• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Coco’s Artisan Chocolates- ბაზარზე ახალი ქართული ხელნაკეთი შოკოლადები გამოჩნდა

9 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
Coco’s Artisan Chocolates- ბაზარზე ახალი ქართული ხელნაკეთი შოკოლადები გამოჩნდა
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართულ ბაზარზე სრულიად განსხვავებული ხელით ნაკეთი პროდუქცია გამოჩნდა. „ქოქოს შოკოლადები“ ხელნაკეთი შოკოლადის ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ნატურალური პროდუქციით, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე სთავაზობს რამდენიმე სახის შოკოლადს. „Coco’s Artisan Chocolates“  ბაზარზე დაახლოებით ორი თვის წინ გამოჩნდა და დღეს ქართველი მომხმარებლებისთვის საყვარელ ტკბილეულად იქცა. „თბილისი თაიმსს“ ბრენდის დამფუძნებელი ქეთევან  მეშველიანი ესაუბრა შოკოლადების შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, როგორ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ხელნაკეთი შოკოლადები?

– ხელნაკეთი შოკოლადების გაკეთებით დაახლოებით ორი წლის წინ დავინტერესდი, როდესაც იტალიაში ყოფნის დროს სრულიად შემთხვევით ვნახე,  როგორ ხდებოდა მათი დამზადება.ზოგადად ძალიან მიყვარს ტკბილეულის კეთება და ამიტომ ვიფიქრე, თუ რატომ არ შემეძლო დამემზადებინა შოკოლადებიც. მას შემდეგ, მუდმივად ძიების პროცესში ვარ. დიდი ხანია ვსწავლობ როგორ გავაკეთო შოკოლადი, ვკითხულობ, ვესწრები ლექციებს. ჩემი შოკოლადები სულ რამდენიმე თვის წინ  გამოჩნდა ბაზარზე. მას შემდეგ რაც პირველი შეკვეთა მივიღე,  იმხელა ინტერესი გაჩნდა, რომ სწრაფად გავრცელდა და სულ მალე ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა. კომპანიები მწერდნენ და მიკვეთავდნენ, რათა ქართული ხელნაკეთი შოკოლადები ეჩუქებინათ თავიანთი კლიენტებისთვის თუ ბიზნეს პარტნიორებისთვის..სულ მალე ლოგოც გავაკეთე და ორი თვეა რაც აქტიურად ვარ ბაზარზე.

რასთანაა დაკავშირებული ბრენდის სახელი?

– „ქოქო“ -ეს სახელი ჩემს თავს მე შევარქვი ბავშვობაში და მას შემდეგ მეგობრებისთვის ქოქო ვარ. როდესაც შოკოლადის გაკეთება დავიწყე, სულაც არ მიფიქრია რომ პროდუქციისთვის საკუთრი სახელი დამერქმია. თუმცა, რადგან ყველაფერს, თითოეულ დეტალს საკუთრი ხელით ვამზადებ, ეს სრულიად ჩემია და ამიტომაც გადავწყვიტე რომ ყოფილიყო „ქოქოს შოკოლადები“.

ძირითადად რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

– მხოლოდ შოკოლადის ნაწარმს ვამზადებ და შოკოლადისგან რამდენიმე სახეობის შოკოლადის კანფეტს თუ ტრუფელს. მაქვს სამი სახეობის შოკოლადი, ორი სახეობის ტრუფელი და სამი სახეობის შოკოლადისგან დამზადებული კანფეტი, რომელიც არის სხვადასხვა შიგთავსით.

როგორ შეხვდა მომხმარებელი ქართულ პროდუქციას და რამდენად ენდობიან „ქოქოს შოკოლადებს“?

