• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რას გვეუბნება ხალის გარეგნული მდგომარეობა და როგორ უნდა მივხვდეთ საშიშია თუ არა ის?!

9 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე, საზოგადოება
A A
რას გვეუბნება ხალის გარეგნული მდგომარეობა და როგორ უნდა მივხვდეთ საშიშია თუ არა ის?!
33
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხალის შესახებ უამრავი მითი და ცრურწმენა არსებობდა. რეალობა კი ისაა, რომ დღეს მის მოსაშორებლად სხვადასხვა კლინიკას აქტიურად მიმართავენ პაციენტები. ხალის მოცილების მიზეზი ორგვარია: ზოგი მას ესთეტიკური სილამაზისთვის იცილებს, ზოგჯერ კი მისი მოშორება აუცილებლობას წარმოადგენს.

ალბათ, ყველას გავგვიგია, რომ არსებობს საშიში ხალები. რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ, როგორ უნდა მოვუაროთ ხალებს და  რა მეთოდები არსებობს მის მოსაშორებლად, ამ და სხვა კითხვებზე The Tbilisi Times  გია გვარამიას კლინიკის პლასტიკური ქირურგი, ლაშა ოსეფაიშვილი ესაუბრა.

პირველყოვლისა, მინდა გკითხოთ, რა არის ხალი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

– ხალი არის პიგმენტური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება კანზე. ის შეიძლება იყოს შეძენილი ან თანდაყოლილი. მას სხვადასვა შეფერილობა აქვს. ასევე შეიძლება ხალი იყოს კანის დონეზე ან კანის დონიდან ამოწეული. მასში დაგროვებულია პიგმენტი მელანინი, რომელიც აძლევს მისთვის დამახასიათებელ შეფერილობას ხალს.

ხალები განსხვავდებიან ფერის, ზომის, ფორმის მიხედვით. ხშირად გვსმენია, რომ არსებობს საშიში ხალები. რას გვეუბნება ხალის გარეგნული მდგომარეობა და როგორ უნდა მივხვდეთ საშიშია თუ არა ის?

– ფერს რაც შეეეხება, სწორედ მელანინის რაოდენობა განაპირობებს. რაც უფრო ჭარბადაა მელანინი დაგროვებული, უფრო მუქი შეფერილობისაა ხალი. ვიზუალური დათვალიერებით ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება. სასურველია, მელანინს ძალიან ცოტა რაოდენობით შეიცავდეს. რაც უფრო მუქია ხალი, უფრო დიდია რისკი მისი გადაგვარებისა. მხედვეობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ ხალის ფორმა, მდებარეობა, რამდენად დაკბილულია, რამდენად ერთგვაროვანი წარმონაქმნია. ასევე უნდა დავაკვირდეთ იმას, აქვს თუ არა ხალს კონცენტრირებული შეფერილობა, არის თუ არა მასზე დამატებით სხვა წარმონაქმნი. ეს შეიძლება იყოს თმა. ვიზუალური შეხედულებით ჩვენ შეგვიძლია ეჭვი მივიტანოთ ან დავადასტუროთ რაიმე, თუმცა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება საბოლოო დიაგნოზის დასმის საფუძველს სამწუხაროდ არ იძლევა. სხვა გამოკვლევებიც გვჭირდება.

რა ფაქტორები იწვევს ჩვეულებრივი ხალის საშიშ ხალად გარდაქმნას? რისგან უნდა დავიცვათ ისინი, რომ საფრთხე არ შეგვიქმნან?

