• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მწვერვალზე პირველად 13 წლის ასაკში დედამ წამიყვანა“ – ექსტრემალი ვიკა ფილფანი

8 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
„მწვერვალზე პირველად 13 წლის ასაკში დედამ წამიყვანა“ – ექსტრემალი ვიკა ფილფანი
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სპორტი და, მით უფრო, ექსტრემალური სპორტი უდიდეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალისხმევას გულისხმობს. იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიო და “ნამდვილი მწვერვალები დალაშქრო“, საკმარისი არაა მხოლოდ შრომა. ექსტრემალური სპორტი, პირველყოვლისა, შიშთან გამკლავებას და ზოგჯერ საკუთარ თავთან ბრძოლასაც კი მოითხოვს.

ექტრემალური სპორტით საქართველოშიც ბევრი ახალაზრდაა დაკავებული. ისინი ხშირად საკუთარ სიცოცხლეს აგდებენ საფრთხის ქვეშ იმისათვის, რომ აკეთონ ის, რაც უყვართ.

The Tbilisi Times ვიკა ფილფანს ესაუბრა, რომელიც უკვე დიდი ხანია ექსტრემალურ სპორტს მისდევს. მან სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოსცადა საკუთარი შესაძლებლობები და დიდი გამოცდილბა დააგროვა. საკუთარი მიღწევების, მიზნების და იმ საფრთხების შესახებ, რომელიც ექსტრემს  თან ახლავს, გულახდილად საუბრობს.          

პირველყოვლისა, ჩვენს მკითხველს გაეცანით. გვიამბეთ თქვენს შესახებ. სად დაიბადეთ? ვინ არიან თქვენი მშობლები და როგორ ოჯახში იზრდებოდით?

– დავიბადე სვანეთში, 1994 წლის 31 მაისს მესტიის საავადმყოფოში.

დედა, მარინა ჩხვიმიანი, ისტორიკოსია. 1987 წლიდან განათლების სისტემაში მუშაობს და დღეს მესტიის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტია. მამა, დავით ფილფანი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკია. ჩემი ძმა მედიცინის მე-3 კურსის სტუდენტია.

მშობლებს ძალიან უყვართ ერთმანეთი და ამიტომ ოჯახში სიყვარული ყოველთვის დიდი დოზით იყო. სასიამოვნო გარემოში ვიზრდებოდი, სადაც მუდამ ვგრძნობდი დაფასებას და სითბოს, განსაკუთრებით, მშობლებისაგან. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის ოთხივე წევრი იუმორის გრძნობით გამოირჩევა, სახლში  ძირითადად სულ მხიარულება იყო.

ამასთან, ბევრი ნათესავები მყავს და ბავშვობის უმეტესი ნაწილი მათთან გავატარე. ბიძაშვილებთან, მამიდაშვილებთან და დეიდაშვილებთან  ერთად ვიზრდებოდი. გარდა ამისა, სვანეთში  ხშირად გვქონდა დიდი ნათესაური შეკრებები, რაც ყოველთვის ძალიან მომწონდა. მოკლედ, ერთი დიდი ოჯახი ვართ.

სად სწავლობდით და რომელ პროფესიას დაეუფლეთ? მომავალში გეგმავთ თქვენი პროფესიით საქმიანობას?

– დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ზოგადად ჩემი პროფესია ძალიან მომწონს, თუმცა ამ გადმოსახედიდან ამ პროფესიით მუშაობა  არ მსურს.

როგორც ვიცით, დაინტერესებული ხართ სპორტით და, მით უფრო, ექსტრემალური სპორტით. მოგვიყევით, რა ასაკიდან დაიწყეთ სპორტული ცხოვრება?  კონკრეტულად რომელი სპორტის სახეობით ხართ დაკავებული და რა მიღწევები გაქვთ?

– ბავშვობიდანვე ძალიან აქტიური ვიყავი. 5 წლიდან ცხენზე ვიჯექი. მშობლებს ხშირად მთაში დავყავდი. მწვერვალზე პირველად 13 წლის ასაკში დედამ წამიყვანა. სპორტული ცხოვრების სტილი ბევრ რამეში მეხმარება, განსაკუთრებით, მრავალფეროვნების და სიცოცხლის შეგრძნებაში, ამიტომაც სპორტის განსხვავებული სახეობები მომწონს. არ არის აუცილებელი იყო სპორტსმენი, შეჯიბრებზე გამოდიოდე და მიღწევებზე იყო ორიენტირებული, მთავარია, გსიამოვნებდეს და იღებდე იმას, რაც გინდა.

რამდენიმე სპორტის სახეობა განსაკუთრებით მიზიდავს: ცხენოსნობა, კლდეზე ცოცვა და სნოუბორდით სრიალი.

