• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ინდონეზიის მთავრობა ქვეყანაში ქართული რეფორმების ექსპორტს გეგმავს

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ინდონეზიის მთავრობა ქვეყანაში ქართული რეფორმების ექსპორტს გეგმავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ანტიკორუფციული პოლიტიკა; ელექტრონული მმართველობა და  გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებები; სმარტფონებითა და ტაბლეტებით ხელმისაწვდომი სერვისები, რომელთა მიღებაც მაღალმთიან და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ ისეთივე კომფორტულია, როგორიც დედაქალაქში; წარმატებული კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა − ეს ქართული რეფორმების არასრული ჩამონათვალია, რომლებითაც ინდონეზია დაინტერესდა. დელეგაცია, რომელსაც ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს, დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ მიიღო.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს კორუფციასთან ბრძოლის და მისი პრევენციის ქართული მოდელი გააცნო, რომელთა შედეგადაც, არაერთი საერთაშორისო კვლევით, ქვეყანას კორუფციის რისკის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.  კერძოდ, „Trace International“-ის კვლევით, კორუფციის რისკების მიხედვით, მსოფლიო ინდექსში საქართველო 199 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზეა. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია.

გიორგი პატარიძემ ისაუბრა ღია  და ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემაზე, რომელიც პროცესში მოქალაქეების ჩართულობას გულისხმობს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული და მთავრობის გამჭვირვალობისაკენ მიმართული პოლიტიკა, სერვისების ხელმისაწვდომობასა და ელექტრონულ მმართველობასთან ერთად, გახდა საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი საერთაშორისო ასპარეზზე. სულ ახლახან  საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე გახდა და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც 75 ქვეყანაა. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს საქართველოს, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტები  გააცნო.

გიორგი პატარიძემ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით, მათ შორის, მაღალმთიან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში სერვისების ხელმისაწვდომობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. მისი თქმით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობამ განაპირობა ამ რეგიონებში სერვისების ხელმისაწვდომობა, მსგავსად დიდი ქალაქებისა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა  ელექტრონული მმართველობა. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულადაა ხელმისაწვდომი პორტალზე „mygov.ge“ – საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით  ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისაგან. პორტალზე წვდომა შესაძლებელია ტაბლეტებითა და სმარტფონებითაც.

კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც ინდონეზიის დელეგაცია დაინტერესდა, კიბერუსაფრთხოების კუთხით გატარებული რეფორმებია, რომელთა შედეგად, 2017 წლის გლობალური უსაფრთხოების ინდექსში (NCSI) საქართველო მეორე ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: გერმანია, ნიდერლანდების სამეფო, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და დანია.

შეხვედრის ბოლოს, ღონისძიების მონაწილეებმა მემორანდუმის ტექსტი განიხილეს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების სამინისტროს შორის გაფორმდება. ინდონეზიის მთავრობა ქვეყანაში ქართული რეფორმების ექსპორტს გეგმავს.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი! ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი თელ-ავივში

7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი! ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი თელ-ავივში

6 years ago
ვანო მერაბიშვილი: “ერთ მატყუარა ცუღლუტს შეეწირა ქვეყანა”

ვანო მერაბიშვილი: “ერთ მატყუარა ცუღლუტს შეეწირა ქვეყანა”

11 years ago
ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წერილი მიიღო

ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წერილი მიიღო

12 years ago
როდიდან უნდა ველოდოთ ლარის კურსის დასტაბილურებას – ექსპერტების პროგნოზი

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4971 ლარი გახდა

11 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by