• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მამის როლი შვილის აღზრდაში – რეკომენდაციები ფსიქოლოგისგან

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მამის როლი შვილის აღზრდაში – რეკომენდაციები ფსიქოლოგისგან
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მიუხედავად იმისა, რომ ინგრევა სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ შვილის აღზრდა მხოლოდ დედის საქმეა, მაინც არსებობს მშობლებს შორის როლების განაწილების პრობლემა, რაც ბავშვის განვითარებაზე ცუდად აისახება. სწორედ ამ პრობლემასა და ბავშვის აღზრდაში მამის აქტიური მონაწილეობის შესახებ The Tbilisi Times-ს ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე ესაუბრა.

თქვენი აზრით, რა როლი აკისრია მამას შვილის აღზრდაში? რა პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ის შვილის წინაშე?

– ბავშვის პიროვნებად ფორმირებაში თანაბრად ღირებულია დედისა და მამის ჩართულობა. მამასთან მაღალი ინტერაქციული ჩართულობით გამორჩეული ჩვილები ავლენენ თამაშისა და მზრუნველობითი აქტივობების მაღალ დონეს, უფრო ჭკვიანები ხდებიან, აქვთ მაღალი IQ. მამას, ისევე როგორც დედას, ბავშვის წინაშე თანაბარი პასუხისმგებლობა აქვს, რაც გულისხმობს თანაბარ ჩართულობას როგორც ბავშვის აღზრდის საკითხებში, ასევე ემოციურ მხარდაჭერას.

მამის ჩართულობა დაკავშირებულია ბავშვების საერთო სოციალურ კომპეტენციასთან და მათ ინიციატივიანობასთან… ეს გავლენა იწყება ადრეული ბავშვობიდანვე.

როგორ უნდა მოხდეს ბალანსის დაცვით როლების განაწილება დედასა და მამას შორის და რა განსხვავებაა მათ შორის?

– მნიშვნელოვანია რომ თავიდანვე იყოს განაწილებული როლები, ვინ რა საკითხზეა პასუხისმგებელი, მაგრამ ეს არ გულისხმობს სხვადასხვა სიტუაციებში ერთმანეთის ფუნქციების და როლების არ შეთავსებას. მთავარია ორივე მშობელმა გაატაროს მაქსიმალურად ბევრი დრო შვილთან, რაშიც ვგულისხმობ თამაშით ჩართულობას და არა უბრალოდ ბავშვთან ერთად ერთ ოთახში უბრალოდ ყოფნას და საკუთარი საქმის კეთებას.

ვერ ვიტყვი, რომ როლებს შორის რამე არსებითი განსხვავებაა, რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც ორივე იყენებს ერთიდაიგივე აღზრდის სტილს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მამის  ჩართულობა იმ დონისაა, რომ ჯობია მხოლოდ დედამ აღზარდოს შვილი. რიგ შემთხვევებში დედა მხარდამჭერად გვევლინება და მამას „დამსჯელის“ ფუნქცია აქვს, რაც ასევე გაუმართლებელი და დასაგმობია.

ზოგჯერ დედები არც კი აძლევენ მამებს საშუალებას აქტიურად ჩაერთონ, არ აღიარებენ  მათ კომპეტენციას ბავშვზე ზრუნვის სფეროში. თუ დედა ინაწილებს შვილის აღზრდის პასუხისმგებლობას მამასთან, აღიქვამს კომპეტენტურ მშობლად, აქეზებს და მხარს უჭერს მას, მამას უკეთესად გამოსდის მშობლის როლის შეთავსება.

ცხადია, ბავშვის აღზრდის პროცესში მამების მხოლოდ ფიზიკური ჩართულობა თავისთავად არ არის პოზიტიური შედეგების გარანტი. ეფექტურობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სხვადასხვა ფაქტორები, უპირველეს ყოვლისა მშობლობის უნარები, ის მიდგომები და ტექნიკები, რასაც მამა იყენებს შვილების აღზრდისას. არასწორმა აღზრდის სტილმა და ტექნიკებმა შესაძლოა არათუ პოზიტიური, არამედ ნეგატიური გავლენა მოახდინოს ბავშვის განვითარებასა და კეთილდღეობაზე. შესაბამისად, მშობლობის პოზიტიური მიდგომების ათვისება და გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც დედებისათვის, ისე მამებისათვის.

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვს აღზრდისას მამის პასიურობამ?

გარკვეულ ასაკში აუცილებელია მამის ხატის არსებობა და ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რომ მას არ ულანძღონ მამა, რომელიც არსებობს, მაგრამ წასულია. სჯობს, სიფრთხილით მოვეკიდოთ მამის გაიდეალებას ან პირიქით, გაუფასურებას. ერთიც და მეორეც გარკვეული სახის პრობლემებს ქმნის. 6-7 წლის ასაკში საჭიროა, ბავშვს ჯანსაღი მამის ხატი ჰქონდეს, ხანდახან ბაბუები ანაცვლებენ მამებს და ბავშვებსაც მათ მიმართ აქვთ მიმბაძველობის განცდა.

ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული შეხედულება იმის შესახებ, რომ ბავშვის აღზრდა მხოლოდ დედის მოვალეობაა და მამა ნაკლებად უნდა ერეოდეს მასში. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება შევცვალოთ ეს წარმოდგენა საზოგადოების გარკვეულ ჯგუფში?

– აუცილებელია მეტი  განათლება და სოციალური აქციები ამ საკითხთან დაკავშირებით,  მნიშვნელოვანია რომ ყველა ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რომ მამა და დედა თანაბარი უფლების და მოვალეობების მქონე მშობლები არიან. მამა ისევეა შვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი, როგორც დედა. მისი როლი არსებითად მნიშვნელობანია ბავშვის განვითარებაში და როდესაც მამა ფიზიკურად არ არის გვერდით, მას მაინც აქვს განსაკუთრებული ადგილი ბავშვის ცხოვრებაში.

რას ურჩევდით მამებს, რომლებიც აღზრდის პასუხისმგებლობას კარგად ვერ იაზრებენ?

– სანამ გაქვთ იმის ბედნიერება, რომ გაიცნოთ თქვენი შვილი, დროს ნუ დაკარგავთ, დაუთმეთ თქვენი დრო ყველაზე ძვირფასებს ამ სამყაროში.  მოექეცით ისე, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ, შეეცადეთ არ დატვირთოთ ასაკთან შეუსაბამო აქტივობებით. დატკბით ყოველი წუთით, რომელიც გაქვთ ამ პატარა არსებასთან ერთად. ბავშვობა არ მეორდება და იმ დანაკლისს, რომელსაც თქვენ თქვენი პასიურობით აჩენთ ბავშვის ცხოვრებაში, ვერასდროს ვერ შეცვლით და ვერ გამოისყიდით ძვირფასი საჩუქრებითა და ტკბილეულით. თქვენი ყურადღება ყველაზე დიდი საჩუქარია მათთვის.

აკაკი ალაგარდაშვილი

 

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

თავდაცვის სამინისტროს შვედეთის სამეფოს დელეგაცია ეწვია

11 years ago
36 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

11 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18.6 ათასი ტონა ყურძენი

9 years ago

ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფი უახლოეს მომავალში გაემგზავრება

10 years ago
ვახტანგ შაქარიშვილი: “Freedom Hause” – ის ანგარიში არის “მეორე საქართველოს” შექმნის კიდევ ერთი მცდელობა“

ვახტანგ შაქარიშვილი: “Freedom Hause” – ის ანგარიში არის “მეორე საქართველოს” შექმნის კიდევ ერთი მცდელობა“

8 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by