• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თვისებები, რომელიც პროვინციალიზმს და სნობიზმს ახასიათებს

9 years ago
in საზოგადოება
A A
სიძულვილის ენა – აგრესია თუ გამოხატვის თავისუფლება?!- ფსიქოლოგის განმარტება
20
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პროვინციალიზმის პრობლემა დიდი ხანია, რაც საზოგადოებას აწუხებს. თავდაპირველად გეოგრაფიული არეალის აღმნიშვნელმა ტერმინმა მენტალური ჩამორჩენის, მდარე გემოვნების  მნიშვნელობაც იტვირთა. ცხოვრების ჩამორჩენილი სტილი და აზროვნების სიმწირე ორი უმთავრესი მახასიათებელია, რომელსაც პროვინციალიზმის ცნება შეიცავს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მას ბევრად მძიმე და კრიტიკული შედეგების მოტანა შეუძლია, ვიდრე ეს მხოლოდ მისი კონოტაციური შინაარსიდან იკითხება. „თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა ფსიქოლოგ ირინა ტაბუციძეს და შეეცადა გაერკვია, რა სახის სოციალურ–კულტურული  ჭიდილი შეიძლება წარმოშვას ერთი მხრივ პროვინციალიზმთან ბრძოლამ და მეორე მხრივ  გაძლიერებულმა სნობურმა ქცევამ. ინტერვიუში თქვენ გაიგებთ, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც შლიან ზღვარს პროვინციალიზმსა და სნობიზმს შორის, და როგორ  ამარცხებენ ისინი საზოგადოების კლასობრივ დაყოფას. 

უპირველესყოვლისა თუ შეგიძლიათ, რომ განსაზღვროთ პროვინციალიზმი და სნობიზმი, რა საერთო და განმასხვავებელ თვისებას შეიცავს ეს ორი ცნება?

– პროვინციალიზმი არის აზროვნების სივიწროვე, სიტყვებისა და გამოთქმების ნაკლებობა. ხშირად პროვინციალებს უწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც დედაქალაქში ჩადიან ტერიტორიულად შორს მდებარე  ქალაქებიდან თუ სოფლებიდან.

სნობი  საკუთარ თავს მიაკუთვნებს გარკვეულ სოციალურ წრეს, რომელიც, როგორც წესი, მისთვის ელიტარული და ვიწროა. იგულისხმება, რომ სოციუმის ამ ნაწილთან მიკუთვნებულობისათვის ადამიანი გარკვეულ ნორმებსა თუ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. სნობი ადამიანი ირჩევს ქცევის მოსაწონ ფორმებს, „კარგ ტონს“ და მკაცრად იცავს მას. მისთვის დამახასიათებელია საზოგადოების კლასებად დაყოფა, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებს არ ეკონტაქტება და თავის „სიმაღლეზე“ არ უშვებს.

თუ ვისაუბრებთ ამ ორი ცნების გამაერთიანებელ ფაქტორებზე, მაშინ ხაზი უნდა გავუსვათ აზროვნების სიმწირეს. ერთადერთი თვისება, რომელიც სტერეოტიპებს არღვევს არის ნიჭი. ამ შემთხვევაში არ ხდება საუბარი არანაირ კლასობრივ დაყოფაზე, სნობიზმსა თუ პროვინციალიზმზე ხაზგასმა. ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი, როგორც წესი, აღიარებულია ნებისმიერ სოციალურ წრეში.

როგორც ცნობილია, პროვინციალიზმი თავდაპირველად მიუთითებდა თანამედროვეობისგან  ჩამორჩენილობას, ცხოვრების განსხვავებულ სტილს. რა კონოტაციური შინაარსი აქვს დღევანდელ სამყაროში პროვინცილიზმს და როგორია მისი მახასიათებლები დღეს?

