• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შრომის უსაფრთხოება დღემდე ვერ იქცა პრიორიტეტულ საკითხად ხელისუფლების დღის წესრიგში – უჩა ნანუაშვილი

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ყოველდღიურობად იქცა სამუშაო ადგილებზე დაღუპვისა და დაშავების შემთხვევები. ესაა ის მძიმე რეალობა, რაც ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებობს. ის, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს მსგავსი მძიმე შედეგების თავიდან აცილებას, მიუთითებს მთლიანად სისტემის კრახზე. შრომის უსაფრთხოება დღემდე ვერ იქცა პრიორიტეტულ საკითხად ხელისუფლების დღის წესრიგში, საკითხის მნიშვნელობაზე ნაკლებად საუბრობენ პირველი პირები. მიმდინარე პერიოდში პარლამენტი განიხილავს შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტს, თუმცა წარმოდგენილი ვერსია სრულად ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნას და შრომის უსაფრთხოების სრულფასოვნად დაცვას ქვეყანაში.

დღეს, 2017 წლის 26 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, სოხუმის ქუჩაზე სახლის დემონტაჟის დროს ერთი მუშა გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა, მათგან სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით[1]. სახალხო დამცველი თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

დიდუბის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია „როიალ გრუპს“, რომელიც საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს ახორციელებდა, მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან რამდენჯერმე ჰქონდა გაფრთხილება მიცემული უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, ბოლო გაფრთხილება კი ორიოდე დღის წინ, 24 ივლისს გაიცა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, დიდუბის რაიონში, შენობის პირველადი დათვალიერების შემდეგ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გამოიკვეთა. დემონტაჟი უნდა შესრულებულიყო არა ხელით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, არამედ შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით.

2017 წლის იანვარში სახალხო დამცველის აპარატისათვის მოწოდებული მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ ობიექტების გადამოწმებისას, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულ იქნა 1667 ობიექტზე. აქედან, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო 178 ობიექტზე. აქედან, 122 საქმე შეწყდა სამართალდარღვევის გამოსწორების გამო, 10 საქმე ჯერ კიდევ მიმდინარე იყო, ხოლო 46 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სანქციის დაკისრების თაობაზე (იწვევს დამრღვევის დაჯარიმებას 3000 ლარით). 4 შემთხვევაში სამსახურმა მიიღო დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ, ხოლო მოგვიანებით, 2 დადგენილება სამსახურმა ძალადაკარგულად ცნო, ვინაიდან მხარის მიერ აღმოფხვრილ იქნა მშენებლობის შეჩერების საფუძვლები, ხოლო ობიექტზე უზრუნველყოფილ იქნა უსაფრთხოების წესები. აღსანიშნავია, რომ წარსულ პერიოდში აპარატმა გამოავლინა 1 შემთხვევა, როდესაც ზედამხედველობის სამსახურმა ობიექტზე მშენებლობის უსაფრთხოების მხრივ დარღვევები ვერ აღმოაჩინა, მაშინ როდესაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეძლო დარღვევების იდენტიფიცირება. ასევე, გამოვლინდა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახური საერთოდ არ ახდენს იმ შემოწმების დოკუმენტირებას, რასაც დარღვევების აღმოჩენა არ მოჰყოლია, რაც შეუძლებელს ხდის მისი საქმიანობის მონიტორინგს, ხარვეზების ჯეროვან გამოვლენას და, საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაყენებას.

წინამდებარე შემთხვევაში შეკითხვები ჩნდება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მუშაობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც ირკვევა, გაცემული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მძიმე შედეგების თავიდან აცილება. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას და შეაფასებს უწყების მიერ განხორციელებულ რეაგირებას.

[1] უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

მიწის მასა მთლიანად შემოვიდა საძინებელში – სტიქია სოფელ ქობულეთში

მიწის მასა მთლიანად შემოვიდა საძინებელში – სტიქია სოფელ ქობულეთში

3 years ago
კომუნიკაციების საცალო ბაზარზე ზედა ზღვრული ტარიფები დადგინდება“-კახა ბექაური

კახა ბექაური: „ფიქსირებული და მობილური მომსახურებების საცალო ბაზარზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება აუცილებელია“

7 years ago
ევროკავშირი საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის დანერგვის მიმდინარეობით კმაყოფილია

ევროკავშირი საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის დანერგვის მიმდინარეობით კმაყოფილია

11 years ago

“არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება

12 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by