• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი” – დავით ზალკალიანი

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
„ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი” – დავით ზალკალიანი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„საქართველო, რომ ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია, ამას ცხადყოფს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპასთან დაახლოების პროცესში უკვე მიღწეული თვალსაჩინო წარმატებები, რაც საყოველთაოდ დაფასებულია ჩვენი პარტნიორების, მათ შორის გერმანიის მიერ. გერმანიასთან ძალზე ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში. ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი, განსაკუთრებით საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილებაში. დღეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიზმით გამოირჩევა, რაც ჩვენი ევროპელი კოლეგების დიდი დამსახურებაა“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანელ კოლეგასთან ჰაიკო მაასისთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ბერლინში.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის განსაკუთრებულ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ამას ადასტურებს მინისტრის რანგში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბერლინში.

მისი თქმით გერმანიას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს უახლეს ისტორიაში და დიდი წვლილი შეაქვს, როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სახელმწიფოებრივი ტრანსფორმაციის პროცესში. დავით ზალკალიანის შეფასებით საქართველო-გერმანიის არსებულ ურთიერთობებს აქვს დიდი პოტენციალი თვისებრივად ახალ დონეზე ავიდეს.

ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას დავით ზალკალიანი მიესალმა გერმანელი მინისტრის ინიციატივას შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას აღმოსავლეთ სამეზობლოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც, ევროპულად აზროვნებენ და ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებს ითავისებენ. „ეს სიტყვები საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის, მკაფიო და თვალსაჩინო აღიარებაა“- დასძინა ზალკალიანმა.

მედიასთან ერთობლივ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორცილებულ წარმატებულ რეფორმებზე, რაშიც დიდ როლს თამაშობს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება. მისი თქმით საქართველოს ამბიციაა უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს რისთვისაც ქვეყანამ შექმნა „ევროინტეგრაციის საგზაო რუკა“, „ჩვენი ამბიციაა საქართველო იყოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებული მაგალითი რეგიონში და არა მხოლოდ. ამისთვის ძალღონეს არ დავიშურებთ“ – განაცხადა მინისტრმა და საგზაო რუკის მიზნების რეალიზაციაში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

მან მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილებისათვის და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებით მოსახლეობამ ევროპული ტრანსფორმაციის რეალური სარგებელი მიიღო. მისი თქმით საქართველო მზად არის მომავალშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ნებისმიერი დარღვევის აღსაკვეთად.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ნატო-ს სამიტის კონტექსტში და ასევე საქართველო-გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

„როგორც მოგეხსენებათ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება. მსურს გერმანელ კოლეგასთან ყურადღება გავამახვილო მომავალ ნატოს სამიტზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ამ რეალობის სათანადო შეფასებაზე. დასაფასებელია, რომ გერმანია აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი და მნიშვნელობა.

გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, მათ შორის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, გადაადგილების შეზღუდვის და ადამიანის უფლებების სხვა უხეში დაზღვევების საკითხებს. მისი თქმით მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას.

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოს მხრიდან კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან პოლიტიკაზე. ხაზი გაუსვა ჟენევის დისკუსიების, ასევე კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის როლსა და საქართველოს მთავრობის ინციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მისცემს საშუალებას, ისარგებლონ საქართველოს ევროპული ინტეგრაციით მიღებული სიკეთეებით.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრი მიესალმა „საქართველოს რკინიგზისა“ და „დოიჩე ბანის“ მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებას. 2018 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს, როგორც ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებულ კულტურის მატარებელს.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by