• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ორშაბათი, მარტი 1, 2021
TTimes.GE
No Result
View All Result
3 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ანალიტიკა
შრომითი ბაზრის და განათლების სისტემის პრობლემები

შრომითი ბაზრის და განათლების სისტემის პრობლემები

2017/05/21
in ანალიტიკა
3 0
43
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“საქართველოში არსებული შრომითი ბაზარი ყოველთვის აქტუალურ საკითხად რჩება. ქვეყანაში თითქმის ყველა კვლევის მიხედვით უმუშევრობა უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. გლობალური კონკურენტუნარიანობის 2014-2015 წლების რეიტინგის თანახმად ინვესტორთა უმრავლესობა (21%) საკუთარი საქმიანობის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად სამუშაო ძალის არაკვალიფიციურობას თვლის. გასაკვირია, რომ  ამის ფონზე,  არსებობს უამრავი აკრედიტირებული უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ერთი შეხედვით, სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ დიდ, შრომისუნარიან და კვალიფიციურ ბაზას უქმნის დამსაქმებელს და უადვილებს შრომით ბაზარზე კვალიფიციური კადრების ძიების პროცესს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსახლეობის დაახლოებით 1/3-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, მაშინ  სად უნდა იყოს პრობლემა?

ვფიქრობ პრობლება მხოლოდ ერთი მიმართულებით არ უნდა ვეძიოთ. არ შეიძლება მხოლოდ დამსაქმებელი ან მხოლოდ პოტენციური  დასაქმებული იყოს დამნაშავე იმ შრომით დისბალანსში, რომლის გამოც მოსახლეობის 12% დაუსაქმებელია, ხოლო ინვესტორთა უმრავლესობა მუშახელის სიმცირეზე აპელირებს.

პირველ რიგში, აუცილებელია აღინიშნოს ქართული ბიზნეს გარემო და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგიერთი მიმართულებით აშკარად შესამჩნევი მონოპოლია, რაც კერძო სექტორის განვითარებას აფერხებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მონოპოლისტი კომპანიები ნაკლებად ზრუნავენ დასაქმებულთა უფლებებზე და ცდილობენ მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯით შეინარჩნუნონ სამუშაო ძალა. ეს აისახება დასაქმებულთა ანაზღაურებაზე, მათ შრომით უფლებებზე, შრომით უსაფრთხოებაზე და სხვა. ეს კი ბუნებრივად იწვევს მუშახელის დეფიციტს, რომლებიც მიუხედავად კვალიფიკაციისა უარს ამბობენ შეთავაზებულ პირობებზე.

კიდევ ერთი საკითხია ის თუ რამდენად ეფექტურია საგანმანათლებლო სისტემა და რამდენად აკმაყოფილებს დამსაქმებელთა მოთხოვნებს  კადრების მიწოდების მხრივ? უმრავლეს შემთხვევაში  დამსაქმებლები იძულებულნი არიან საკუთარი ხარჯებით გადაამზადონ კადრები, ჩაუტარონ მათ ტრენინგები და აჩვენონ თუ როგორ ხორციელდება პრაქტიკაში ის, რაც მათ მხოლოდ თეორიულ დონეზე ისწავლეს. ბოლო წლებში მომრავლებული კერძო უნივერსიტეტები თითქოს პასუხი უნდა იყოს შრომითი ბაზრის გამოწვევებზე, თავისი  სპეციალიზებული სასწავლო მიმართულებებით,  ამასთან ერთად ხელისუფლებამ დაიწყო კიდეც პროფესიული განათლების სისტემის შემუშვება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ დამსაქმებელს უხდება კადრების გადამზადება საკუთარი ხარჯებით.

ჩემი აზრით, როდესაც ვსაუბრობთ კვალიფიციური კადრების სიმწირეზე ცალკე პრობლემად უნდა გამოვყოთ  ნაკლები ინფორმაციის ქონა მათთვის ვინც აკეთებს პროფესიულ არჩევანს. სკოლის დამამთავრებელი კლასების  მოსწავლეთა უმრავლესობისთვის საკმაოდ ბუნდოვანია ის პერსპექტივები თუ წინააღმდეგობები, რაც მათ პროფესიის არჩევის შემთხვევაში ელით. მათი დიდი ნაწილი არჩევანს სხვათა  რჩევებზე დაყრდნობით, ან იმის და მიხედვით აკეთებს თუ რამდენად პოპულარულია ესა თუ ის მიმართულება. შედეგად ვიღებთ უზარმაზარ ნაკადებს ერთსა და იმავე ფაკულტეტებზე და მეორე მხრივ აბსოლიტურ სიცარიელეს სხვა ასევე პრიორიტეტულ პროფესიებზე, რაც იწვევს შრომითი ბაზრის ერთი ნაწილში განუსაზღვრელად დიდ კონკურენციას და შედეგად ათასობით სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანს, ხოლო მეორე ნაწილში კვალიფიციური კადრების უბრალოდ არარსებობას, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა.

