• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საკრებულოს სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedდედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული თოთხმეტი საკითხი განიხილეს.

თბილისის მერის მოადგილემ – გიორგი ხელაიამ, დეპუტატებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტი წარუდგინა.

მისი განცხადებით, 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის 46 მლნ, 654 ათასი ლარით გაზრდა არაერთი მნიშვნელოვანი მიზეზითაა განპირობებული. როგორც გიორგი ხელაიამ აღნიშნა, მათ შორის საგულისხმო, თბილისში 13-14 ივნისს სტიქიის შედაგად დატრიალებული ტრაგედიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა, ასევე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის და უეფას სუპერთასის ხელშეწყობისათვის საჭირო თანხების მოპოვებაა. მერის მოადგილის განმარტებით, ქალაქის მასშტაბით ავარიული შენობების გასამაგრებლად, მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების მობილიზების კუთხით, ასევე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზოოლოგიური პარკის მოწყობისა და სპორტული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დროული გადაჭრისთვის, აუცილებელია ბიუჯეტიდან თანხების გადანაწილება.

დღესვე, საკრებულოს სხდომაზე, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ – გიორგი ტყემალაძემ, დეპუტატებს თბილისის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის შესახებ საკითხი წარუდგინა.

მისი განცხადებით, 2015 წლის 17 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული სიით არჩეულ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ლევან მხეიძეს. საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლევან მხეიძის ადგილმონაცვლედ წარმოდგენილ იქნა, ამავე პარტიული სიით, საკრებულოს წევრობის კანდიდატი მარინა დათუკიშვილი. შესაბამისად, მისივე თქმით, მარინა დათუკიშვილის პირადი განცხადების საფუძველზე, იგი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიების წევრი გახდება. კომისიების პერსონალურ შემადგენლობაში, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა მამუკა ახვლედიანის პირადი განცხადების საფუძველზეც, რომელიც, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობიდან, გარემოს დაცვის კომისიის შემადგენლობაში გადაინაცვლებს.

სხდომაზე დეპუტატებმა, ასევე, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და მათივე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების საკითხებზე იმსჯელეს.

მერიის სპორტის, განათლებისა და ახალაგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ – ზაზა ცინაძემ, საკრებულოს წევრებს, „თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების კომპლექსური სპორტული ცენტრისა“ და „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ გაერთიანების (შერწყმის) შედეგად „ინტეგრირებული სპორტული ცენტრის“ შექმნის შესახებ პროექტი წარუდგინა.

სხდომაზე განხილულ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დეპუტატებმა, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს – ლია ჯახველაძეს მოუსმინეს, რომელაც თბილისში არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის სახელების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურისის ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა წარადგინა.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატებს ასევე, თბილისში, ორი ქუჩის სახელდების საკითხი გააცნო, რომლის თანახმადაც, ნაძალადევის რაიონში, ცხრა ძმის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს – ცხრა ძმის ქუჩის III შესახვევი, ხოლო ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მონაკვეთს, ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩა ეწოდება.

დეპუტატებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს დადებითი რეკომენდაციით მისცეს თანხმობა და თოთხმეტივე საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

სხდომას, დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

„ხელსაქმის სიყვარული ბებიისგან მომყვება“ –  ქეთევან ქარჩავა

„ხელსაქმის სიყვარული ბებიისგან მომყვება“ –  ქეთევან ქარჩავა

4 years ago
პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

11 years ago
“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი

“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი

4 years ago
16-დან 23 ოქტომბრამდე ეროვნული ბიბლიოთეკა და ეროვნული არქივი გიწვევთ თბილისქალაქობისადმი მიძღვნილ ტრადიციულ კვირეულზე

16-დან 23 ოქტომბრამდე ეროვნული ბიბლიოთეკა და ეროვნული არქივი გიწვევთ თბილისქალაქობისადმი მიძღვნილ ტრადიციულ კვირეულზე

8 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by