• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, December 6, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ აღვზარდოთ შვილები მართლმადიდებლებად

8 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
როგორ აღვზარდოთ შვილები მართლმადიდებლებად
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მართლმადიდებლობას, რომელსაც ჩვენი უმრავლესობა ბევრად უარესად იცნობს, ვიდრე საჭიროა, ბევრად უკეთესად უნდა იცნობდეს, თუკი მისი შენარჩუნება სურს. უპირველესყოვლისა, ვინაიდან, გვინდა თუ არა მკვიდრნი ვართ ამა სოფლისა, რამეთუ ფხიზლად და წრფელად ვუმზერდეთ გარნა არ დავყვეთ სოფელსა და საცდურთა მისთა.

სახელდობრ უნდა განვამზადოთ ჩვენი ახალგაზრდები მოსალოდნელ განსაცდელთათვის. უნდა ჩავუნერგოთ მათ ამქვეყნიურ საცდურთა წინააღდგომის უნარი. ჩვენ უნდა გულისხმავყოთ, რომ სოფელი იშვითად თუ შეგვეწევა, ნიადაგ კი ხელს გვიშლის ყმაწვილის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სულით აღზრდაში. მუდამ მზადყოფნა გვმართებს, რათა საწუთროს ზემოქმედებას ქრისტიანული აღზრდის კეთილგონიერი პრინციპები დავუპირისპიროთ, საამისოდ კი ყოველივე, რასაც ყმაწვილს სკოლაში ასწავლიან, შინ უნდა შევუმოწმოთ და გავუსწოროთ.  ნურვინ იფიქრებს, რომ ყმაწვილის მიერ სკოლაში შეძენილი ცოდნა უბრალოდ სასარგებლო, ან საამსოფლო, მართლმადიდებლური აღზრდისაგან სრულიად განცალკავებული რამ იყოს. სკოლაში შესაძლოა, კიდეც შეასწავლონ გამოსადეგი ხელობა და საგნები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მრავალ მცდარ თვალსაზრისსა და დამოკიდებულებას უნერგავენ. მოზარდის ძირეული დამოკიდებულებანი და შეფასებანი ლიტერატურის, ისტორიის, მუსიკის, ხელოვნების, ფილოსოფიის, თვით მეცნიერებისა და ცხადია, ცხოვრებისა და რელიგიის მიმართ სკოლიდან კი არ უნდა მოდიოდეს, სადაც თანამედროვე ფილოსოფიით შეზავებულს ასწავლიან ყოველივეს, არამედ უწინარესად ოჯახიდან და ეკლესიიდან.  უამისოდ არასწორ განათლებას მიიღებს იგი, რამეთუ დღეს საერთო განათლება უმჯობეს შემთხვევში აგნოსტიკური ხასიათისაა, უარესში ათეისტური, ან ანტირელიგიური.

საბჭოთა კავშირში, რა თქმა უნდა, მოზარდს ძალით ახვევდნენ თავს ამ ყველაფერს, ყოველგვარი რელიგიის გარეშე, ათეისტური აღზრდის აქტიური პროგრამის გამოყენებით. მშობლებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რას ასწავლიან მათს შვილებს სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო კურსებზე, ასევე, რა მუსიკას უსმენენ მათი შვილები, რა ფილმებს უყურებენ (თუ საჭიროება მოითხოვს, მათთან ერთად უსმინონ და უყურონ), რა ყაიდის მეტყველება ესმით, თავად როგორ მეტყველებენ, და ყოველსავე ამას ქრისტიანული შეფასება უპოვონ. მათ, ვისაც ტელევიზორის ფანჯრიდან გადაგდება ვერ გადაუწყვეტიათ, მკაცრი კონტროლი უნდა დააწესონ ამ მანქანის მომწამვლელი ზემოქმედების ასარიდებლად, რამეთუ ტელევიზორი ანტიქრისტიანულ შეხედულებათა და იდეათა მთავარი მასწავლებელი გახდა ოჯახში, მოზარდთათვის განსაკუთრებით. ბავშვთა აღზრდაზე იმიტომ გესაუბრებით, რომ სოფელი, პირველყოვლისა, სწორედ ამ დროს მძლავრობს, მართლმადიდებელ ქრისტიანებზე და თავის კვალობაზე აღზრდის მათ. ერთხელ თუ ჩამოყალიბდა მოზარდის მცდარი დამოკიდებულება, მერმე მისი ქრისტიანული აღზრდა ერთიორად ძნელდება, მაგრამ მარტო მოზარდნი კი არა, ჩვენ, ყველანი, ვდგავართ ამა სოფლისა პირისპირ, რომელიც ცდილობს, ანტიქრისტიანებად გვაქციოს-სკოლის, ტელევიზიიის, კინოს, პოპულარული მუსიკისა და მრავალი სხვის მეშვეობით, უპირატესად დიდ ქალაქებში რომ გვატყდება თავს.  ჩვენ გვმართებს, გულისხმავყოთ, რომ ყოველივე ეს ერთი სათავიდან მომდინარეობს, მას აქვს გარკვეული რიტმი და შინაარსი, ჩვეთვის განკუთვნილი. საკუთარი თავის სათნოყოფა, მოდუნება, ყველაფრის არად ჩაგდება, ზესთა სოფელზე ყოველგვარი ფიქრის უარყოფა, ეს ყოველივე სხვადსხვა სახით ერთსა და იმავე შინაარსს შეიცავს, თავს გვახვევს უღმერთოებას. ვინაიდან გვესმის, რას გვიპირებს ეს სოფელი, მაშასადამე თავის დასაცავად ბრძოლაც გვმართებს, თანაც ამ ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტიანული თვალ;საზრისი ჩამოყალიბებისა და ქრისტეს შემეცნების გზით.

გულახდილად რომ ვთქვათ, თუ დავაკვირდებით როგორ ცხოვრობენ და რა სულიერ მემკვიდრეობას გადასცემენ თანამედროვე მართლმადიდებელი ოჯახები, იფიქრებთ, რომ ეს ბრძოლა, უმეტესწილად, წაგებული აქვთ. ნამდვილად, ძლიერ მცირეა იმ მართლმადიდებელ ქრისტიანთა რიცხვი, რომელთაც საკუთარი სახე სრულებით შეუნარჩუნებიათ და თანადროული ქვეყნიერების კვალად არ იცვლებიან. ყმაწვილი, თავიდანვე მიჩვეული კარგ ლიტერატურას, დრამასა და პოეზიას, ვისაც სულით მათი ზემოქმედება უგრძნია, ესე იგი, ჭეშმარიტი ტკბობა უგემია. ადვილად აღარ მოიხიბლება თანამედროვე კინოთი, ტელევიზიითა და მდარე რომანებით, რომელნიც სულს უარყოფენ და ქრისტიანული გზიდან აცდუნებენ. ამიტომ, ამა სოფლის სულთან ბრძოლაში ჯერ არს ვიხმიოთ ის უმჯობესი, რისი შემოთავაზებაც, სოფელს ძალუძს, რათა ამ უმჯობესსაც აღვემატოთ. ქვეყნად ყოველივე უმჯობესი ღმერთსა და მართლმადიდებლობაზე მიანიშნებს და ჩვენ კი ამით სარგებლობა გვმართებს.

მასალა ეკუთვნის

იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025
რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?
ახალი ამბები

რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?

10/28/2025
„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
ახალი ამბები

„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

10/15/2025
“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო
ახალი ამბები

“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო

05/05/2025
“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა
ახალი ამბები

“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

01/15/2025
ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო
ახალი ამბები

ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო

12/01/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In