• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბოლო წლებში ქვეყანაში ღვინის სექტორის განვითარების პოზიტიური ტენდენციის არსებობას – ლევან დავითაშვილი

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „WinExpo Georgia 2017“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  გახსნა. საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა  WinExpo Georgia 2017 საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“  9-11 ივნისს ტარდება. უკვე 10 წელია  გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, ღვინის საერთაშორისო ექსპერტებს, მეწარმეებს და მცირე მარნების წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia ყოველწლიურად უფრო პოპულარული, ხოლო მასში მონაწილეობა უფრო პრესტიჟული ხდება.

,,საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინო კი ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის ნაწილი, ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ქართულმა  ღვინომ მსოფლიო აღიარება უკვე მოიპოვა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია და ექსპორტის ზრდა. ბოლო წლებში ქვეყანაში ღვინის სექტორის განვითარების პოზიტიური ტენდენციის არსებობას და ქართული ღვინისადმი გაზრდილ ინტერესს აღნიშნული გამოფენა ნათლად ადასტურებს – მონაწილეთა და ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.  ამასთან,  გამოფენის პარალელურად ტარდება ღვინის კონკურსიც, რომელსაც ესწრებიან მსოფლიოში ცნობილი ღვინის მაგისტრები და წამყვანი სპეციალისტები, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოფენის სტუმრებს სიტყვით მიმართეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილიმა,  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ,  გიორგი ჩოგოვაძემ და საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა,  რესან ქიქავამ.

წელს,   WinExpo Georgia 2017-ში   97 კომპანია   სხვადასხვა სახის 170-ზე მეტი სახის ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენენ. გამოფენაში 11 ქვეყანა – საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა მონაწილეობს.

გამოფენის პარალელურად 9-10 ივნისს  ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი იმართება. კონკურსში გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს 10 ივნისს, საზეიმო ცერემონიაზე  გამოავლენენ და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომები გადაეცემათ. გამორჩეულ ღვინოს უმაღლესი ჯილდო გადაეცემა.

2017 წელს პირველად დამზადდება და გამარჯვებულებს გადაეცემა სახელობითი მედლები:

  • საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო – ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი;
  • საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი;
  • საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის  ოქროს მედალი;
  • საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის   ოქროს მედალი;
  • საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი;
  • საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.

წელს კონკურსის ჟიურის წევრები იქნებიან: ტიმ ატიკინი – თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ისა ბალი (თურქეთი), სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ მესხი (საქართველო) და გოგი დაქიშვილი (საქართველო).

WinExpo Georgia კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. 10 წლის ისტორიის მანძილზე, WinExpo-Georgia დამკვიდრდა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციისა თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი.

WinExpo Georgia ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას. გამოფენის ფარგლებში  იმართება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარების და აპარტურის მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან.

 

 

 

     

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა

9 years ago
წალკის მუნიციპალიტეტში ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა

წალკის მუნიციპალიტეტში ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა

12 months ago
ხანძარია ქავთარაძის ქუჩაზე სუპერმარკეტ “გუდვილში”

მთაწმინდაზე გუშინ ხანძრის შედეგად ორ ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა

9 years ago
პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს – ბაიდენი

პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს – ბაიდენი

5 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by