• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,,წითელასგან მხოლოდ ვაქცინაცია დაგიცავთ!“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

8 years ago
in საზოგადოება
A A
,,წითელასგან მხოლოდ ვაქცინაცია დაგიცავთ!“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზამთრის სეზონზე ინფექციური დაავადებების რიცხვმა მკვეთრად იმატა, გახშირდა წითელასა და ჩუტყვავილას გამოვლენის შემთხვევები. ყველაზე ხშირად კი, სწორედ, ბავშვები ავადდებიან. რა არის მათი გახშირების მიზეზი, რატომ შეიძლება გაურთულდეს ბავშვებს და, ზოგადად,  რა პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ამ და სხვა საკითხებზე, „თბილისი თაიმსთან“ პედიატრმა – ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა.

ინგა მამუჩიშვილი: ,,ბავშვთა ინფექციებიდან ყველაზე ხშირია ჩუტყვავილას აფეთქება, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ მასზე  ბავშვებს გეგმიური, კალენდარული ვაქცინაცია არ უტარდებათ. ჩუტყვავილა მაღალკონტაგიოზური მწვავე ინფექციური დაავადებაა, ბავშვთა დაწესებულებებში შეღწევის შემთხვევაში მისი გამომწვევი ვირუსი იწვევს აფეთქებას და აავადებს ყველა იმ ბავშვს, რომელსაც ადრე არ გადაუტანია იგი.

დაავადების გამომწვევია ვირუსი, რომელიც გარემოში არამდგრადია, სწრაფად იღუპება გაცხელებით და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. ადვილად და სწრაფად ვრცელდება ჰაერის ნაკადით მეზობელ სახლებსა და სართულებზე, დადგენილია იდენტურობა ჩუტყვავილას ვირუსსა და ჭეშმარიტი ჰერპესის ვირუსს შორის.  ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, გამომწვევი იმყოფება ხახის ლორწოვანში და ბუშტუკების შიგთავსში, მესამე პირით და ნახმარი საგნებით დაავადების გადაცემა პრაქტიკულად შეუძლებელია. ინკუბაციური პერიოდი 11-21 დღეა. პოლიმორფული გამონაყარი გვხვდება თავის თმიან ნაწილში, ყურების უკან, სახეზე, მკერდზე, მუცელზე,ზურგზე, კიდურებზე, პრაქტიკულად,  არ ვრცელდება ხელის და ფეხის გულებზე.

გამონაყარის დაწყებასთან ერთად,სხეულის ტემპერატურაც მატულობს. გამონაყარი ჩნდება ლაოვან-პაპულოზური ელემენტების სახით, რომელიც რამოდენიმე საათში გარდაიქმნება სეროზული სახის ბუშტებად, მოგვიანებით მისი შიგთავსი განიცდის შემღვრევას, 1-2დღის შემდეგ წარმოიქმნება ქერქი, რომლის მოვარდნის შემდეგ ძირითადად კვალი არ რჩება. გამონაყარის განვითარება არ ხდება ერთდროულად, რის გამოც იქმნება გამონაყარის პოლიმორფული სურათი, კანზე ერთდროულად შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ტიპის ელემენტი. გამონაყარის ყოველ ახალ ბიძგს ახლავს ტემპერატურის მომატება. გამონაყარი ვრცელდეა ლორწოვან გარსებზეც: პირის ღრუში, თვალის კონიუნქტივაში, სასქესო ორგანოების ლორწოვანზე და შინაგან ორგანოებშიც. მისი ყველაზე ვერაგი გართულება ენცეფალიტი და მენინგიტია. პროფილაქტიკისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ინფექციის კერაში ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას- პაციენტის იზოლირება ხდება ბინის პირობებში, მცირეოდენი გართულების შემთხვევაში უმჯობესია მოთავსდეს ინფექციურ დეპარტამენტში.  იზოლაცია საჭიროა გამონაყარის დაწყებისთანავე. შენობა ნიავდება, ატარებენ მისი სველი წესით დამუშავებას სადიზინფექციო ხსნარების მეშვეობით. ჩუტყვავილით დაავადებული პაციენტი ბავშვთა დაწესებულებაში დაიშვება უკანასკნელი ქერქის ჩამოვარდნის შემდეგ.

