• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, April 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“არის მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს” – ექიმი-სექსოლოგი გავრცელებული სექსუალური დისფუნქციებისა და მკურნალობის სწორი გზებზე

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“არის მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს” – ექიმი-სექსოლოგი გავრცელებული სექსუალური დისფუნქციებისა და მკურნალობის სწორი გზებზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის დროს წყვილს შე­საძ­ლოა, არა­ერ­თი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნას, რაც მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ასე­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია უამ­რა­ვი მითი, არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა, რაც ადა­მი­ა­ნებს ხელს უშ­ლის, რომ ნორ­მა­ლუ­რი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეთ.

ექი­მი-სექ­სო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ მარ­შა­ნია გვიყ­ვე­ბა, ძი­რი­თა­დად, რა ჩი­ვი­ლე­ბით მი­მარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რა პრობ­ლე­მე­ბია გა­მოკ­ვე­თი­ლი, რო­გორ ახერ­ხებს პა­ცი­ენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბას და რა ხდე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ე­ბის მი­ზე­ზი:

– ექი­მი-სექ­სო­ლო­გის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა ან­დრო­ლო­გი­სა და გი­ნე­კო­ლო­გის საქ­მი­ა­ნო­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ან­დრო­ლო­გი, რო­გორც წესი, მა­მა­კა­ცებ­თან არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ მუ­შა­ობს, გი­ნე­კო­ლო­გი კი, პი­რი­ქით. ექი­მი-სექ­სო­ლო­გი მკურ­ნა­ლობს რო­გორც ქალს, ასე­ვე მა­მა­კაცს. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან დი­დია და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მაა გა­მოკ­ვე­თი­ლი. თუ ქა­ლის სექ­სუ­ა­ლურ დის­ფუნ­ქცი­ებს ავი­ღებთ, ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი მყავს ვა­გი­ნიზ­მით, როცა სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე­ვე ანორ­გაზ­მი­ით, ანუ ქა­ლის მიერ ორ­გაზ­მის მიღ­წე­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, ან ხში­რი გაძ­ნე­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ქა­ლებ­ში ხში­რია სხვა სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ე­ბიც. მა­გა­ლი­თად, რო­გო­რე­ბი­ცაა სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვის, ანუ ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი აგ­ზნე­ბა­დო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა. საკ­მა­ოდ ხში­რი პა­თო­ლო­გი­აა დის­პა­რე­უ­ნია, ანუ მტკივ­ნე­უ­ლი სქე­სობ­რი­ვი აქტი. ასე­ვე, ლუბ­რი­კა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, რო­დე­საც ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დროს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ლუბ­რი­კანტს ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც აქტი კომ­ფორ­ტუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, ამა­საც გარ­კვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კა­ცის სექ­სუ­ა­ლურ დის­ფუნ­ქცი­ებს, აქ უდა­ვოდ ლი­დე­რი ერექ­ცი­უ­ლი დის­ფუნ­ქცია, ანუ ერექ­ცი­ის დარ­ღვე­ვაა, რომ­ლის უამ­რა­ვი მი­ზე­ზის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს და კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვს. გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის დად­გე­ნა და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გარ­და ამი­სა, მა­მა­კა­ცებ­ში ხში­რი პრობ­ლე­მაა ნა­ად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცია, ანუ სპერ­მის გა­მო­ყო­ფის იმ­დე­ნად აჩ­ქა­რე­ბა, რომ ეს ძა­ლი­ან დიდ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის რო­გორც კა­ცის­თვის, ასე­ვე ქა­ლის­თვის. დის­კომ­ფორ­ტი კი დის­ტრე­სის მი­ზე­ზი ხდე­ბა. მა­მა­კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბა ხში­რი პრობ­ლე­მაა. ასე­ვე, ეა­უ­კუ­ლა­ცი­ის გაძ­ნე­ლე­ბა, ან სა­ერ­თოდ ორ­გაზ­მის მი­უღ­წევ­ლო­ბა. ამი­ტომ, მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა მსგავ­სი დარ­ღვე­ვე­ბით ხში­რია, რა­საც სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

– ხში­რად წყვი­ლე­ბი პრობ­ლე­მის დროს გი­ნე­კო­ლოგს, ურო­ლოგს, ფსი­ქო­ლოგს მი­მარ­თა­ვენ – კი­დევ ერთხელ რომ გან­ვუ­მარ­ტოთ მკი­თხველს, რა ტი­პის პრობ­ლე­მის დროს უნდა მი­ვიდ­ნენ ექიმ-სექ­სო­ლოგ­თან?

– პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა­გან ხში­რად გვეს­მის, რომ არ აქვთ სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია, არ იცი­ან, სად, ვის­თან მი­ვიდ­ნენ და ასე შემ­დეგ. ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან ლე­გი­ტი­მუ­რი ინ­ტე­რე­სია, რო­გო­რი სპე­ცი­ა­ლის­ტია კონ­კრე­ტუ­ლი ექი­მი, რა ტი­პის გა­მოც­დი­ლე­ბა, შე­დე­გე­ბი აქვს. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნებს ზოგ­ჯერ ფიქ­რი ეზა­რე­ბათ. როცა ადა­მი­ანს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია აქვს, რა­ტომ უნდა მი­ვი­დეს გი­ნე­კო­ლოგ­თან ან ურო­ლოგ­თან, არ მეს­მის, თუ კი­დევ რა­ი­მე სხვა არ აწუ­ხებს. თუ შარ­დვაა დარ­ღვე­უ­ლი, ან ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, ურო­ლოგ­თან, გი­ნე­კო­ლოგ­თან უნდა მიხ­ვი­დე და მერე მი­მარ­თო სექ­სო­ლოგს. ჯერ გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი, ურო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი უნდა იყოს გან­კურ­ნე­ბუ­ლი და მხო­ლოდ მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე შე­უდ­გეს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის მოგ­ვა­რე­ბას. მაგ­რამ, როცა პა­ცი­ენტს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­აა აქვს და ამ თვალ­საზ­რი­სით ექ­მნე­ბა პრობ­ლე­მა, რა­ტომ უნდა წა­ვი­დეს სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტთან? ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ჩემს კო­ლე­გებს, ბევ­რი ურო­ლო­გი, გი­ნე­კო­ლო­გი მე­გო­ბა­რი მყავს, ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მე­ბი არი­ან და გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს. მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ზე სა­უბ­რი­სას უნდა გაგ­ვახ­სენ­დეს, რომ “პურს მე­პუ­რე აცხობს”. ყვე­ლამ უნდა აკე­თოს ის საქ­მე, რაც მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი და ამი­ტომ გვაქვს ამ­დე­ნი გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. რო­დე­საც ექი­მი ხე­დავს, რომ პრობ­ლე­მა სხვა პრო­ფი­ლი­საა, კო­ლე­გას დახ­მა­რე­ბა უნდა სთხო­ვოს და პა­ცი­ენ­ტი და­აკ­ვა­ლი­ა­ნოს, ვის­თან შე­იძ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლოს მკურ­ნა­ლო­ბა. პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ მინ­და ვთქვა, ვინც სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის სამ­კურ­ნა­ლოდ ფსი­ქო­ლოგს მი­მარ­თავს, არას­წო­რად იქ­ცე­ვა.

– რას ნიშ­ნავს წყვილს შო­რის სქე­სობ­რი­ვი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა და ძი­რი­თა­დად, რა იწ­ვევს ხოლ­მე მას?

– ამ პრო­ცესს პარტნი­ო­რუ­ლი წყვი­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ჰარ­მო­ნია ჰქვია. ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია, თა­ვის­თა­ვად, დის­ჰარ­მო­ნი­ას იწ­ვევს. უფრო ზუს­ტად კი, ეს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის შე­დე­გია. მაგ­რამ, სა­ინ­ტე­რე­სოა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც არც ქალს აქვს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია და არც მა­მა­კაცს, მაგ­რამ დის­ჰარ­მო­ნია მა­ინც არ­სე­ბობს. ასეთ დროს სექ­სო­ლო­გის ჩა­რე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში კლი­ნი­კუ­რი სექ­სო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბას სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვა. ეს იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბია: ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, საფ­რან­გე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი და ეს­პა­ნე­თი. შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მე­ბი გა­და­უჭ­რე­ლად რჩე­ბა. დის­ჰარ­მო­ნი­ას შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იწ­ვევ­დეს. ამი­ტო­მაა სა­ჭი­რო, რომ პა­ცი­ენ­ტმა ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღოს. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა ორ­გა­ნუ­ლი მი­ზე­ზი უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს. ასე­ვე, უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ ყვე­ლა შე­საძ­ლო ფა­რუ­ლი დის­ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, გა­მო­ხა­ტუ­ლი არ იყოს, მაგ­რად არ­სე­ბობ­დეს. ამის გარ­და, მი­ზე­ზე­ბის საკ­მა­ოდ დიდი კომ­პლექ­სი რჩე­ბა, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა გა­მო­იწ­ვი­ოს. პირ­ველ რიგ­ში, ეს სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი დო­ნეა. სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი დო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერთი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა არა­რე­ა­ლის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი იყოს. სექ­სის დროს ამ მო­ლო­დინს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმი­ტომ, რომ ზოგ­ჯერ ადა­მი­ანს სრუ­ლი­ად არა­რე­ა­ლუ­რი, მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვს.

