• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს – „მინდა თქვენს წინაშე დავაყენო ცხინვალისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პრობლემა“

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს – „მინდა თქვენს წინაშე დავაყენო  ცხინვალისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პრობლემა“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

15073473_1146666258763763_8754931404957566496_n„თბილისი თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს სიტყვას, რომლითაც მიმართა  მოსკოვისა და   სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს, 20 ნოემბერს მისი 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ  საზეიმო ღონისძიებაზე:

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დაბადებიდან 70 წლისთავს. ყოველთვის, როცა ასეთ თარიღებს აღვნიშნავთ, ანალიზს ვუკეთებთ ხოლმე განვლილ გზას და ყურადღებით ვიხედებით მომავლისკენ.

მახსოვს, ჩემი ინტრონიზაციის დღეს მოვიდა ერთი ბრძენკაცი და მითხრა: უფალმა მძიმე ჯვარი გარგუნა და რომ შეიმსუბუქო იგი, მოიხსენე თქვენი მეფეები და პატრიარქები და ისინი მოგეხმარებიან.

მას შემდეგ ვასრულებ ამ რჩევას და მუდამ ვგრძნობ მათ შეწევნას. თქვენო უწმინდესობავ, დაე, თქვენც შეგეწიონ რუსეთის მიწის მეფენი და პატრიარქნი!

თითქმის ორმოცწლიანმა ჩემმა მოკრძალებულმა პატრიარქალურმა მსახურებამ დამანახა, რომ კარგ შედეგს ვიღებთ, თუ გვაქვს ერთმანეთის მოსმენისა და სხვათა აზრის გაზიარების უნარი. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე დავაყენო პრობლემა ცხინვალის და ცხუმ–ახაზეთის ეპარქიისა.

როგორც იცით, თერთმეტი წლის განმავლობაში მე ვიყავი ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ცხუმ–აფხაზეთის და იქ კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ჩვენთან ასევე მუდამ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ოსები.

ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. იგივე მტკიცედ ითქვა 19 ნოემბრის ჩევნს შეხვედრაზეც.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანია; ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს.

ვფიქრობ, საქართველო უნდა იყოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობის ადგილი, ადგილი კეთილმეზობლობისა. დაპირისპირება კი ძალიან საშიშია და შეიძლება გლობალურ კონფლიქტში გადაიზარდოს.

მართალია, ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და არ ძალგვიძს ამ სფეროში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, პროცესებზე გავლენის მოხდენა მეტ–ნაკლებად შესაძლებელია.

აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ დღეს, როდესაც კაცობრიობა მრავალი და ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, თქვენი გონიერება, ფართო დიაპაზონი, ღვთითბოძებული ტალანტი მქადაგებლისა, ყველასთვის დიდად ფასეულია. თქვენს მწყემსმთავრულ სიტყვას ყურს უგდებენ მილიონობით ადამიანები, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც ეხმარება მათ ცხოვრების სწორი ორიენტირის პოვნაში.

თქვენ, ჯერ კიდევ 23 წლის ახალგაზრდამ, თავი მიუძღვენით ღმერთს და მას შემდეგ თქვენი მთელი ცხოვრება ეს არის მსახურება მოყვასისათვის. თქვენი გზა არასოდეს ყოფილა იოლი, მაგრამ ახლა თქვენი ჯვარი უფრო მძიმეა და საპასუხისმგებლო, თუმცა ამასთან ერთად დიდად საპატიოც.

გეწეოდეთ უფალი თქვენს მაღალ მსახურებაში და როდესაც გადახედავთ თქვენს განვლილ გზას, შეგეძლოთ თქვათ: ტვირთი ღვთისა სუბუქ არს და უღელი მისი ტკბილ.

გისურვებთ ჯანმრთელობას, რათა კვლავაც დაუღალავად იმსახუროთ რუსეთის ეკლესიისა და სრულიად მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.“- ამ სიტყვებით მიმართა რუსეთის  პატრიარქს ილია მეორემ.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

საქართველოს პოტენციალი სამედიცინო ტურიზმში – რა სიახლეებს გეგმავს ტურიზმის ადმინისტრაცია?

როდის იხსნება 2017 წლის ზამთრის სეზონი და რა სიახლეები ელით დამსვენებლებს?!

10 years ago
კაშია: ბევრმა ფული დაზოგა, რომ აქ ჩამოსულიყო – ვეცდებით, ქვეყანა ვასახელოთ

კაშია: ბევრმა ფული დაზოგა, რომ აქ ჩამოსულიყო – ვეცდებით, ქვეყანა ვასახელოთ

2 years ago
CNN – 2021 წელს სამოგზაუროდ შესაძლოა COVID-19–ის ვაქცინის პასპორტი დაგჭირდეთ

CNN – 2021 წელს სამოგზაუროდ შესაძლოა COVID-19–ის ვაქცინის პასპორტი დაგჭირდეთ

6 years ago
ფოტორეპორტაჟი თბილისის ზოოპარკიდან

ფოტორეპორტაჟი თბილისის ზოოპარკიდან

7 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by