ენერგო-პრო ჯორჯია სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს. პროგრამა ენერგეტიკის დარგის სტუდენტებს საშუალებას აძლევს 2-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ. საუკეთესო სტუდენტებს კი კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რეგისტრაციის მსურველ ბიჭებთან ერთად გოგონებსაც ელოდებიან, რომლებსაც დასაქმების მეტი შანსი აქვთ.
კანდიდატებთან გასაუბრება 7ივლისს გაიმართება. სტუდენტები 12-დან 14 ივლისის ჩათვლით იმ პრეზენტაციის მიხედვით შეირჩევიან, რომლის გაკეთებაც მათ მოეთხოვებათ თავისუფალ თემაზე – „მომავლის ენერგეტიკა“.