მა­მა­კა­ცებს პრობ­ლე­მა აქვთ ასოს სიგ­რძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და არ­სე­ბობს ილუ­ზია, რომ რაც უფრო დი­დია, ქა­ლის­თვის სექ­სი ბევ­რად უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოა, არა­და, პი­რი­ქი­თაა. ასე­ვე, ხში­რად ერთ ღა­მე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ით­ვლი­ან და ფიქ­რო­ბენ, რომ თუ რამ­დენ­ჯერ­მე არ შე­უძ­ლი­ათ, დარ­ღვე­ვაა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ღა­მე­ში, ერთხელ, ხა­რის­ხი­ა­ნი სექ­სი ნორ­მაა. ქა­ლე­ბის მხრი­და­ნაც ხში­რა­დაა არა­რე­ა­ლის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი და იმ ფაქტს, რომ წყვილს ერ­თდრო­უ­ლად ორ­გაზ­მის მიღ­წე­ვა არ შე­უძ­ლია, დარ­ღვე­ვად თვლი­ან, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ერ­თოდ არ არის პა­თო­ლო­გია. მსგავს მიდ­გო­მებს კი სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის სა­ვა­ლა­ლოდ და­ბა­ლი დონე იწ­ვევს. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც დის­ჰარ­მო­ნი­ას იწ­ვევს, ეს სექ­სის ხა­რის­ხით და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბაა. არა­რე­ა­ლის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ეს სრუ­ლი­ად ლე­გი­ტი­მუ­რი მო­თხოვ­ნაა. თუ სექ­სით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ­სე­ბობს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა.ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი მყავს, რო­მე­ლიც ორ­გაზმს აღ­წევს, მაგ­რამ სექ­სით კმა­ყო­ფი­ლი არ არის. ამა­საც, რა თქმა უნდა, თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს, რომ­ლებ­საც დად­გე­ნა სჭირ­დე­ბა. ასე­ვე, შე­საძ­ლოა პარტნი­ო­რებს შო­რის სექსში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­სა­ღე­ბო­ბის დი­ა­პა­ზო­ნი არ­სე­ბობ­დეს. რაც უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ეს პრო­ცე­სი, რაც უფრო მეტი რამ “მო­სუ­ლა” სექ­სის დროს, მით უფრო მძაფ­რია შეგ­რძნე­ბა. პარტნი­ო­რებ­მა ერ­თმა­ნეთს პა­ტი­ვი უნდა სცენ და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­ბო­ჭი­ლო­ბა მო­იხ­სნან.

ხში­რად პა­ცი­ენ­ტებ­თან კოგ­ნი­ტურ ფსი­ქო­თე­რა­პი­ას ვა­ტა­რებ და ვფიქ­რობ, კოგ­ნი­ტუ­რი ფსი­ქო­თე­რა­პია სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ია­რა­ღია. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო… – ლიკა კუჭუხიძე ავარიის დღეს იხსენებს
ახალი ამბები

“ვერ ვიჯერებდით, იმდენად ბედნიერები ვიყავით… ბაჩო ამბობდა, შვილი რომ გვეყოლებაო…” – ლიკა კუჭუხიძე

04/06/2026
„ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე…ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ“ – ლიკუნა კუჭუხიძე
ახალი ამბები

„ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე…ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ“ – ლიკუნა კუჭუხიძე

04/06/2026
“არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე
ახალი ამბები

“არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე

04/06/2026
„სოფელში ქალი და კაცი ერთდროულად ვიყავი, ვენახიც მომიწამლავს, სახურავიც გადამითოვლავს, ხარებსაც გავძღოლივარ… არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე
ახალი ამბები

„სოფელში ქალი და კაცი ერთდროულად ვიყავი, ვენახიც მომიწამლავს, სახურავიც გადამითოვლავს, ხარებსაც გავძღოლივარ… არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე

04/06/2026
“ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? “, “ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე” – ლიკა კუჭუხიძე კომენტარების ავტორებს პასუხობს
ახალი ამბები

“ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? “, “ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე” – ლიკა კუჭუხიძე კომენტარების ავტორებს პასუხობს

04/06/2026
ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო… – ლიკა კუჭუხიძე ავარიის დღეს იხსენებს
ახალი ამბები

ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო… – ლიკა კუჭუხიძე ავარიის დღეს იხსენებს

04/06/2026

კალენდარი

April 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« Mar    

სიახლეები

  • “ვერ ვიჯერებდით, იმდენად ბედნიერები ვიყავით… ბაჩო ამბობდა, შვილი რომ გვეყოლებაო…” – ლიკა კუჭუხიძე 04/06/2026
  • „ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე…ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ“ – ლიკუნა კუჭუხიძე 04/06/2026
  • “არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე 04/06/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In