ხოლო, რაც შეეხება წითელას – მწვავე ინფექციური დაავდებაა, რომლისთვისაც –ცხელება, კატარალური მოვლენები და ლაქოვან–პაპულოზური გამონაყარია დამახასიათებელი.  მრავალი საუკუნის განმავლობაში წითელა ყველაზე გავრცელებული დაავადება იყო დედმიწაზე. წითელას ვაქცინაციის შემოღების შემდეგ, წითელა და მასთან დაკავშირებული გართულებები მკვეთრად შემცირდა. წითელას გამომწვევია ვირუსი(მიქსოვირუსების ჯგუფი) გარემოს მიმართ ძალზე სუსტია და ორგანიზმის გარეშე სწრაფად იღუპება. ინფექციის წყარო წითელათი დაავადებული ავადმყოფია. მთელი კატარალური პერიოდისა და გამონაყარის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში, ყველაზე ხანგრძლივი გადამდები პერიოდი, გამონაყარიდან 10 დღის განმავლობაში აღინიშნება, გადაეცემა აერწვეთოვანი გზით, ვირუსი ადვილად იღუპება გარემოში,  ამიტომ მესამე პირით და ნახმარი ნივთებით არ გადადის. წითელას მიმართ მიმღებლობა  ნებისმიერ ასაკში ძალიან მაღალია (კონტაგიოზობის ინდექსი 98%)  6 თვემდე შედარებით იშვიათია. იმ ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ პასიური იმუნიტეტი, წითელას გადატანის შემდეგ ყალიბდება მტკიცე იმუნიტეტი.  განმეორებითი დაავადებების შემთხვევები იშვიათია…  ინკუბაციური პერიოდი 7-17 დღე გრძელდება, თუმცა 25 დღემდეც შეიძლება გახანგრძლივდეს კლინიკური სურათი ვლინდება კატარალური პერიოდით: ცხელება,ხველა,კონიუნქტივიტი, სინათლის შიში, ხახა ჰიპერემიულ-ა ჰიპერემიულია.

2-3 დღის შემდეგ სასაზე და ლოყის ლორწოვანზე ჩნდება გამონაყარი, კოპლიკ-ფილატოვის მოთეთრო ფერის ლაქა, რომელიც გამონაყარის დაწყებამდე არ ქრება.

გამონაყარის პერიოდში სახე შებიჟვინებულია, ქუთუთოები შეშუპებული, ბავშვს აღენიშნება სინათლის შიში. წითელას გამონაყარი შეუცვლელი, ჯანსაღი კანის ფონზე ვითარდება, პირველი ელემენტები შუბლზე და ყურის უკან აღინიშნება. გამონაყარი ლაქოვან-პაპულოზურია,ზოგჯერ გამონაყარის ელემენტები ერთიანდებიან და  დიდ ლაქოვან წარმონაქმნებს ქმნიან. წითელასათვის დამახასიათებელია გამონაყარის ეტაპურობა, ვითარდება ზევიდან ქვევით. წითელას დროს ყველაზე ხშირი გართულება პნევმონიაა, შეიძლება გართულდეს აფტოზურ-ნეკროზული სტომატიტით. წითელას დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს მენინგოენცეფალიტის გამოვლინებასაც(ყველაზე სერიოზული გართულება). წითელასგან  მხოლოდ ვაქცინაცია დაგიცავთ!  წითელას, ასევე–წითურა–ყბაყურას ვაქცინაცია გეგმიურია და გათვალისწინებულია ვაქცინაციის ეროვნული კალენდრით.  პირველი აცრა ერთი წლის ასაკში ტარდება, ხოლო რევაქცინაცია 5 წლის ასაკში, თუმცა მოსახლეობის მხრიდან აზრთა სხვადასხვაობის გამო და კიდევ სხვა მიზეზების გამო, როდესაც ვაქცინაციის ჩავარდნა გვქონდა, ყოველთვის მოყვა ინფექციის აფეთქება. სწორედ ვაქცინაციის დამსახურებაა ის, რომ სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები ლიკვიდირებულია.  თუ ვაქცინაციის შემდეგ ბავშვს ტემპერატურა ან სხვა სიმპტომები აღენიშნება, ნუ შეშინდებით, ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ პრევენციისთვის მაინც მიბრძანდით ვიზიტზე თქვენს პედიატრთან, ის ხომ მუდამ თქვენი შვილის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას“.

ნინო ზარიძე

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

“უშიშროების საბჭოს დავნიშნავთ მაშინვე, როგორც კი დამტკიცდება ან არ დამტკიცდება ახალი მთავრობა”

“უშიშროების საბჭოს დავნიშნავთ მაშინვე, როგორც კი დამტკიცდება ან არ დამტკიცდება ახალი მთავრობა”

12 years ago

“სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერავზე – 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა”

11 years ago
“ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესზე პრეზიდენტის დასწრება თამარ ბერუჩაშვილის იდეა იყო”

“ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესზე პრეზიდენტის დასწრება თამარ ბერუჩაშვილის იდეა იყო”

11 years ago
შსს-ს ინიციატივით საქართველოს ვენეციის კომისია ეწვია

შსს-ს ინიციატივით საქართველოს ვენეციის კომისია ეწვია

7 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by