– დღესდღეობით პროვინციალიზმზე საუბრის დროს, მხოლოდ გეოგრაფიულ არეალს არ მიუთითებენ. ამ ცნებას იყენებენ იმ თვისებების ინდიკატორად, რომელიც ახასიათებს ადამიანს და არის ბევრისთვის შესამჩნევი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ მსგავსი თვისებები განათლებულ და წარმატებულ ადამიანს არ უნდა ახასიათებდეს.

თვისებები, რომელიც პროვინციალიზმს ახასიათებს შემდეგია:

  • სიტყვებისა და გამოთქმების თავისებურება.
  • მუდმივი მტკიცება, რომ სხვაზე ნაკლები არ არის და ბრძოლა პირველობისათვის.
  • დამოკიდებულება ნივთების მიმართ და მოთხოვნა, რომ ჰქონდეს განსხვავებული ნივთი: მანქანა, ტელეფონი, ავეჯი, რომელსაც სხვა შეამჩნევს. რეალურად შესაძლოა, მისი შემოსავალი არ ითვალისწინებდეს, ჰქონდეს ყველაზე კარგი მობილური. პროვინციალი ადამიანი ყველაფერს მოიკლებს, მაგრამ შეიძენს ნივთს, რომელიც პრესტიჟულად მიაჩნია, ან შეიძენს ნივთს, რომლის გამოც,  ფიქრობს, რომ სხვა დააფასებს.
  • მათი მთავარი მიზანია იცხოვრონ ისე, როგორც სხვები ცხოვრობენ, რადგან არ განსხვავდებოდნენ კარგად მცხოვრები ადამიანებისგან, ანუ შექმნან გარეგნული ფასადი.
  • გადამეტებული აქცენტები ნიჭსა და უნარზე, რომ ყველაზე ყოჩაღი სწორედ ის არის.
  • დავიწყება საკუთარი წარმოშობის, თითქოს, ის წარსული აღარ არსებობს და ცხოვრობს როგორც დედაქალაქის ნებისმიერი მცხოვრები. თუ მის წარმოშობასთან დაკავშირებით წარიმართება საუბარი, იქცევა ისე, როგორც გაუცხოებული ამ წარსულთან.

დღესდღეობით პროვინციალიზმის გაგემბამ  გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განსაზღვრის ფორმაც შეითავსა. როგორ ფიქრობთ, რატომ გაიგივდა ეს ცნება საცხოვრებელი ადგილის მდებარეობასთან, რატომ გაჩნდა „ჩამოსულების“ საკითხი აქტუალური?

დედაქალაქს და რეგიონში მცხოვრებთა შორის განსხვავება, რეალურად ნამდვილად არის. საცხოვრებელი გარემო კი დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე. ის სხვაგვარი უნარებით ყალიბდება მაშინ როდესაც მისი საცხოვრებელი არის პატარა, მშვიდი, ახლობელი ადამიანებით გარშემორტყმული, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, და პირიქით.  განსხვავებული უნარები უვითარდება მაშინ, როდესაც ბავშვობიდან ფართო სოციალურ წრეს ეცნობა, კომუნიკაციას ამყარებს ბევრ ადამიანთან და როდესაც მეტად კონკურენტულ გარემოში იზრდება. ცხადია, გარემოება აყალიბებს ადამიანს, შესაბამისად, განსხვავება დედაქალაქსა და გარეუბნებში მცხოვრებ ადამიანებს შორის მართლაც არსებობს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროვინციალიზმზე მაშინ ვფიქრობთ, როდესაც გამოხატულია ქცევის უხეში ფორმები. შესაძლებელია, ერთი ადამიანი ცხოვრობდეს ქალაქის ცენტრში, მაგრამ ჰქონდეს ამგვარი თვისებები და შეფასდეს, როგორც შინაგანად პროვინციალი.

