• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი მინის სამკაულები გამოჩნდა

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი მინის სამკაულები გამოჩნდა
16
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

,,Glass Art Studio“ მაღაზიაა საქართველოში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ოსტატების მიერ მურანოს შუშისგან შექმნილი ხელნაკეთი, უნიკალური დიზაინის მქონე სამკაულები, დაესწრონ ნაკეთობების შექმნის პროცესს და შეისწავლონ თუ როგორ გარდაიქმნება შუშა (მინა)  სამკაულებად. კომპანიის მომსახურეობასა  და სამომავლო გეგმებზე ,,თბილისი თაიმსს“ უფრო დეტალურად ,,Glass  Art Studio”-ს წარმომადგენელი ესაუბრა.

რამდენი ხანია, რაც თქვენი კომპანია არსებობს და რით გამოირჩევა ,,Glass Art Studio“–ს სხვა ამ ტიპის მაღაზიისგან?

-,,Glass  Art Studio”  შექმნილია 2016 წლის ოქტომბერში, ჩვენ სხვებთან შედარებით არა მხოლოდ მაღაზია, არამედ სახელოსნოც გვაქვს, იმის გარდა, რომ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ უნიკალური ხელნაკეთი სამკაული, თქვენ გეძლევათ საშუალება დაესწროთ შექმნის პროცესს. ჩვენს სტუდიაში, თქვენ შეძლებთ ნახოთ, თუ როგორ გარდაისახება შუშა, დნება, იბერება, სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით და გარდაიქცევა სამკაულებად (ჩვენ, როგორც ჩვეულებრივ მძივებს, აგრეთვე ცხოველების ფორმებსა და ნიჟარების ფიგურებს ვქმნით).

გვესაუბრეთ ,,Glass Art Studio“–ს მომსახურეობაზე და რამდენად ხელმისაწვდომი ფასები გაქვთ, რა ფასებშია შესაძლებელი მურანოს შუშისგან შექმნილი ხელნაკეთი უნიკალური სამკაულების შეძენა?

– ჩვენი სამკაულები, არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, რადგან თვითონ მასალა (მინა) ძვირად ფასობს, ასევე არსებობს შუშები, რომლის შემადგენლობაში არის ვერცხლი და ოქრო, რაც  ნაკეთობას მეტ ბზინვარებას მატებს, ასევე ჩვენ ვიყენებთ ვერცხლის ფურნიტურას  (ანუ რაზეც ვამაგრებთ ჩვენს სამკაულებს, საყურეებს, ბეჭდებს, ჯაჭვებს) ანუ ჩვენ ვქმნით დიზაინს და შემდგომ, ოსტატი აცოცხლებს ჩვენ მიერ შექმნილ ესკიზს მასალაში.

ამ ეტაპზე ჩვენი აქტიური მომხმარებლები ტურისტები არიან, უმეტესწილად ისინი, ვინც ფლობენ ინფორმაციას ვენეციური შუშის შესახებ, ვინც ნამყოფია ვენეციაში, მურანოს კუნძულზე, ადარებენ ფასებს და ყიდულობენ ჩვენგან. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ახლა ჩინეთიც ამზადებს ე.წ. „მურანოს“ სამკაულებს და წარმოაჩენს, როგორც ხელნაკეთს (რა თქმა უნდა, შედარებით იაფია).

სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

– ჩვენი სამკაულების შეძენა შესაძლებელია ჩვენს სტუდიაში, რომელიც მდებარეობს ღვინის აღმართის 5 (მეტრო ავლაბართან ახლოს, ასევე ევროპის მოედანთან), აგრეთვე შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის მეშვეობით www.glassartstudio.online

რამდენად კონკურენტუნარიანი ხართ ქართულ ბაზარზე და რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

– ჩვენი ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე საუბარი ცოტა რთულია. საქართველო ცნობილია ხელნაკეთი ნივთების მრავალფეროვნებით, მაგრამ შუშა (მინა) ჯერ არ არის გავრცელებული. რამდენიმე ოსტატი მუშაობს მინაზე, ისინი იყენებენ სხვა ტექნოლოგიას (ფიუზინგს), რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მსურველები არიან, რომ გახსნან მსგავსი ტიპის მაღაზია. მათ გადაწყვიტეს მასალა შექმნან არა საქართველოში, არამედ ჩამოიტანონ იტალიიდან. ასე რომ ამ ეტაპზე კონკურენციას ვერ ვგრძნობთ, თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს.

გვესაუბრეთ ყველაზე მოთხოვნადი სამკაულის შესახებ…

– ძალიან რთულია გამოყო რომელიმე კონკრეტული ნაკეთობა, რომელიც უფრო მოთხოვნადია. ჩვენ ვიცით, რომ ყველა სამკაულს თავისი მყიდველი ჰყავს.

რამდენად არის საზოგადოების მხრიდან დაინტერესება მსგავსი სტილის ხელნაკეთ სამკაულებთან დაკავშირებით?

– ამ ბოლო დროს გვახარებს ის, რომ ქართველი მომხმარებლისგანაც ვგრძნობთ აქტიურობას. თავიდან მოდიან, ათვალიერებენ, შემდგომ აუცილებლად ბრუნდებიან, რომ საჩუქარი გაუკეთონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს.

გვესაუბრეთ ,,Glass Art Studio“-ს სამომავლო გეგმებზე?

– გეგმები დიდი და მრავალფეროვანი გვაქვს. ამ ეტაპზე ველოდებით საერთაშორისო კონფერენციას  (რომელიც გაიმართება მაისში, ვენეციაში). ასევე ვფიქრობთ, მიმართულების განვითარებაზე, მაგალითად, ახლა გვსურს სახლის აქსესუარების დამატება და ჭიქების შექმნა. ჩვენ გავხდით hippo.ge-ს პარტნიორები, ასე რომ შესაძლებელია უპროცენტო განვადებაც.

ეკა წიკლაური

 

 

Share6Tweet4

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

ფორუმ-თეატრი და მისი როლი სოციალურ სივრცეში

ფორუმ-თეატრი და მისი როლი სოციალურ სივრცეში

10 years ago
გრიგორი კარასინი – საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულია

გრიგორი კარასინი – საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულია

7 years ago
როგორ მოვუაროთ ზამთარში კანს – რჩევები

როგორ მოვუაროთ ზამთარში კანს – რჩევები

6 years ago
COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი დაჯარიმდა

COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი დაჯარიმდა

6 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by