• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შრომითი ბაზრის და განათლების სისტემის პრობლემები

9 years ago
კატეგორია: ანალიტიკა
A A
შრომითი ბაზრის და განათლების სისტემის პრობლემები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“საქართველოში არსებული შრომითი ბაზარი ყოველთვის აქტუალურ საკითხად რჩება. ქვეყანაში თითქმის ყველა კვლევის მიხედვით უმუშევრობა უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. გლობალური კონკურენტუნარიანობის 2014-2015 წლების რეიტინგის თანახმად ინვესტორთა უმრავლესობა (21%) საკუთარი საქმიანობის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად სამუშაო ძალის არაკვალიფიციურობას თვლის. გასაკვირია, რომ  ამის ფონზე,  არსებობს უამრავი აკრედიტირებული უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ერთი შეხედვით, სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ დიდ, შრომისუნარიან და კვალიფიციურ ბაზას უქმნის დამსაქმებელს და უადვილებს შრომით ბაზარზე კვალიფიციური კადრების ძიების პროცესს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსახლეობის დაახლოებით 1/3-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, მაშინ  სად უნდა იყოს პრობლემა?

ვფიქრობ პრობლება მხოლოდ ერთი მიმართულებით არ უნდა ვეძიოთ. არ შეიძლება მხოლოდ დამსაქმებელი ან მხოლოდ პოტენციური  დასაქმებული იყოს დამნაშავე იმ შრომით დისბალანსში, რომლის გამოც მოსახლეობის 12% დაუსაქმებელია, ხოლო ინვესტორთა უმრავლესობა მუშახელის სიმცირეზე აპელირებს.

პირველ რიგში, აუცილებელია აღინიშნოს ქართული ბიზნეს გარემო და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგიერთი მიმართულებით აშკარად შესამჩნევი მონოპოლია, რაც კერძო სექტორის განვითარებას აფერხებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მონოპოლისტი კომპანიები ნაკლებად ზრუნავენ დასაქმებულთა უფლებებზე და ცდილობენ მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯით შეინარჩნუნონ სამუშაო ძალა. ეს აისახება დასაქმებულთა ანაზღაურებაზე, მათ შრომით უფლებებზე, შრომით უსაფრთხოებაზე და სხვა. ეს კი ბუნებრივად იწვევს მუშახელის დეფიციტს, რომლებიც მიუხედავად კვალიფიკაციისა უარს ამბობენ შეთავაზებულ პირობებზე.

კიდევ ერთი საკითხია ის თუ რამდენად ეფექტურია საგანმანათლებლო სისტემა და რამდენად აკმაყოფილებს დამსაქმებელთა მოთხოვნებს  კადრების მიწოდების მხრივ? უმრავლეს შემთხვევაში  დამსაქმებლები იძულებულნი არიან საკუთარი ხარჯებით გადაამზადონ კადრები, ჩაუტარონ მათ ტრენინგები და აჩვენონ თუ როგორ ხორციელდება პრაქტიკაში ის, რაც მათ მხოლოდ თეორიულ დონეზე ისწავლეს. ბოლო წლებში მომრავლებული კერძო უნივერსიტეტები თითქოს პასუხი უნდა იყოს შრომითი ბაზრის გამოწვევებზე, თავისი  სპეციალიზებული სასწავლო მიმართულებებით,  ამასთან ერთად ხელისუფლებამ დაიწყო კიდეც პროფესიული განათლების სისტემის შემუშვება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ დამსაქმებელს უხდება კადრების გადამზადება საკუთარი ხარჯებით.

ჩემი აზრით, როდესაც ვსაუბრობთ კვალიფიციური კადრების სიმწირეზე ცალკე პრობლემად უნდა გამოვყოთ  ნაკლები ინფორმაციის ქონა მათთვის ვინც აკეთებს პროფესიულ არჩევანს. სკოლის დამამთავრებელი კლასების  მოსწავლეთა უმრავლესობისთვის საკმაოდ ბუნდოვანია ის პერსპექტივები თუ წინააღმდეგობები, რაც მათ პროფესიის არჩევის შემთხვევაში ელით. მათი დიდი ნაწილი არჩევანს სხვათა  რჩევებზე დაყრდნობით, ან იმის და მიხედვით აკეთებს თუ რამდენად პოპულარულია ესა თუ ის მიმართულება. შედეგად ვიღებთ უზარმაზარ ნაკადებს ერთსა და იმავე ფაკულტეტებზე და მეორე მხრივ აბსოლიტურ სიცარიელეს სხვა ასევე პრიორიტეტულ პროფესიებზე, რაც იწვევს შრომითი ბაზრის ერთი ნაწილში განუსაზღვრელად დიდ კონკურენციას და შედეგად ათასობით სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანს, ხოლო მეორე ნაწილში კვალიფიციური კადრების უბრალოდ არარსებობას, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა.

პრობლემებზე საუბარი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ ვიხილავთ ამა თუ იმ ხელისუფლების მხრიდან ეფექტურ რეაგირებას და საკითხის მიმართ გულმოდგინე დამოკიდებულებას. ჩემი აზრით აუცილებელია კერძო სექტორში ზომიერი რეგულირება, რომელიც არ დააფრთხობს ინვესტორს და ამავე დროს იქნება ორიენტირებული ადამიანთა უფლებების დაცვაზე, მათ მოთხოვნებზე საპასუხოდ. ამასთან აუცილებელია ცვლილებები განათლების სისტემაში, მის გასაუმჯობესებლად. აუცილებელია პროფესიის არჩევის გზაზე ახალგაზრდების ინფორმირებულობა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი პროფესიის გარშემო საინტერესო გარემოს შექმნა რაც ქვეყანას მისცემს, მაღალკვალიფიციურ, საკუთარი საქმის მოყვარულ კადრებს და გააუმჯობესებს ამ მხრივ არსებულ ვითარებას.”

ავტორი – გიორგი მდივანი „საქართველოს ლიდერთა კოორდინაციისა და განვითარების ცენტრი”

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In