაძე ონლაინ თითქმის „უხილავია“. ის ფოტოებს მხოლოდ მეუღლესთან და შვილთან ერთად აქვეყნებს.

– როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ხვიჩა და ნიცა?

როგორ უნდა შეხვედროდა მსოფლიო დონის ფეხბურთელი სამედიცინოს სტუდენტს და ჩამოეყალიბებინა გულწრფელი ურთიერთობა, რომელიც ქორწინებაში გადაიზარდა? საერთო მეგობრების მეშვეობით – მათ საერთო მეგობრების მეშვეობით გაიცნეს, მაგრამ შეხვედრები მხოლოდ ერთი თვის შემდეგ დაიწყეს.

სავარაუდოდ, ნაპერწკლები მაშინვე არ გაჩენილა და ქიმიის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ როგორც კი ეს მოხდა, წყვილი რამდენიმე საჯაროდ გამოჩნდა. 2022 წლისთვის კვარაცხელიამ დაადასტურა, რომ ნიცასთან ურთიერთობაში იყო.

– ჰყავთ თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცას შვილები?

ხვიჩას და ნიცას ერთი ვაჟი, დამიანე ჰყავთ, რომელიც გასული წლის აგვისტოში დაიბადა. შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე როგორღაც ახერხებენ, რომ, დიდი ინტერესის მიუხედავად, დაფარული ოჯახური ცხოვრება ჰქონდეთ. ამით კარიერასა და პირადს იდეალურად აბალანსებენ.

როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობაა, მაგრამ ქართველი წყვილი კვარაცხელიას რუს თანაგუნდელსა და მის მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ.

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას  37 სოფელი დაემატება

მთავრობის ინიციატივით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება

9 years ago

ჰოლანდიაში ვან გოგის ახალი სურათი აღმოაჩინეს

13 years ago
მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტზე 5 ექიმი დაითხოვეს

მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტზე 5 ექიმი დაითხოვეს

13 years ago

„აშშ წუხილის და შეშფოთების ფაზიდან მოქმედების ფაზაში გადადის“- ნოდარ ხარშილაძე

9 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by