• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, December 6, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ხადას ხეობაში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

7 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
შსს-მ ბოლო პერიოდში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალლდებით 6 პირი დააკავა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხადას ხეობაში საზარელი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირის შერაცხადობისსაკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება,  – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მამუკა ჭელიძემ ხადას ხეობაში მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებამ ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 6 ივლისს “112”-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისი ინფორმაციით, იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს.

„თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული. მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

„დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

მისივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი, ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები და გასაჯაროებით დაემუქრნენ…“ – მარნეულში მომხდარი დანაშაულის დეტალები, რომლის შედეგად სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

„გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები და გასაჯაროებით დაემუქრნენ…“ – მარნეულში მომხდარი დანაშაულის დეტალები, რომლის შედეგად სამი პირი დააკავეს

12/02/2025
“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა

11/18/2025
ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

11/16/2025
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს
ახალი ამბები

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს

11/10/2025
“ბავშვი შეუტყუებია, ხბოს გაჩუქებო.. ობლად გაზრდილ ბავშვს ეს როგორ გაუკეთა?!” – რას ამბობენ სოფელში, სადაც 11 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის 73 წლის კაცი დააკავეს
ახალი ამბები

“ბავშვი შეუტყუებია, ხბოს გაჩუქებო.. ობლად გაზრდილ ბავშვს ეს როგორ გაუკეთა?!” – რას ამბობენ სოფელში, სადაც 11 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის 73 წლის კაცი დააკავეს

11/05/2025
საქმეში პოლიცია ჩაერთო – გართობა თუ დანაშაული?! ვინ არის კაცი, რომლის საჯარო ვიდეოებში მშობლის თანხმობის გარეშე ასობით ბავშვი მოხვდა
ახალი ამბები

საქმეში პოლიცია ჩაერთო – გართობა თუ დანაშაული?! ვინ არის კაცი, რომლის საჯარო ვიდეოებში მშობლის თანხმობის გარეშე ასობით ბავშვი მოხვდა

11/01/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In