• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„გერმანიის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ფინანსურ დახმარებას ზრდის“ – დირკ ვიზე

8 years ago
in პოლიტიკა
A A
„გერმანიის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ფინანსურ დახმარებას ზრდის“ – დირკ ვიზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„გერმანიის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ფინანსურ დახმარებას ზრდის.“ – ამის შესახებ რუსეთთან, ცენტრალ აზიასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა დირკ ვიზემ განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფრიდრიხ ებერტის ფონდის დისკუსიაში „საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფვის“.

 მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პრეზენტაციის შემდგომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, მიიწევს დასავლეთისკენ და გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ხედვასა და პერსპექტივებს.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა და დღევანდელ შეხვედრაზეც ვიხილეთ, რომ საქართველო მიიწევს დასავლეთისკენ. რაც დღეს მოვისმინეთ არის ძალიან პოზიტიური სიგნალი და რაშიც შემიძლია დაგარწმუნოთ არის ის, რომ გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს ამ გზას და ამ პერსპექტივას. შთამბეჭდავია, პოზიტიური სიგნალია, რომ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან არსებობს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რასაც კვლევებიც ადასტურებს. 90 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას, ევროკავშირს  და ევროპულ ფასეულობებს რომელსაც ვიზიარებთ, რაც შთამბეჭდავია იმასთან შედარებით, რომ ბევრ ევროკავშირის წვერ ქვეყანაში ეს მხარდაჭერა ძალიან დაბალია’ -განაცხადა დირკ ვიზემ.

მისი განცხადებით, გერმანიის მხრიდან საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერის პრაქტიკული გამოხატულებაა ის რომ, გერმანიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდასაჭერი პროგრამის დაფინანსება 14 მილიონი ევროდან 17 მილიონ ევრომდე იზრდება, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს განავითარონ ურთიერთობები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობასა და ამ კუთხით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება მნიშვნელოვანი სიგნალია გერმანიის მხრიდან. დირკ ვიზემ ასევე დადებითად შეაფასა საქართველოსა და გერმანიის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლობა უვიზო რეჟიმის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

„უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არის გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის სიგნალი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მას, რადგან მნიშვნელოვანია გავამყაროთ მოსახლეობას შორის  კავშირები.  ორივე ქვეყნის მთავრობას აქვს ძალიან მჭიდრო და  ნაყოფიერი თანამშრომლობა იმ მცირე პრობლემების მოსაგვარებლად, რაც უვიზო რეჟიმის პირობებში წარმოჩინდა“  -განაცხადა დირკ ვიზემ.

მან დადებითად შეაფასა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც მისი განცხადებით მიმართულია  საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების და მათი ყოველდღიურობის  გაუმჯობესებისკენ.

„ეს არის შესაძლებლობა ვანახოთ ხაზის იქით მცხოვრებ მოსახლეობას, თუ როგორ პოზიტიურად ვითარდება საქართველო და როგორი პოზიტიური რეფორმები ხორციელდება  ქვეყანაში“-განაცხადა მან. დირკ ვიზემ ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკა და ის კონსტრუქციული  ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს. მან საქართველოს კიდევ ერთხელ დაუდასტურა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა ამ პროცესში. „მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიორიულ მთლიანობას და გარწმუნებთ რომ ამ საკითხში ვართ თქვენი მჭიდრო მოკავშირეები“-აღნიშნა ვიზემ.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე პოზიტურად შეაფასა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დივერსიფიკაციისკენ და საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისკენ.

„დღეს თქვენ ცდილობთ ეკონომიკური თანამშრომლობის დივერსიფიკაციას, როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სხვადასხვა ქვეყნებთან. ასევე, თქვენ  ცდილობთ საქართველო იყოს დასავლეთ და აღმოსვალეთ ქვეყნების დამაკავშირებელი ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი, ასევე ჩართულები ხართ ჩინეთის მთავრობის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივაში. ვფიქრობ ეს არის კარგი შესაძლებლობა, თქვენი ეკონომიკის  განსავითარებლად  და ასევე იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც ახლა გაქვთ, მათ შორის თუნდაც ეკონომიკის მიმართულებით.  ვხედავთ, რომ ბევრი ტურისტი სტუმრობს საქართველოს, რაც ასევე ხელს უწყობს თქვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო კარგ გზაზე დგას ევროპული ინტეგრაციის კუთხით“-აღნიშნა ვიზემ.

აღსანიშნავია, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობამდე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორთან რუსეთის, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ ვიზესთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას და გერმანიის სამოქალაქო სექტორს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

3 years ago
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სარეალიზაციო ობიექტები დახურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სარეალიზაციო ობიექტები დახურა

12 years ago

თსუ-ში დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება

13 years ago
რა ღირს დასვენება საქართველოს საზღვაო კურორტებზე?

რა ღირს დასვენება საქართველოს საზღვაო კურორტებზე?

12 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by