• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კახა კალაძე: “აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ძველი ავტომანქანების შემოყვანა”

8 years ago
in საზოგადოება
A A
„პარლამენტის თავმჯდომარეობა შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, ვერ შევძლებდი“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მონაწილება მიიღო კონფერენციაში, სახელწოდებით „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეფასების თაობაზე კონსენსუსის მშენებლობა“.

კონფერენციაზე შეფასდა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობა, პირველადი შედეგები და სამომავლო ნაბიჯები.

კახა კალაძის განცხადებით, არსებული ეკოლოგიური პრობლემის დაძლევა რეფორმების განხორციელებას საჭიროებს, რომელიც შესაძლოა მტკივნეული იყოს, ამიტომ, ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა.

„ამ მიმართულებით ჩატარებული ყველა კვლევა კრიტიკულია. ჩვენც ჩავატარეთ კვლევა, რომლის წარმოდგენასაც ვაპირებთ და ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, თუ არ იქნება გარკვეული რეფორმები განხორციელებული და გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, შეუძლებელი იქნება არსებული მდგომარეობის გამოსწორება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი და ჩართულობა, რომ ყველამ ერთად შევცვალოთ მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერია გეგმავს სატრანპორტო პოლიტიკის წარდგენას, სადაც ასახული იქნება არსებული მდგომარეობის გამოსწორების გრძელვადიანი ხედვა და ღონისძიებები.

„სრული კატასტროფაა, რაც თბილისში ხდება. დაახლოებით 500 ათასზე მეტი ავტომანქანა გადაადგილდება დედაქალაქში. ყოველწლიურად 7 პროცენტით იზრდება უცხოეთიდან შემოყვანილი ავტომანქანების მაჩვენებელი და მათი 98% ძველია. სამწუხაროა, რომ სოციალურ ქსელში, ძირითადად, ყვითელი ავტობუსების ფოტოსურათებს აზიარებენ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ჩვენი ავტობუსების რაოდენობა დაახლოებით 600-650 ერთეულია, აქედან 143 ახალია, დანარჩენი ძველი. ყვითელი ავტობუსების პარკი კრიტიკას ვერ უძლებს, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. ამიტომ, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს მე ვამბობდი, რომ ჩემი მერობის პირობებში პარკი მთლიანად ჩანაცვლდებოდა ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ავტობუსებით და ეს ნამდვილად ასეც მოხდება – ჩავანაცვლებთ ყვითელ ავტობუსებს, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ გვრჩება უფრო სერიოზული პრობლემა – კერძო ავტომანქანები, რომლის 90 პროცენტზე მეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თანაც კატალიზატორებს იღებენ, რომელიც, შეიძლება ითქვას, ფილტრია გამონაბოლქვისთვის და ყიდიან. მე მგონია, პირველი, რაც ტექნიკურ ინსპექტირებასთან  ერთად უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ძველი ავტომანქანების შემოყვანა. ამან შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. საქმე ეხება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძველი ავტომანქანების საკითხი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განიხილება და გადაწყდება, როგორ მოხდება მისი დარეგულირება.

დედაქალაქის მერმა მერიის სამსახურებს და დაქვემდებარებულ უწყებებს უკვე დაავალა სახელმწიფო ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება და მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ავტომანქანების ექსპლუატაციიდან ამოღება.

კონფერენციის ფარგლებში ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ტექნიკური ინსპექტირების საჭიროებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კვლევით ორგანიზაცია „ჯეოველთან“ თანამშრომლობით, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერსა და 2019 წლის მარტ-აპრილში, თბილისსა და რეგიონებში მდებარე ტესტირების ცენტრებში განხორციელდება ტესტირების პროცესის მონიტორინგი, რის შემდეგაც საზოგადოებას წარედგინება რეფორმის შეფასება და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია, ხოლო მათ აღმოსაფხვრელად მომზადდება რეკომენდაციები.

კონფერენცია ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სუზან კუტორი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა და საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე. ღონისძიებას, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

პარლამენტი “რუსთავი 2”-ის საქმეზე მოსამართლეების აცილებას ითხოვს

11 years ago
კალიფორნიის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის გაფრთხილება მობილური ტელეფონების მოხმარებასთან დაკავშირებით

კალიფორნიის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის გაფრთხილება მობილური ტელეფონების მოხმარებასთან დაკავშირებით

8 years ago
თავდაცვის სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი

თავდაცვის სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი

12 years ago

გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

10 years ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by