როგორ ფიქრობთ, ბრძოლა საკუთარ იდენტობასთან რით არის გამოწვეული, სურვილით, დაივიწყონ საკუთარი ფესვები, თუ შეზღუდვებით, რომელსაც საზოგადოება ნორმატიულ წესებად უდგენს ადამიანს, არის ეს საზოგადოებაში  ადაპტაციის ერთადერთი გზა, თუ თავის დამკვიდრების მარტივი გამოსავალი?

– როგორც წესი, ჩვენ ვერგებით საზოგადოების მიერ დადგენილ ნორმებს. თუ ადამიანის წარმომავლობას ირონიულად გამოეხმაურნენ, ან გაგებული აქვს, რომ ვინმეს ამის გამო პრობლემები შეექმნა, რა თქმა უნდა, ის სიფრთხილეს იჩენს. მთელი ჩვენი ცხოვრება არის გამოცდილება, თუ ერთხელ არ გაამართლა ქცევის სტრატეგიამ, მეორედ მას ვცვლით, ამიტომ დამალვის ტექნიკა ერთგვარად გადამდებია. თუ  დარწმუნებული ვარ, რომ სოფლიდან ჩემი ჩამოსვლა ხელს შემიშლის კარიერის აწყობაში, ცხადია, შევეცდები მის იგნორირებას.

პრაქტიკაში გვხვდება ქცევის განსხვავებული ფორმა, როდესაც ადამიანი გამიზნულად ხაზს უსვამს წარმომავლობას,– „ ვამაყობ, რომ სოფლელი ვარ!“, ესეც საკითხის მეორე პოლუსია, რომელიც თავისთავად პრობლემას წარმოადგენს.

უგულებელყოფა იმის, რაც საზოგადოებას არ მოსწონს, არის მარტივი გამოსავალი. საზოგადოებას რატომ არ მოსწონს ეს კიდევ ცალკეული პრობლემაა. რეალურად რომ შევხედოთ ამ საკითხს, მარტივი აღსაქმელია ის ფაქტი, რომ დედაქალაქში დაბადებული ადამიანი „საკუთარ სახლშია“, ხოლო ჩამოსული ადამიანისთვის გარემო უცხოა და იძულებულია, თავიდან შექმნას სანაცნობო წრე, რის გამოც ის, თითქოს – ემიგრანტია საკუთარ ქვეყანაში. მუდმივად დედაქალაქის ცხოვრების რიტმზე მორგება და მისთვის ფეხის აწყობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა არიან წარტმატებული და შრომისმოყვარე ადამიანები, რომელთათვისაც შესაძლოა, ეს პრობლემა საერთოდ არ წარმოიშვას.

ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი „ნასწავლი უსუსურობა“, გამოიყენება იმ ადამიანის თვისების აღსაწერად, რომელიც საკუთარ წარუმატებლობას მუდმივად სხვას აბრალებს. ფიქრობს, რომ იმის გამო, რომ „ფეხზე ვერ დადგა“, დამნაშავეა ქვეყანა, სახელმწიფო, დედა, მამა… პრობლემად მიაჩნია ის, რომ იქ არ დაიბადა, სადაც უნდა დაბადებულიყო. ქრონიკულად მიმდინარეობს გადაბრალების პროცესია, რადგან მისთვის მთავარია, რომ დამნაშავე არ იყოს თავად. ის საკუთარ წარუმატებლობას ყოველთვის უპოვნის მიზეზს. „ აქ პატრონი არ მყავს და მე რომ აქაური ვიყო, სხვაგვარად ვიქნებოდი“

როგორ ფიქრობთ, რატომ აქვთ ადამიანებს სურვილი, რომ გამოირჩეოდნენ და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს უწოდონ პროვინციალები; არის თუ არა პროვინციალიზმზე ხაზგასმა ადამიანის შინაგანი კომპლექსი, რომელსაც სხვისი დათრგუნვის შედეგად ნიღბავს?

