• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გურულების ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პოლიტიკა, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სამი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან, – ბრძანებდა ილია. ერთ-ერთი საუნჯე ენააო, ანუ ქართული ენა. უფრო ადრე, მე-10 საუკუნის დიდმა ქართველმა მწერალმა იოანე ზოსიმემ ოდა უძღვნა ქართულ ენას – „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ზოსიმე მსოფლიო ენათა შორის ქართულ ენას განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა. მსოფლიოს არა ერთი ენათმეცნიერი აღიარებს ქართულ ენას-ღმერთების ენად, ხოლო გიორგი მერჩულე ამბობს: „ქართულად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. სწორედ ამ სიტყვებმა დაუდო საფუძველი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნას.

დღეს კი, კურიოზია ჩვენი ცხოვრება, ბატონო ბიძინა. კურიოზული, ანუ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ნუთუ ამისთვის იღწვოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ 21-ე საუკუნის ქართველს თუნდაც ასეთი წინადადება ეთქვა: საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი დემოკრატიულია. კი ბატონო, იყოს რესპუბლიკა, პრეზიდენტი, პარლამენტი, დემოკრატია, დეპუტატი, გუბერნატორი და ა.შ. მაგრამ ილიამ, ზოსიმემ თუ მერჩულემ ძალიან კარგად იცოდნენ ამ სიტყვების განმარტება და ისეთი წინადადებების წარმოთქმას, სადაც მხოლოდ ერთი სიტყვაა ქართული, არ მოგვიწონებდნენ.

ჩვენგან და უფრო ჩვენი უფროსი მეგობრებისგან ხშირად იყო მცდელობა ამ წინადადების შეცვლისა, მაგრამ ყოველთვის დავმარცხდით ჩვენც და ისინიც.

რუსეთის იმპერიის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად ჩვენი სახელმწიფო მაინც შედგა, მაგრამ ქართველი ხალხი წელში გაწყვიტა ბოლოს 20 წლის განმავლობაში დამყარებულმა დიქტატორულმა რეჟიმმა. ამიტომ ჩვენ, განსაკუთრებით გურულები 1 ოქტომბერს აღვიქვამთ არა არჩევნების დღედ, არამედ უფრო ბიულეტინების რევოლუციის დღედ, ანუ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პირველ დღედ.

ჩვენს თავისუფალ საზოგადოებას (თქვენც ერთ-ერთი პირველი დამეთანხმებით, რომ გვაქვს თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება) შეგნებული აქვს რა ჩვენი მამა-პაპათა შეგონება: „კოკასა შიგან რაცა დევს, იგივე გადმოდინდების!“ (შოთა), მიგვაჩნია, რომ ქართული სიტყვით თუ არ დაიწყო სახელმწიფოს მშენებლობა, ამ ჩემს ულამაზესი გურიის პატარა, მიყრუებულ სოფელში „როის მოაღწევს ძამა შენი სიტყვა“.

გურულები სხვა ქართველ ტომთაგან ცოტათი განსხვავებული ხალხნი ვართ, თუნდაც ჩვენი (არ ვტრაბახობ, მსოფლიომ გვაღიარა ამ საქმეში) ენამოსწრებულობით და კიდევ ერთი თვისებით, რომელსაც არაგულმავიწყობა ჰქვია. ამიტომაცაა, გურიაში გურულ „ბაღანას“ დილას დაპირებული „კანფეტი თუ არ მუუტანა ბაბაიამ საღამოს“, ჩემს მტერს იმ ოჯახში „იი ბაღანაის ხვანტალი“.

ამჯერად გვინდა ვისარგებლოთ თქვენი დიდი ავტორიტეტით და დახმარება გთხოვოთ, იქნებ შევძლოთ და შევცვალოთ ზემოთ ნახსენები წინადადება ქართულად. აბა რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები „ … ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის…“, თუ არა პირველ რიგში იმ ქართულ ოცნებას, რომ ქართული სიტყვები დამკვიდრდეს სახელმწიფო ატრიბუტიკაში. ატრიბუტი ლათინური სიტყვაა attributum და რისამე დამახასიათებელ ნიშანს ნიშნავს.

დღეს ხშირად გამოითქმის-საქართველოს რესპუბლიკა. რესპუბლიკა ლათინურია. იგი ორი სიტყვისგან შედგება. Res-საქმე და publice-ხალხი. საქმე+ხალხი=საქმე ხალხისა.