სნოუბორდი ორი წლის წინ მომეწონა და ვცდილობ პროფესიონალურ დონეზე დავხვეწო. თუ გამომივიდა, აუცილებლად ვიასპარეზებ შეჯიბრებზე.

 ასევე ცოტა ხნის წინ კაიაკით დავეშვი და ძალიან მომეწონა.

სამომავლო ექსტრემალური სპორტის სახეობების სია საკმაოდ ვრცელია და მინდა, რაც შეიძლება მეტი რამ ვცადო. ჯერ საქართველოში ამოვწურავ ჩემს შესაძლებლობებს, შემდეგ კი – სხვაგანაც ვცდი.

საინტერესოა, ამ დროის განმავლობაში ყოფილა თუ არა სახიფათო მომენტი და როგორ გადალახეთ ის? გიფიქრიათ ოდესმე, რომ  ექსტრემისთვის თავი დაგენებებინათ?

– როცა ასეთ საქმეში ხარ, აუცილებლად დადგება მომენტი, როცა შეგეშინდება. შესაძლოა, ეს ბევრჯერაც მოხდეს.  რამდენჯერმე იყო ისეთი შემთხვევა, როცა სიკვდილს თვალებში ჩავხედე. ზოგჯერ ეს წამებში ხდება, თუმცა ხანდახან არის რამდენიმე საათიანი პროცესიც. ამ დროს გცივა, სუნთქვა გიჭირს, თვალებიდან კარგად ვერ ხედავ, ფეხებში ძალა აღარ გაქვს და ირგვლივ ნისლის მეტი არაფერია, მაგრამ არის გარდამტეხი წამი, რომელიც უნდა გადალახო და თუ ეს წამი გადალახე, ძალა გემატება. ფიქრობ იმ მომენტზე, როცა დანიშნულების ადგილამდე მიაღწევ, იქ კი – ყველაფერი გავიწყდება: აღარც დაღლილობას გრძნობ, აღარც ტკივილს, მხოლოდ კმაყოფილების და ბედნიერების შეგრძნება გაქვს და რწმუნდები, რომ ამად ღირს ყველაფერი!

არასდროს მიფიქრია თავის დანებებაზე და იმედია არასდროს დადგება ეს მომენტი, სანამ ფიზიკური ძალა მეყოფა.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თან ახლავს ტრავმები: ზოგი – მძიმე, ზოგი – მსუბუქი, ძირითადად, ამ მიზეზით ანებებნ თავს მსგავი სპორტის სახეობებს, თუმცა, ვინც აპირებს ჩაერთოს, კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული და მზად იყოს ამგვარი შემთხვევებისთვის.

როგორ ხვდებიან თქვენი ახლობლები, ოჯახის წევრები თქვენს სარისკო გადაწყვეტილებებს? მხარს გიჭერენ თუ არის რაიმე წინააღმდეგობა მათი მხრიდან?

– დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ხშირად მესმის ფრაზები: „აუ, ამას რა მაგრად აკლია“ „ეს გიჟია“ და, რა თქმა უნდა, ვისაც არ გამოუცდია ეს ყველაფერი, მისთვის ძნელი გასაგებია და მეც გაგებით ვეკიდები ასეთ რეაქციებს. ახლობლების ნაწილი აღფრთოვანებით ხვდება ჩემს სარისკო ნაბიჯებს, მეორე ნაწილი – ზემოთ ხსენებულ აზრზეა.

ოჯახს თავიდან ცოტა შეეშინდა და დიდად არ მოსწონდა ჩემი არჩევანი, მაგრამ მალევე დამიდგნენ გვერდში, იზიარებენ სიახლეებს და ჩემთან ერთად უხარიათ. თუ რამე არ მაქვს, მაგალითად, სნოუბორდის ფეხსაცმელი ან სამთო აღჭურვილობა, მეხმარებიან შეძენაში. ამ ყველაფერთან ერთად, ყოველი ახალი გასვლის წინ მაინც ძალიან ნერვიულობენ. ამას მეც ძალიან განვიცდი, მაგრამ, რომ არ გავაკეთო ის, რაც მინდა, ეს უფრო მეტად შემაწუხებს.

რამდენად ბევრი ადამიანია ექსტრემალური სპორტით დაკავებული? რაოდენობრივად მამაკაცები უფრო ჭარბობენ თუ ქალები?

– საქართველოში ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა ექსტრემალური სპორტი და ახალგაზრდების სახით ბევრი მიმდევარი გაუჩნდა, თუმცა შესაფერისი უსაფრთხოებისა და პირობების არარსებობის გამო მაინც  იკავებენ თავს. ჩემი აზრით,  დროა საჭირო. თანდათან დაიხვეწება ინფრასტრუქტურა, მიუახლოვდება მსოფლიო სტანდარტებს და მეტი ადამიანი დაკავდება ექსტრემალური სპორტით.