– პრობლემა იგივეა, თუმცა გამოხატვის ფორმა სხვაგვარი. „მე ვარ განსხვავებული, ვარ შენზე უკეთესი“– საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებულ ადამიანებს ახასიათებთ, მიანიშნებს, ასევე, დაბალ თვითშეფასებაზე. ადამიანს, რომელიც რეალიზებულია, ნებისმიერ სოციალურ ფენასთან შეუძლია ურთიერთობა, მისთვის ეს არ არის დამაკნინებელი, პირიქით, ამგვარად ამდიდრებს თავის ურთიერთობას სოციუმთან.  როდესაც შინაგანი კომპლექსები არსებობს, მას ურჩევნია, თავს გარკვეულ სოციალურ კლასს მიაკუთვნებდეს და იყოს მისთვის კომფორტულად, ისე, რომ სხვა არავინ შეეხოს. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს  საზოგადოებრივი მდგომარეობის ორი უკიდურესი ფორმაა.

ხშირად აღნიშნავენ, რომ პროვინციალიზმის პრობლემაზე საუბარი დრომოჭმულია, რადგან ეს საკითხები საზოგადოებამ გადალახა და როგორც პრობლემა აღარ არსებობს. თქვენ, როგორც ფსიქოლოგი, ეთანხმებით თუ არა საზოგადოებაში გავრცელებულ ამ მოსაზრებას?

–  როგორც აღვნიშნე, ჩვენს ქვეყანაში განსხვავება დედაქალაქსა და სოფლად მცხოვრებთა შორის ძალიან დიდია. ქალაქში ბავშვს მეტი რესურსი აქვს, ჰქონდეს შეხება თეატრთან, კინოსთან, მუზეუმთან, აქვს ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, კლასელიც ბევრი ჰყავს, შესაბამისად მრავალმხრივი უნარი უვითარდება, რაც მცირე სოფლებში დაბადებულ ბავშვს აკლია, ზოგიერთ სოფელში კლასში მხოლოდ 5 ბავშვი სწავლობს. პირველობის სურვილიც მათ შორის განსხვავებულია. პროვინციალიზმით „დაავადებულ“ ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ პირველები იქნებიან,  აღიარებენ და დაივიწყებენ მათ წარსულს. ამგვარი მათი წარმოდგენაა, თუმცა საზოგადოებას ეს არ სჭირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები ჩემთნ, როგორც ფსიქოლოგთან, პირდაპირ ამ პრობლემით არ მოდიან, მაგრამ ხშირად გვაქვს საუბარი იმედგაცრუებაზე, რაც სოფლიდან დედაქალაქში ჩამოსვლას უკავშირდება, ადამიანებს უჭირთ ადაპტაცია და მორგება ახალ გარემოსთან და შემდეგ ეს პრობლემები სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ახდენს გავლენას.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

 

Share8Tweet5

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

“ნოდარ დუმბაძე ჩემთვის, როგორც ასეთი, გენიოსი არ არის. მაგრამ… ის, პრაქტიკულად, ერთადერთი მწერალია, რომელიც წაკითხული აქვთ აფხაზებსა და ოსებს” – რას წერს თორნიკე შარაშენიძე ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე?

“ნოდარ დუმბაძე ჩემთვის, როგორც ასეთი, გენიოსი არ არის. მაგრამ… ის, პრაქტიკულად, ერთადერთი მწერალია, რომელიც წაკითხული აქვთ აფხაზებსა და ოსებს” – რას წერს თორნიკე შარაშენიძე ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე?

3 years ago
მამაკაცისა და ქალის აქსესუარების ქართული ახალი ბრენდი

მამაკაცისა და ქალის აქსესუარების ქართული ახალი ბრენდი

8 years ago

11-12 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება

12 years ago
პელე საქართველოში

პელე საქართველოში

12 years ago

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026

სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,როიალ ფიშ ბათუმი“(მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ...

Read moreDetails
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026
  • „პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე 05/22/2026
  • მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by