• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, June 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურამ უკანონოდ მსჯავრდებული პოლიტპატიმრების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

9 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
პროკურატურამ უკანონოდ მსჯავრდებული პოლიტპატიმრების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა  ორი პოლიტპატიმრის: გიორგი ზავრაშვილის და ზაზა კობახიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.

ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ზაზა კობახიძე და გიორგი ზავრაშვილი გასამართლდნენ და სასჯელს იხდიდნენ წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის წევრებთან კავშირის და მეგობრული ურთიერთობის გამო.

2011 წელს, უმცროსი სერჟანტი ზაზა კობახიძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის „დანა“ ბატალიონში, მას ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთ წევრთან. ეს ფაქტი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებში გაღიზიანებას იწვევდა, რის გამოც ზაზა კობახიძის დაკავება და მისი თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან ჩამოცილება დაიგეგმა.

2011 წლის 06 ნოემბერს, მაშინ როდესაც ზაზა კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში კობახიძეების გვარის წარმომადგენლების დალოცვაზე გასამგზავრებლად სახლიდან გამოვიდა, იგი დააკავეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა, ,,ჩაუდეს“ ცეცხლსასროლი იარაღი და მეუღლის და შვილების თვალწინ დაკავების ყოველგვარი პროცესუალური წესების დაცვის და ჩხრეკის ჩატარების გარეშე, იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში, რის შემდეგაც დაკავებული გადაიყვანეს სამხედრო პოლიციის შენობაში.

ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე უკანონოდ დაკავებულ ზაზა კობახიძეს 2012 წლის 08 თებერვალს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება მეორე პოლიტპატიმარს, გიორგი ზავრაშვილი იყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრი და მონაწილეობას იღებდა 2007 წლის ნოემბერში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.

სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა გიორგი ზავრაშვილის დაკავება. 2007 წლის 12 დეკემბერს, თბილისში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, როდესაც გიორგი ზავრაშვილი ძმას და მეზობლებს ესაუბრებოდა, მასთან მოულოდნელად მივიდნენ შსს ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც იმ მიზეზით, რომ მას რაღაც დოკუმენტზე ხელი ჰქონდა მოსაწერი, მოტყუებით ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისულს განუცხადეს, რომ იგი იყო დაკავებული თითქოსდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. მოგვიანებით, მისი განზრახ უკანონო მსჯავრდების მიზნით შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი, თითქოსდა გიორგი ზავრაშვილი ქუჩაში ხულიგნურად თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც ხელოვნურად დაიკითხნენ გამოგონილ ინციდენტში ე.წ. ,,მონაწილე“ პოლიციელები, რომლებმაც მის წინააღმდეგ მისცეს მამხილებელი ჩვენებები.

ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებული გიორგი ზავრაშვილი გასამართლებულ იქნა 2008 წლის 23 მაისს და მას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზაზა კობახიძემ და გიორგი ზავრაშვილმა საპატიმრო დაწესებულება, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვეს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მათ პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.

ორივე მათგანის საქმეში, ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ხსენებული ორივე მოქალაქის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 48 მსჯავრდებულის საქმეზე  მიმართა, საიდანაც 12 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026

საინტერესო

სააკაშვილის საქმე ქართული მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება – დეგნანი

სააკაშვილის საქმე ქართული მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება – დეგნანი

5 years ago
„ბალავარის“ მრავალფუნქციური კომპლექსი – რა უნიკალური თვისებებით იქნება ის გამორჩეული

„ბალავარის“ მრავალფუნქციური კომპლექსი – რა უნიკალური თვისებებით იქნება ის გამორჩეული

5 years ago

დღეს დილით ერაყში განხორციელებულ მორიგ ტერაქტს 25 ადამიანი ემსხვერპრა

13 years ago
ცაჰალი: „ჰამასის“ ჯარისკაცებმა 40 ჩვილი და ბავშვი დახოცეს, ზოგიერთს თავი მოჰკვეთეს

ცაჰალი: „ჰამასის“ ჯარისკაცებმა 40 ჩვილი და ბავშვი დახოცეს, ზოგიერთს თავი მოჰკვეთეს

3 years ago

ახალი ამბები

გერმანიაში 23 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

გერმანიაში 23 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

06/28/2026

გერმანიაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მკვიდრი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 23 წლის ქართველი ემიგრანტი, ბესო მამულაშვილი, გუშინ, 26 ივნისს, საბანაოდ შესული, ტბაში...

მეტის ნახვაDetails
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • გერმანიაში 23 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 06/28/2026
  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by