• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კვლევამ ქართული მწვანილის მაღალი საექსპორტო პოტენციალი გამოავლინა

8 years ago
in ეკონომიკა
A A
კვლევამ ქართული მწვანილის მაღალი საექსპორტო პოტენციალი გამოავლინა
8
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „ქართული მწვანილი“ საქართველოს მთავრობის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მაღალი სტანდარტის პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტის მოცულობის გაზრდას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია 500 მილიონი მომხმარებლით დასახლებულ ევროპულ ბაზრზე ქართული პროდუქციის გატანა, რისი უფლებაც საქართველომ  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შედეგად მოიპოვა.

ღონისძიების მხარდამჭერები ევროკავშირი (“ევროკავშირი ბიზნესისათვის” ინიციატივის ფარგლებში) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იყვნენ. კონფერენციაში მწვანილის სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მწვანილის მთლიან ღირებულებათა ჯაჭვზე  საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვა, რასაც საფუძვლად დაედო საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევები და შეფასებები.

“მაღალი ხარისხისა და  ღირებულების მქონე  პროდუქციის წარმოების ზრდა საქართველოში შესაძლოა  დადებითად აისახოს ფერმერთა და საექსპორტო შემოსავლებზე, ასევე თანამედროვე საცალო ვაჭრობის განვითარებაზე”, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის  აგრობიზნესის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა, ვიქტორია ზინჩუკმა.

როგორც კონფერენციაზე FAO-ს ექსპერტების მიერ გაჟღერდა, ხელსაყრელი კლიმატური პირობებისა და წარმოების არსებული ტრადიციების გათვალისწინებით,  საქართველოს მსოფლიო ბაზარზე შეღწევისათვის კარგი საფუძველი გააჩნია. დღეისთვის ქართული საექსპორტო მწვანილის წარმოება თითქმის მთლიანად რუსეთის ფედერაციაზეა ფოკუსირებული. თუმცა, მსოფლიოში არაერთი ბაზარია, რომელიც ქართულ, მაღალი ღირებულების პროდუქტებს სიამოვნებით გაუღებს კარს და მიმწოდებელს  ადექვატურ კომპენსაციასაც შესთავაზებს.

„ევროკავშირი, საქართველოში წარმოდგენილი ინიციატივებით – EU4Business (“ევროკავშირი ბიზნესისათვის”) და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) – ხელს უწყობს ქართველ მწარმოებლებს რომ უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ, აითვისონ ახალი ბაზრები და აღმოაჩინონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობები“, – განაცხადა ქრისტინა ქასელამ, ევროკავშირის დელეგაციის სოფლის მეურნეობის მიმართულების ატაშემ საქართველოში.

ევროკავშირის ბაზრებზე მზარდ მოთხოვნას საქართველოს მთავრობა იმერეთის აგრო-ზონის განვითარების პროექტით პასუხობს. ეს პროექტი საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის  მოდელს ეფუძნება და იმერეთის რეგიონში სასათბურე კლასტერის განვითარების საშუალებას იძლევა. პროექტის განხორციელების შედეგად, საექსპორტო პროდუქციის სტაბილური წარმოების შესაძლებლობა გაჩნდება.

“FAO-ს გამოცდილება უკრაინაში აჩვენებს, რომ მაღალი ღირებულების პროდუქტი  ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბაზრების მიღმა წარმატებით გაიყიდება. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაზრდა შესაბამის უკუგებას მოიტანს, შედეგად მივიღებთ უფრო მაღალ ფასებს და უფრო დაბალ ბიზნეს-რისკებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული მწვანილი ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთში და, შესაძლოა, ჩრდილოეთ ამერიკაშიც კი აღმოჩნდეს,  მაგრამ ამისათვის მწარმოებლებმა უსაფრთხოების სტანდარტები უნდა გააუმჯობესონ. ყურადღება უნდა გამახვილდეს პროდუქტის მოვლაზე, შენახვაზე და შეფუთვაზე”, – აღნიშნავს  ანდრეი იარმაკი, FAO-ს ექსპერტი.

კონფერენციის დასრულების შემდეგ  პრაქტიკული სემინარი / ტრენინგი გაიმართა – საქართველოში მწვანილის  წარმოებისა და მარკეტინგის თემაზე.

 

Share3Tweet2

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

აგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა

მიხეილ ჯანელიძე ლატვიაში გაემგზავრა

10 years ago
მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 34 000-ს გადააჭარბა

მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 34 000-ს გადააჭარბა

3 years ago

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე − „მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ“ − განჩინება გამოიტანა

11 years ago
გიორგი მარგველაშვილმა რიგგარეშე სხდომა დანიშნა

გიორგი მარგველაშვილმა რიგგარეშე სხდომა დანიშნა

11 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by