• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ტერმინი „რელიგია“ და მისი განსაზღვრება

8 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ტერმინი „რელიგია“ და მისი განსაზღვრება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

არსებობს რამდენიმე მოსაზრება, თუ როგორ დამკვიდრდა სიტყვა „რელიგია“. რომაელ ორატორ ციცერონს, მიაჩნდა, რომ „რელიგია“ ნაწარმოებია ლათინური ზმნისაგან „relegare” (ხელახლა შეკვრა,კვლავ განსჯა, ისევ დაფიქსირება), რაც გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს ღვთისმოსაობას ან „რაიმესადმი განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას,“ მოწიწებას. აქედან გამომდინარე, ციცერონისათვის, რელიგიის არსი, უზენაესი ძალებისადმი, ღვთისადმი მოწიწებაა. ეს მოსაზრება სწორია, რადგან, ღვთისმოსაობა, მოწიწება, რელიგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომლის გარეშეც,რელიგიურობა პირმოთნეობა, ფარისევლობა და მხოლოდ წესების დაცვა იქნებოდა,ხოლო, ღვთისადმი რწმენა-უსიცოცხლო, გულგრილი დოქტრინა. ამავდროულად, ძნელია, დაეთანხმო, რომ მოწიწება რაიმე იდუმალისადმი, გნებავთ, ღვთისადმი, რელიგიის არსს წარმოადგენს. ღვთისმოსაობა, მოწიწება, კრძალვა აუცილებელია, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი გრძნობაა, რომელიც ღვთისადმი ადამიანის რელიგიური დამოკიდებულების თანამდევია და მისი არსის გამომხატველი ვერ იქნება.

ცნობილი ქრისტიანი მწერლის, ლაქტანციუსის (მე-4 ს.), აზრით, ტერმინი „რელიგია“ წარმოდგება ლათინური ზმნისაგან ”religare”, რაც“შეერთებას,“ „დაკავშირებას“ ნისნავს. ამიტომაც, იგი რელიგიას განსაზღვრავს, როგორც,ადამიანი კრძალულებით კავშირს ღმერთთან. ლაქტნაციუსი წერს: “იმ პირობით ვჩნდებით ამქვეყნად,რომ ჩვენს გამჩენ ღმერთს ვმორჩილებდეთ, მას ერთადერთს ვაღიარებდეთ და მივდევდეთ. მასთან ღვთისმომშიშებით ვართ დაკავშირებულნი. აქედან წარმოდგება ტერმინი „რელიგიაც“. ლაქტანციუსის ეს განსაზღვრება რელიგიის არსს განსაზღვრავს: რელიგია არის ღმერთთან ადამიანის სულის ცხოველი ერთიანობა, რომელიც ადამიანის სულის სანახებში  აღსრულდება.

ნეტარი ავგუსტინეს განმარტებით,“რელიგია“ წარმიქმნა ზმნისაგან „reeligare,” რაც ნიშნავს „ხელახლა შემოერთებას,“ თვითონ რელიგია კი ადამიანსა და ღმერთს შორის, ოდესღაც არსებული კავშირის აღდგენა-განახლებაა.ნეტარი ავგუსტინე წერს: “ღმერთის ძიებისას, ან უკეთ რომ ვთქვათ, ხელახლა ძიებისას,(საიდანაც წარმოიშვა რელიგიის სახელწოდებაც), ჩვენ მისკენ სიყავრულით მივისწრაფვით, რათა, როცა მივაღწევთ, დავმშვიდდეთ“

როგორ უნდა განისაზღვროს ტერმინი „რელიგია“?! სოციოლოგი,გერჰარდ ლენსკი, რელიგიას განსაზღვრავს, როგორც „სისტემას, რწმენათა ძალებისა, რომლებიც,საბოლოო ჯამში, მართავენ ადამიანის ბედს და მასთან დაკავშირებული რიტუალებისა, რომლებიც გამოიყენება განსაზღვრული ჯგუფის წევრი ადამიანების მიერ.“ ეს განსაზღვრება ძალზე ფართოა; სხვა სოციოლოგის, რონალდ ჯონსტიუნის განმარტება უფრო მისაღები ჩანს: “რელიგია ეწოდება რწმენათა და რიტუალტა სისტემას, რომელთა მეშვეობით,ადამიანითა ჯგუფი ხსნის და რეაგირებს იმაზე,რასაც ზებუნებრივად და საკრალურად მიიჩნევს.“

კ. იუნგის თქმით, “რელიგია ადამიანის გონების განსაკუთრებული მდგომარეობაა და თუ ცნება „რელიგიო-ს“ თავდაპირველ მნიშვნელობას დავეყრდნობით, ის შეიძლება განვმარტოთ, როგორც გარკვეული დინამიკური ფაქტორების, ანუ „ძალების,“ სულების, დემონების, ღმერთების,კანონების, იდეების, იდეალების გათვალისწინება და მათზე დაკვირვება. სწორედ ასე უწოდა ადმაიანმა საკუთარ სამყაროში აღმოჩენილ ამ ფაქტორებს,რომელთაგან, ზოგი ძლევამოსილი, საშიში და სასარგებლოა, რის გამოც, ადამიანი მათ არსებობას ანგარიშს უწევს, ზოგიც-დიდებული, მშვენიერი და უმნიშვნელოვანესი, ამიტომაც, მათ თაყვანს სცემს და უყვარს.“

მასალა ეკუთვნის

იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას

Share1Tweet1

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026
„შინ დაბრუნდი და ეგ წყალი შეინახე, იგი ციებით შეპყრობილთ განკურნავსო…“ – ახტირის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
ახალი ამბები

„შინ დაბრუნდი და ეგ წყალი შეინახე, იგი ციებით შეპყრობილთ განკურნავსო…“ – ახტირის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

07/14/2026
იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი: “მე ვიცი, რომ თქვენ ყველას გაქვთ თქვენი მინისტრის იმედი”

12 years ago

2017 წლის იანვარში მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შედის

10 years ago
“EBRD ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში”

ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს საქართველოს გიორგი მარგველაშვილი დაესწრება

10 years ago
ორი პირბადის ტარება, სავარაუდოდ, უფრო ეფექტურია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად – ენტონი ფაუჩი

ორი პირბადის ტარება, სავარაუდოდ, უფრო ეფექტურია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად – ენტონი ფაუჩი

5 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by