სახალხო საქმის შესრულება სწორედ სახელმწიფოს დანიშნულებაა, რომლის სათავეში უმაღლესი სახელმწიფო ორგანო უნდა იდგეს. რომში ეს ორგანო სენატი იყო. სენატიც ლათინური სიტყვაა senatus და ქართულად მოხუცს ნიშნავს. ე.ი. რომის უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს ჩვეულებრივ უხუცესთა საბჭო ერქვა.

საბჭო ქართული წარმოშობისაა და წარმოსდგება სიტყვა ბჭობიდან. სახელი ბჭობს ზმნის მოქმედებისაა. ბჭობს, ანუ აზრს გამოთქვამს, მსჯელობს, წინასწარ აწონ დაწონის (მიშვისტებივით კი არა), თათბირობს. სიტყვა კრებაც შეიძლება გამოვიყენოთ, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრთა თავმოყრას გულისხმობს, რაიმე საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ ჩვენი აზრით, სიტყვა საბჭო, უფრო მისაღებია, ვიდრე პარლამენტი, რომელიც ინგლისური სიტყვაა parlament, ფრანგულისაგან წარმომდგარი parlament, parler-ქართულად ლაპარაკს ნიშნავს. ცარიელმა ლაპარაკმა კი, რა დღეში ჩაგვყარა ჩვენზე უკეთ უწყით.

ჩვენი სურვილია საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი შეიცვალოს შემდეგი ქართული სიტყვებით – საქართველოს სახელმწიფოს უხუცესთა საბჭო. აქ ხელმწიფობა მეფობას არ ნიშნავს, სახელმწიფოს სულ სხვა დატვირთვა აქვს – ის ქვეყანას ნიშნავს. ქვეყანას, რომლის სათავეში დღეს ქვეყნის პრეზიდენტია. პრეზიდენტი ლათინური სიტყვაა პრაესიდენს და ქართულად თავში მჯდომს ნიშნავს, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტებმა თავზე მჯდომარედ გადააკეთეს. ჩვენ გურულებს მიგვაჩნია, რომ არა მარტო სიტყვა პრეზიდენტი შეიცვალოს, არამედ საერთოდ გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი.

ამ „თავზე მჯდომ“ კაცს თუ მის გუბერნატორებსაც მივაყოლებთ ზედ, ამით გურულების „თავის ტკივილს“ – უკეთეს „ციტრამონს“ ვერც გამოუწერთ. გუბერნატორი ლათინური სიტყვაა, გუბერნატორ ქართულად მმართველს ნიშნავს და არა „ბატონი ედუარდის“ მიერ დამკვიდრებულ რწმუნებულს. ზედმეტი მმართველები არაფრისმკეთებელი ფუნქციით და მუთქამჭამელი სამხარეობით ქართულ სახელმწიფოს ნამდვილად არ ჭირდება.

გამგებელი და საკრებულო კი არის ქართული სიტყვები, მაგრამ რა ხეირი. „მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია“, ამიტომაც გამგებელს, ანუ კომუნისტების რაიკომის მდივანს და საკრებულოებს, ანუ კომუნისტების აღმასკომებსაც აუკრიათ გუდა-ნაბადი და ქალაქსა თუ სოფელში ხალხის მიერ არჩეულ თვითმმართველ ორგანოებს – უხუცესთა საბჭოებს ჩავუყაროთ საფუძველი.

ჩემო ბიძინა ბიძია, თქვენ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანდებით. სიტყვა პრემიერი ფრანგულია, premier – ანუ ქართულად მთავარი როლის შემსრულებელს ნიშნავს. მთავარი როლი კი, მეთაურს ეკუთვნის. იმ ხალხის მეთაურს, რომელიც თქვენ მინისტრებად დაასახელეთ და ხალხის სამსახური დაავალეთ. სიტყვა მინისტრი ლათინური წარმოშობისაა მინისტრიუმ – ქართულად სამსახურს, ანუ მინისტრის მსახურს ნიშნავს. ამიტომ, მაგალითისთვის თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგივრად შემოვიღებთ შინაგან საქმეთა სამსახურს, თვით მინისტრსაც უწოდებთ მსახურს (ხალხისა და ქვეყნის მსახურს), ამით არაფერი დაშავდება და ქართველი კაცის ყურშიც ძალიან სასიამოვნოდ იჟღერებს, ხოლო გურულების ხუმრობას: „მევიდა ბიძინე, ჭამა, სვი და იძინე“ – ს ნამდვილად მოუხდება სიტყვა პრემიერის ნაცვლად – მსახურთა მეთაურის, ანუ მთავრობის მეთაურის დამკვიდრება.