– მთავარი თავდაცვის მექანიზმი არის ის, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ ულტრაიისფერ გამოსხივებას. ეს ეხება როგორც ჩეულებრივ მზეს, ზედმეტ გარუჯვას და დიდხანს ყოფნას მზეზე, ასევე სოლარიუმებს. განსაკუთრებით აქტიური დღის პერიოდში, 12 საათიდან 5-6 საათამდე, ულტრაიისფერ გამოსხივებას მაქსიმალურად უნდა ერიდებოდეს პაციენტი იქნება ეს თუ ზოგადად ყველა  ჩვენგანი. როცა ვირუჯებით, აუცილებლია მზისგანდამცავი საშუალების  გამოყენება განსაკუთრებით ისეთ ადგილებზე, რომელსაც ტანსაცმელი ვერ ფარავს. ანუ, მთავარია, მზეს მოვერიდოთ და დროულად მივაქციოთ ყურადღება თუ ვატყობთ, რომ ხალი ზომაში იმატებს, შეფერილობას იცვლის ან მასზე რაიმე წარმონაქმნი გაჩნდა. ამ შემთხვევაში უნდა მივმართოთ სპეციალისტს.

ხშირად გვსმენია, რომ მოზრდილ ასაკშიც ახალ-ახალი ხალები იჩენს თავს. ეს პროცესი რას უნდა მივაწეროთ?

-ხალები არ არის მარტო თანდაყოლილი. არსებობს შეძენილი ხალებიც. ეს ძალიან ჩვეულებრივია. ახალი ხალების გაჩენა საშიში არაა, რა თქმა უნდა, თუ ახალგაჩენილმა ხალმა ფორმა  შეიცვალა და უცებ  გაიზარდა, ისევე უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორც თანდაყოლილ ხალს. ამ კუთხით განსხვავება არაა.

გადავიდეთ ხალის მოცილების მეთოდებზე. არასასურველი ხალების მოცილება საკმაოდ გახშირებულია ბოლო დროს. თანამედროვე მედიცინაში კანის წარმონაქმნების მოცილების რამდენიმე მეთოდი არსებობს.  როგორ ხდება მათი შერჩევა სპეციალისტის მიერ კონკრეტული პაციენტისთვის და რამდენად უსაფრთხოა ისინი?

– რაც შეეხება მოცილებას, პირველ რიგში, ჯერ უნდა მოხდეს ხალის დიაგნოსტირება. არ შეიძლება პირდაპირ და ხელაღებით, გამოკვლევის გარეშე ხალის მოშორება. პირველყოვლისა უნდა დადგინდეს რამდენად სარისკოა ხალი. თანამედროვე მეთოდებს რაც შეეხება, ჩვენს კლინიკაში არის სიასკოპია, რომელიც ძალიან მაღალი სიზუსტით იძლევა ხალის დიაგნოზირების საშუალებას.  თუ ამ მეთოდით ბოლომდე ვერ მოგვეცა დიაგნოზირების საშუალება, მაშის კვლევის სხვა  მეთოდებიც უნდა გამოვიყენოთ.

მოცილებას რაც შეეხება, არსებობს ქირურგიული და არაქირურგიული პროცედურები, ლაზერით, რადიოტალღით. ასევე არსებობს სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით მოცილება, რაც ნაკლებად სასურველია.  თანამედროვე მეთოდებით  მოცილება არის უსაფრთხო. უბრალოდ ყველა ხალზე ხდება ინდივიდუალურ მეთოდის შერჩევა, ანუ, როდის და რა გვჭირდება. ასე, რომ მოცილების მეთოდი  ბევრია.

საინტერესოა, უფრო ხშირად პაციენტებს სახის მიდამოში სურთ ხალების მოშორება თუ სხეულის სხვა ნაწილებზე? ამ შემთხვევაში განსხვავდება თუ არა ხალების მოცილების მეთოდი?

– ესთეტიკური მიზნით ხალის მოშორება უფრო იმ ადგილებიდან ხდება, რომელიც ჩანს. ამ შემთხვევაში, ალბათ, სახიდან. როცა პრობლემურია ხალი, მნიშვნელობა აღარ აქვს სხეულის რომელ ნაწილზეა. თუ ხალი ესთეტიკური კუთხით აწუხებს პაციენტს, რა თქმა უნდა, უფრო ხილული ადგილიდან იცილებს: სახიდან, ყელის არიდან და ა.შ.