– ჩემდა გასაკვირად, დიდი ინტერესით შეხვდა ქართველი მომხმარებელი ხელნაკეთ შოკოლადებს. მათ დიდ ინტერესს იწვევს, ის ფაქტი რომ შოკოლადი ხელით არის დამზადებული. აღფრთოვანებას ვერ მალავენ და საოცრად დიდი ინტერესი მოდის.  მოსწონთ ვიზუალურადაც, რადგან ყველასგან განსხვავებულია. ჩემს პროდუქციას ენდობიან, რაც ძალიან სასიამოვნოა. მეც მუდმივად ვცდილობ, რომ მათი ნდობა გავამართლო და ხელნაკეთი შოკოლადებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს ამ კუთხით.

რა სახის სირთულეები შეგხვდათ ბიზნესის წარმოებისას?

– ზოგადად ძალიან რთულია იმ ეტაპამდე მისვლა, რომ შენი პროდუქცია მომხმარებლებს მოაწონო. მნიშვნელოვანია ინგრედიენტების სწორად შერჩევა. მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ თითოეული ინგრედიენტი თუ შესაფუთი მასალა ძირითადად იმპორტირებულია, რაც ართულებს წარმოების პროცესს და ასევე იწვევს პროდუქციაზე ფასების ცვლილებას. შემოტანა, ტრანსპორტირება საკმოდ რთულია. შეფუთვაც კი იმპორტირებულია, რადგან გარემოსთან დამეგობრებული შესაფუთი ყუთები მაქვს, რომლებიც გადამუშავებული ქაღალდისგან მზადდება.

სად შეიძლება „ქოქოს შოკოლადი“ შეძენა და როგორია ფასები?

– ჩემი შოკოლადების შეკვეთა შესაძლებელია კონკრეტულად ჩემთან  და ასევე ონლაინ მაღაზია „buyers“ საშუალებით.  ერთი ცალი შოკოლადის ფასი იწყება 80 თეთრიდან. როდესაც შოკოლადები შეფუთვაშია ფასები 10 ლარიდან 17 ლარის ფარგლებშია,ღირებულება  დამოკიდებულია იმაზე, თუ  რა სახის შოკოლადია და რამდენი ცალია კოლოფში.  შოკოლადს შენახვის ვადა აქვს 6- 8 თვემდეა, თუ გრილ ადგილას შეინახავთ. ჩემი შოკოლადი არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს, მზადდება მხოლოდ ნატურალური და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან.

როგორია სამომავლო გეგმები და რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

– სამომავლოდ „ქოქოს შოკოლადები“ აუცილებლად შეიცვლება. შესაძლოა რაოდენობა არ გაიზარდოს, მაგრამ სეზონურად პროდუქცია ყოველთვის შეიცვლება და განსხვავებული სახის შოკოლადებს შევთავაზებ ჩემს მომხმარებლებს. სამომავლოდ, თუ დამხმარე მეყოლება შესაძლოა მომხმარებლებს შოკოლადების ფართო არჩევანი შევთავაზო, თუმცა ამ ეტაპისთვის, ჩემთვის საკმაოდ რთულია სხვადასხვა სახის და დიდი რაოდენობის შოკოლადების დამზადება. მომავალში,  ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება, თუ ქართულ ბაზარზე იქნება რამდენიმე სახლის ხელნაკეთი შოკოლადი. რომელიც იქნება დამზადებული ბუნებრივი კომპონენტებისგან, ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე.

მარიამ ლეკიაშვილი

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

საპატრიარქო საშობაო ეპისტოლეს შესახებ განმარტებებს აკეთებს

საპატრიარქო საშობაო ეპისტოლეს შესახებ განმარტებებს აკეთებს

13 years ago
იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდა

სექტემბრიდან კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა დაუწესდებათ

9 years ago
ჩინელი ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ ერთ-ერთი პირველი აფრთხილებდა, ვირუსით გარდაიცვალა

ჩინელი ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ ერთ-ერთი პირველი აფრთხილებდა, ვირუსით გარდაიცვალა

7 years ago

2019 წელს კულტურის ფონდის შეიქმნება – ლევან ხარატიშვილი

9 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by