აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სასტუმროების მენეჯერებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში არსებული მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროების მენეჯმენტი ესწრებოდა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება და რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმი დეპარტამენტი ავრცელებს.
შეხვედრის მთავარი თემა იყო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადება, რომელსაც ბათუმი 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ქალაქში მგავსი მასშტაბისა და დონის სპორტული ღონისძიება პირველად ტარდება. ოლიმპიადის ფარგლებში რეგიონს 180 ქვეყნის 3000-ზე მეტი წარმომადგენლები ეწვევა.