ხშირ შემთხვევაში აუცილებლობას წარმოადგენს ხალის მოშორება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ხალს ესთეტიკური სილამაზისთვის იშორებენ. კონკრეტულ რჩევას თუ აძლევთ პაციენტებს ამ დროს და არსებობს თუ არა ისეთი ხალები, რომლებიც არ უნდა მოვიშოროთ?

– როცა ესთეტიკური სილამაზისთვის ხდება ხალის მოცილება, ეს პაციენტზეა დამოკიდეული. ყველა ხალის მოშორება შეიძლებ, უბრალოდ მთავარი პრინციპია, რომ პირველყოვლისა უნდა მოხდეს დიაგნოსტირება და მერე მოცილდს. აუცილებელია გამოვიკვლიოთ, რა ტიპის ხალია, რამდენად სარისკოა და რამდენად საშიშია.

როგორც ვიცით, ხალის მოცილების შემდეგ, სპეციალური მოვლაა საჭირო, მაგალითად, რაღაც პერიოდის განმავლობაში მზეს უნდა მოვარიდოთ ის ადგილი, რომელსაც ხალი მოშორდა. კიდევ რა რჩევებია გასათვალისწინებელი და რამდენად რთულია შემდგომი პერიოდი?

– როცა ქირურგიული მეთოდით სცილდება ხალი, ისეთივე მოვლა ჭირდება, როგორც ჩვეულებრივ ჭრილობას.  არაქირურგიული მეთოდით მოცილებისას, როგორიც არის, მაგალითად, რადიოტალღა, მთავარი ისაა, რომ პაციენტი მზეს მოერიდოს, მზისგან დამცავი წაისვას. მოვლა განსაკუთრებულ სირთულეებს  არ უკავშირდება.

ხალის მოშორების შემდგომ რჩება თუ არა რაიმე ნაწიბური ან ნიშანი კანზე? რამდენად ეფექტურია დღეს არსებული ხალის მოცილების მეთოდები ამ მხრივ?

– დღეს არსებული მეთოდები მაქსიმალურად მიმართულია იქითკენ, რომ, რაც შეიძლება, ნაკლებად შესამჩნევი კვალი დარჩეს. ჩვენთან რა მეთოდებიცაა, ისინი უზრუნველყოფენ იმას, რომ არანაირი კვალი არ დარჩეს, თუმცა ეს მაინც დამოკიდებულია ხალის დიაგნოზზე, სიდიდეზე, სხეულის რომელ მონაკვეთშია და რა მეთოდით ხდება მოცილება. ძალიან ხშირად   ისე ვახერხებთ ხალის მოშორებას, რომ ფაქტობრივად კვალი არ რჩება.

ასევე აქტიურად იშორებენ მეჭეჭებსაც. განსხვადება თუ არა ხალის მოცილების და მეჭეჭის მოცილების პროცედურა ერთმანეთისგან?

– პროცედურა პრინციპში საკმაოდ მსგავსია. უბრალოდ, ხალი და მეჭეჭი სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნებია. მოცილების მეთოდი, როგორც წესი, ძალიან ჰგავს.

ბოლოს მინდა პაციენტებს მისცეთ რჩევა, რა შემთხვევაში მიმართონ ექიმს და როგორ მოუარონ არსებულ ხალებს.

– იმავეს გავიმეორებ: როცა ხალი იზრდება,  ახალი ხალი ჩნდება, ძველი ზომაში იზრდება, ფერს იცვლის და უფრო მუქდება ან დამატებითი წარმონაქმნი ჩნდება მასზე, მაგალითად, თმა, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.

მაგდა ბატიაშვილი

Share13Tweet8

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026

საინტერესო

შსს-მ გურიის რეგიონში ქურდობის ბრალდებით 10 პირი დააკავა

10 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინელ კოლეგას შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინელ კოლეგას შეხვდა

11 years ago

თბილისის წმინდა დავით მეფსალმუნის სახელობის ტაძარი მსოფლიოში ერთადერთია

9 years ago
ჩინეთში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება

ჩინეთში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება

11 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by