ბატონო ბიძინა, ეს წერილი ჩვენი რაიონის დეპუტატის, ბრწყინვალე ფეხბურთელი ბიჭის, ნამდვილად ალალი და პატიოსანი კაცის, ბატონი თემურის ხელით გვინდა გამოგიგზავნოთ. სიტყვა დეპუტატი ლათინური წარმოშობისაა, deputatus – ქართულად რწმუნებულს ნიშნავს, ხალხის რწმუნებულს. ამიტომ თუ საპასუხო წერილს უკვე ჩვენს რწმუნებულს გამოატანთ, ძალიან გაგვახარებთ ლანჩხუთელებს, თქვენი „წვიმის მეგობრებს“, რომლებმაც სხვა გურულებთან ერთად „ქართულ ოცნებას“, 1 ოქტომბრის „გურული საოცრებაც“ აჩუქა.

ბატონო ბიძინა, თქვენ და თქვენთან ერთად საქართველოს ყველა ნორმალურ მოქალაქეს ვუსურვებ ძლიერი სახელმწიფოს შექმნას. სახელმწიფო კი, შეიძლება იყოს როგორც დიქტატორული, ასევე დემოკრატიული. ლათინური სიტყვა დიქტატურის, დიქტატურა-ს განმარტება დღეს ყველაზე საუკეთესოდ მიშკამ და მიშისტებმა იციან, ხოლო დემოკრატია ბერძნული სიტყვაა, demos-ხალხი და kratos-ძალაუფლება, ანუ დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს. დემოკრატია, ერთის მხრივ საზოგადოების განვითარების დღევანდელ ეტაპზე ერთ-ერთი მისაღები ფორმაა, ისე კი სინამდვილეში „მახინჯიცაა“ – ვინაიდან დემოკრატიის დროს უმრავლესობა ჩაგრავს უმცირესობას. დემოკრატია მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, როცა მოქალაქენი თანასწორნი არიან და სახელმწიფო ხელისუფლების ძალაუფალი ხალხია. თუკი ხალხია ხელისუფლების ძალაუფალი, ეს ხალხი საქართველოს ხალხია (არამარტო ქართველი) და ამ ხალხის სახელმწიფო ენა ქართულია, მაშინ ქართულით უნდა შეიცვალოს უცხო ენებიდან შემოსული სიტყვები სახელმწიფოს დამახასიათებელი ნიშნებისა. სწორედ ქართული სიტყვები უნდა „ჩაიყაროს“ საქართველოს ხალხის სახელმწიფოს საძირკველში და არა ისე, როგორც აქამდე იყო; უსაძირკვლო სახლის სახურავს ვხურავდით და შემდეგ ამოგვყავდა კედლები. უცხო ქვეყნიდან „დაბერილი ქარი“ ადვილად მოგვირღვევს ასეთი სახლის სახურავს და კედლებსაც მოგვირყევს. ამიტომაც მსოფლიო ფორმულა – senatus populusgve romanus ჩვენც დავამკვიდროდ ჩვენს ქვეყანაში – უხუცესთა საბჭო და ხალხი საქართველოსი.

წყარო: ლანჩხუთის მოამბე 87 ( 9616)

ShareTweet

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო
ახალი ამბები

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026
კაცი, რომელიც მეზობლის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

კაცი, რომელიც მეზობლის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

06/10/2026
ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026

საინტერესო

„აფბა“: ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ ასრულებს

აფბა: ნავთობკომპანიები ისევ გვატყუებენ

9 years ago
ხალხის რჩეული „მეფე“

ხალხის რჩეული „მეფე“

8 years ago
შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

12 years ago
წმინდა ანდრია კრიტელის ცხოვრება და სინანულის დიდი კანონი

წმინდა ანდრია კრიტელის ცხოვრება და სინანულის დიდი კანონი

9 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by