რაც შეეხება იმას, უფრო მეტი ქალია ჩართული თუ უფრო მეტი მამაკაცი, ჯერჯერობით, მამაკაცები ჭარბობენ.  ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა, იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო მეტი ქალი დაკავდება სპორტით.

სვანეთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა. საინტერესოა, როგორც ახალი თაობის წარმომადგენელს, თუ გიფიქრიათ სვანეთის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე და თქვენ რა წვლილს  შეიტანდით ამაში? რა არის კიდევ გასაკეთებელი?

– სვანეთი ძალიან პერსპექტიული რეგიონია და ყველაზე მეტად ახალგაზრდები სჭირდება. დაბრუნებაზე სერიოზულად ვფიქრობ, რათა იქაურობას მოვახმარო  ჩემი გამოცდილება. ჩემი მეგობრების ნაწილი უკვე დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმერ ადგილას შეეძლოთ თავიანთი პროფესიითა და გამოცდილებით დასაქმება, მაგრამ სვანეთი არჩიეს. ეს ძალიან მახარებს.

სვანეთში  ყველაზე მთავარია ფოკუსირება ადგილბრივ მცხოვრებებზე. ტურიზმის განვითარებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია განათლება, სპორტი, კულტურული ცხოვრება – ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რომელსაც არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ახალგაზრდებს  სვანეთში დაბრუნება და ცხოვრება მოუნდეთ,  რეგიონი კი უფრო მეტად განვითარდეს.

მოგვიყევით თქვენი მეგობრების შესახებ? რამდენად ახერხებთ ასეთი გადატვირთული რეჟიმის შემდეგ მათთან ერთად გართობას ან სად გიყვართ ერთად თავისუფალი დროის გატარება?

– ძალიან საინტერესო მეგობრები მყავს. თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან და სულ სხვადასხვა სფეროთი არიან დაინტერესებულები.

რამდენიმე მეგობარი ყველა საქმეში ჩემთან ერთადაა და ეს განსაკუთრებული კომფორტია. ასეთ დროს მუდმივი კონტაქტი გვაქვს და მოუცლელობის მიზეზით არ ვშორდებით ერთმანეთს.

დანარჩენებს, რომლებთანაც საერთო საქმე არ მაქვს, ძირითადად, საღამოს საათებში ვხვდები. ხშირად  ვიკრიბებით ჩემს სახლშიც ან მე თვითონ მივდივარ მათთან. ერთად როცა ვართ, საუბარი, სეირნობა და ჩაის სმა მოგვწონს.

ჩემი აზრით, თუ ადამიანებს მართლა უნდათ ერთმანეთის ნახვა, დროს აუცილებლად გამონახავენ შეხვედრისთვის. გადატვირთული რეჟიმის გამო ბევრჯერ ვერ მომიხერხებია მეგობრების ნახვა, მაგრამ ამ დროს შუაღამისას მოსულან  ჩემთან. ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ მათი. მეამაყება ეს ადამიანები ჩემს გვერდით და ზოგჯერ მგონია, რომ არც ვიმსახურებ ასეთ მეგობრებს. ისინი რომ არა, ძალიან ბევრ რამეს ვერ შევძლებდი.

სპორტული და აქტიური ცხოვრების ფონზე, რამდენად ახერხებთ, მაგალითად, სამზარეულოში ტრიალს? კარგი კულინარი ხართ თუ კარგი გურმანი?

ჭამა დიდად არ მიყვარს, თუმცა მიმაჩნია, რომ  ჯანსაღი საკვები აუცილებელია. ჯანსაღ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტსმენისათვის.

როგორ ფიქრობთ, ვინ იქნებით 5 წლის შემდეგ? სპორტი უბრალო გატაცეებაა თუ მომავალშიც აპირებთ სპორტულ ცხოვრებას და ახლი მწვერვალების დაპყრობას?

დღეს ჯერჯერობით ყველა სფეროში მოყვარული ვარ. იმისათვის, რომ პროფესიონალი გავხდე, ძალიან ბევრი მაქვს გასაკეთებელი. ვფიქრობ, ყველაფერი მონდომებაზე და შრომაზეა დამოკიდებული.

იმედია, 5 წლის შემდეგ სპორტის ახალი სახეობები მექნება ათვისებული, პროფესიონალურადაც გავნვითარდები და მიღწევებიც მექნება.

მსურს, რომ იგივე შემართება და განწყობა მქონდეს, არა მარტო 5 წლის შემდეგ, არამედ მთელი ცხოვრება.

ძალიან მინდა  იმ ადამიანების რაოდენობა გაიზარდოს, ვისაც ადრენალინი და მრავალფეროვანი ცხოვრება უყვარს. ყველას მოვუწოდებ, შემოგვიერთდნენ.

მაგდა ბატიაშვილი

 

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet3

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In