პრობლემებზე საუბარი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ ვიხილავთ ამა თუ იმ ხელისუფლების მხრიდან ეფექტურ რეაგირებას და საკითხის მიმართ გულმოდგინე დამოკიდებულებას. ჩემი აზრით აუცილებელია კერძო სექტორში ზომიერი რეგულირება, რომელიც არ დააფრთხობს ინვესტორს და ამავე დროს იქნება ორიენტირებული ადამიანთა უფლებების დაცვაზე, მათ მოთხოვნებზე საპასუხოდ. ამასთან აუცილებელია ცვლილებები განათლების სისტემაში, მის გასაუმჯობესებლად. აუცილებელია პროფესიის არჩევის გზაზე ახალგაზრდების ინფორმირებულობა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი პროფესიის გარშემო საინტერესო გარემოს შექმნა რაც ქვეყანას მისცემს, მაღალკვალიფიციურ, საკუთარი საქმის მოყვარულ კადრებს და გააუმჯობესებს ამ მხრივ არსებულ ვითარებას.”

ავტორი – გიორგი მდივანი „საქართველოს ლიდერთა კოორდინაციისა და განვითარების ცენტრი”

60

SHARES
facebook Share on Facebook
Twitter Tweet
Follow Follow us
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

საქართველოში უმუშევრობა რეკორდული ტემპით, 20.4%-მდე გაიზარდა
ანალიტიკა

საქართველოში უმუშევრობა რეკორდული ტემპით, 20.4%-მდე გაიზარდა

2021/02/20
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 366 ლარია – საქსტატი
ანალიტიკა

ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 366 ლარია – საქსტატი

2020/10/22
რა უნდა ვიცოდეთ მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის რეგულირების კანონპროექტის შესახებ
ანალიტიკა

რა უნდა ვიცოდეთ მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის რეგულირების კანონპროექტის შესახებ

2018/09/17
Next Post
“მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე”

"მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე"

რომ არა ქრისტიანობა… რა არის ქართველობა – ნუკრი მჭედლიშვილი

რომ არა ქრისტიანობა... რა არის ქართველობა - ნუკრი მჭედლიშვილი

ალერგია მცენარეების მტვრის მიმართ – პოლინოზი და მისი მკურნალობა

ალერგია მცენარეების მტვრის მიმართ - პოლინოზი და მისი მკურნალობა

Discussion about this post

ახალი ამბები

მოსწავლე, რომლის მშობელიც კერძო სკოლაში  ფულს ვერ გადაიხდის,  სწავლას ვერც საჯარო სკოლაში გააგრძელებს
ახალი ამბები

მოსწავლე, რომლის მშობელიც კერძო სკოლაში ფულს ვერ გადაიხდის, სწავლას ვერც საჯარო სკოლაში გააგრძელებს

2021/03/01
0

განათლების კომიტეტის გადაწყვეტილებით, მოსწავლე, რომლის მშობელიც კერძო სკოლაში ფულს ვერ გადაიხდის, სწავლას ვერც საჯარო სკოლაში გააგრძელებს. თუ მოსწავლის მშობელი თანხას...

სრულად
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

2021/03/01
ნათია თურნავა: საქართველო უკვე დატანილია მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე

ნათია თურნავა: საქართველო უკვე დატანილია მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე

2021/03/01
რა სასწაულები ხდება დირბის დედათა მონასტერში?

რა სასწაულები ხდება დირბის დედათა მონასტერში?

2021/02/28
ათონის ივერთა მონასტერი- ადგილი, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ქართული ლიტერატურის მსოფლიო სარბიელზე გატანას

ათონის ივერთა მონასტერი- ადგილი, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ქართული ლიტერატურის მსოფლიო სარბიელზე გატანას

2021/02/28
პირველი მარტიდან საბავშვო ბაღები იხსნება – მშობლების კომენტარები

პირველი მარტიდან საბავშვო ბაღები იხსნება – მშობლების კომენტარები

2021/02/28
ყირიმი არის უკრაინა – ჯო ბაიდენი ანექსიის 7 წლის თავზე

ყირიმი არის უკრაინა – ჯო ბაიდენი ანექსიის 7 წლის თავზე

2021/02/28

საინტერესო

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240-მდე გაიზარდა

10 თვის ago

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს ამაღლებას ზეიმობს

8 წელი ago

დუშეთის მუნიციპალიტეტში 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გაიხსნა

4 წელი ago

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ინდონეზიის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან

5 წელი ago

კალენდარი

მარტი 2021
ო ს ო ხ პ შ კ
« თებ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

სიახლეები

  • მოსწავლე, რომლის მშობელიც კერძო სკოლაში ფულს ვერ გადაიხდის, სწავლას ვერც საჯარო სკოლაში გააგრძელებს 2021/03/01
  • ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა 2021/03/01
  • ნათია თურნავა: საქართველო უკვე დატანილია მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე 2021/03/01

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In