ჯო ბაიდენმა, აშშ-ის $777.7-მილიარდიანი ყოველწლიური სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. მანამდე რეკორდული სამხედრო ბიუჯეტი, $740 მილიარდის მოცულობით, ტრამპის მმართველობის ბოლო წელს დამტკიცდა.
აღნიშნული კანონის მხარდამჭერი გადაწყვეტილება, კონგრესმა რამდენიმე კვირის წინ, უმრავლესობით ომის მოწინააღმდეგე ჯგუფების აქტიური პროტესტის ფონზე მიიღო. ისინი სამხედრო ხარჯების შემცირებას უჭერენ მხარს.