• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კვების ობიექტები ძირითადად ჰიგიენური დარღვევების აღმოჩენის გამო დაჯარიმდნენ – თამთა მიქანაძე

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
კვების ობიექტები ძირითადად ჰიგიენური დარღვევების აღმოჩენის გამო დაჯარიმდნენ – თამთა მიქანაძე
19
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ის, რომ  კვების ობიქტები სოკოებივით მრავლდება ეს ყველასთვის თვალში საცემია. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ განიცდის მრავალფეროვანი რესტორნების და სწრაფი კვების ობიექტების დეფიციტს…  თუმცა ხშირად გვესმის საზოგადოების მხრიდან სკეპტიკური მოსაზრებები მსგავს ობიექტებში ჰიგიენური კულტურის დაცვის დეფიციტზე. „ჭამა სიამოვნებააო“ არის ნაქვამი, აქვე ისმის კითხვა – ჩვენს რეალობაში ეს სიამვნება რამდენად უვნებელია?!

რა მდგომარეობაა კვების ობიექტებში, რა დარღვევებია ძირითადად, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე   The Tbilisi Times სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი, თამთა მიქანაძე ესაუბრა.

კვების ობიექტების მონიტორინგი რა პერიოდულობით ტარდება? დარღვევები რა მიმართულებით არის უმეტესად….

– სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, მიმდინარე წელს, გეგმური დოკუმენტური შემოწმებისას პრიორიტეტი მიენიჭათ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს (საბავშვო ბაღებისა და სკოლების ბუფეტები), რომელთა დოკუმენტური შემოწმება  წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ განხორციელდება. 2017 წელს საზოგადოებრივი კვების ობიექტები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ძირითადად სანიტარიულ-ჰიგიენური დარღვევების აღმოჩენის გამო, ბიზნესოპერატორები კი – ეტიკეტირების წესებთან და მიკვლევადობის მოთხოვნებთან შეუსაბამობების გამო დაჯარიმდნენ.

მთავარი სტანდარტი რა არის, რაც კვების ობიექტებს მოეთხოვებათ?

– მთავარი ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობის სფეროში არის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი. აღნიშნული კოდექსის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი (ბიზნესოპერატორი – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას) პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის. ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების აღნიშნული კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

დარღვევის შემთხვევაში სანქციები როგორია?

– დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია დარღვევის შინაარსზე:

  • ბიზნესოპერატორის საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე – 500 ლარი, მცირე წარმოება – 100 ლარი;
  • ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე – 500 ლარი;
  • მავნე სურსათის განთავსება ან მავნე სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის შეუსრულებლობა – 1000 ლარი;
  • ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია – 1000 ლარი;
  • ბიზნესოპერატორის ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენა – 100 ლარი;
  • ბიზნესოპერატორის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამობებზე გაცემული მითითებების შეუსრულებლობა – 400 ლარი, იგივე ქმედება განმეორებით – 1200 ლარი;
  • ეტიკეტირების წესის დარღვევა – 400 ლარი, იგივე ქმედება განმეორებით 1 წლის გმავლობაში – 1200 ლარი
  • ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაცია – 500 ლარი მცირე წარმოების სემთხვევაში – 200 ლარი;
  • გენმოდიფიცირებული ორგანიზმების/პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევა – 5 000 ლარია, იგივე ქმედება განმეორებით – 10 000 ლარი

ამ კუთხით რეგიონებში რა მდგომარეობაა? მსგავსი ობიექტები რამდენად ხშირად კონტროლდება?

– რეგიონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები იდენტურია, თუმცა სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სიხშირე მატულობს ტურისტულ ადგილებში; ასევე გათვალისწინებულია ბიზნესოპერატორის საქმიანობის სეზონურობა.

რას გვეტყვით საშაურმეებზე, აქ დარღვევები  რამდენად ხშირია   და რა მიმართულებით?

– 2017 წელს საშაურმეებში  62 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, 4 საშაურმე დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაცემული რეკომენდაციების გონივრუოლ ვადაში შეუსრულებლობის გამო.

სიახლეები, რომლებიც სააგენტოს  უახლოეს მომავალში აქვს დაგეგმილი…

– სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი გაგრძელდება. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება და ბიზნესოპაერტორების ინფორმირებულობის გაზრდა რჩება.

ნინო ზარიძე

Share8Tweet5

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეექვსედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეექვსედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

7 years ago
რაჭაში პროგრამის „დანერგე მომავლი” ფარგლებში 7 ჰექტარზე ახალი კაკლის ბაღები გაშენდება

რაჭაში პროგრამის „დანერგე მომავლი” ფარგლებში 7 ჰექტარზე ახალი კაკლის ბაღები გაშენდება

10 years ago
გიორგი ჟორდანია გადადგა

გიორგი ჟორდანია გადადგა

13 years ago

ევროპარლამენტარ რიჩარდ ლეგუჩკოს შეფასებით საქართველოს უზარმაზარი მნიშვნელობააქვს ევროპის უსაფრთხოების სისტემის შექმნაში

10 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by