• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სადაც შენი ფასი იციან, სხვაგან გადასვლა ღალატის ტოლფასია“ – ავსტრიაში მოღვაწე ქართველი პროგრამისტის წარმატების ისტორია

7 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, პერსონა
A A
„სადაც შენი ფასი იციან, სხვაგან გადასვლა ღალატის ტოლფასია“ – ავსტრიაში მოღვაწე ქართველი პროგრამისტის წარმატების ისტორია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნოდარ აბრამიშვილი ავსტრიაში მოღვაწე ქართველი პროგრამისტია, რომელმაც მცირე დროში შეძლო დიდი წარმატების მიღწევა. ქართველი პროგრამისტი საინტერესო ჰობით გამოირჩევა. თავისუფალ დროს რობოტების შექმნით, დაპროგრამებითა და დავალებების მიცემითაა დაინტერესებული. ფიქრობს, რომ მთავარი მიღწევები ჯერ კიდევ წინაა და მომავალი წარმატებებითაა აღსავსე -„მთავარია აკეთო ის, რისიც გჯერა და ის,  რაც გიყვარს“. დღეს „თბილისი თაიმსი“  „რობოტების შემქმნელის“ ისტორიას მოგიყვებათ.

ჩვენს მკითხველს მოუყევით თქვენ შესახებ, როგორ მიაღწიეთ წარმატებას?

– ჯერ კიდევ  უნივერსიტეტში სწავლის დროს დავინტერესდი საინფორმაციო ტექნოლოგიებით,მაგრამ ისე მოხდა, რომ სრულიად სხვა მიმართულება ავირჩიე და ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, საინჟინრო ფაკულტეტზე ჩავაბარე. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია სწავლის პარალელურად მეკეთებინა ის საქმე, რაც ასევე ძალიან მომწონდა და ამიტომ, მუდმივად ვიყავი ჩართული თანამედროვე სიახლეებში და საკუთარ ცოდნასა და უნარებს ვავითარებდი საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხითაც. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წამოვედი ავსტრიაში და ჩავაბარე ვენის სახელმწიფო  უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე    (სპეციალობა-რობოტექნიკა და მიკროელექტრონიკა). სწავლის პარალელურად ჩართული ვიყავი საიტების აწყობით და ამავე პერიოდში დავიწყე ერთ-ერთ ავსტრიულ კომპანიაში მუშაობა.

რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, საკმაოდ წარმატებულმა კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია, პროგრამისტის პოზიციაზე. აღნიშნული თანამდებობის მისაღებად, ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა, საჭირო იყო ენის მაღალ დონეზე შესწავლა, უამრავი გასაუბრებისა და გამოცდის ჩაბარება. თუმცა, დღეს ეს ყველაფერი მეამაყება, რადგან ამ ეტაპზე ამ კომპანიის  მთავარი პროგრამისტი ვარ და ასევე მაქვს საკუთარი კომპანია, რომელიც ეხმარება სხვა კომპანიებს პროგრამულ უზრუნველყოფაში.

საიდან გაგიჩნდათ იდეა და  ინტერესი, შეგექმნათ რობოტები?

– ჯერ კიდევ საქართველოში ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დროს ვისწავლე რობოტების აწყო, თუმცა იმ დროს დაპროგრამების შესახებ არაფერი ვიცოდი. მას შემდეგ, რაც სწავლა პროგრამირების კუთხით გავაგრძელე და საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა, გადავწყვიტე ჩემი ორი პროფესია გამეერთიანებინა და შემექმნა რაღაც ისეთი, რაც იქნებოდა პროგრამირებადი  და საშუალება მომეცემოდა მისი ამოქმედების. იქიდან გამომდინარე, რომ მასალების ლოდინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიწევდა, გადავწყვიტე თავად შემექნა 3D პრინტერი, რათა სასურველი ზომის და ფორმის ფიგურა  დამემზადებინა. პრინტერს შეუძლია ნებისმიერი ფიგურის შექმნა. რაც შეეხება მასალას, გამოიყენება კაუჩუკის მსგავსი მასალა.

ჩემი ერთ-ერთი მთავარი რობოტი, რომლსაც ლა­ბი­რინ­თის გავ­ლის ფუნ­ქცია აქვს – ნების­მი­ე­რი სირ­თუ­ლის ლა­ბი­რინ­თის გავ­ლა შე­უძ­ლია, რა­საც სო­ნა­რე­ბის პრინ­ცი­პით ახერ­ხებს, ანუ იმა­ვე პრინ­ცი­პით, რაც წყალ­ქვე­შა ნა­ვებს აქვთ. ანუ მარტივად აღიქვამს გარემოს სადაც ის არის და პოულობს გასასვლელ გზას.

რამდენად გრჩებათ დრო საკუთარი ჰობისთვის?

– რობოტების კონსტრუქციის შექმნა და დაპროგრამება ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ვცდილობ, აქტიურად ვიყო ჩართული, რადგან ამ ყველაფრის კეთება ძალიან მომწონს, თუმცა ამ ეტაპზე დროის უქონლობის გამო ნაკლებად მაქვს იმის საშუალება, რომ ჩემი დროის დიდი ნაწილი, მათ შექმნას დავუთმო. დამოკიდებულია ხასიათს და განწყობას. როდესაც თავისუფალ დროს ვპოულობ ყოველთვის რაიმე ახალსა და საინტერესოს ვამატებ.

საქართველოდან თუ გქონდათ შემოთავაზება,რომ ჩამოსულიყავით ქვეყანაში და აქ გაგეგრძელებინათ საქმიანობა?

– კი იყო შემოთავაზება,  საკმაოდ კარგიც, თუმცა არ მიყვარს საქმის შუა გზაში მიტოვება. რასაც ვაკეთებ ვაკეთებ ბოლომდე რა დრო და ენერგიაც არ უნდა მოითხოვოს ამან. შესაბამისად, სანამ ჩემი მიზანი აქ მიღწეული არ არის, ვრჩები ვენაში. ის პროექტი, რომელზეც ვმუშაობ, როდესაც დასრულდება, შემდეგ უკვე შეიძლება რამე ახალზე ფიქრი. მარტო საქართველოდან არა, აქ ვენაში სხვა კომპანიებიდანაც მქონდა შემოთავაზებები, თუმცა უარი ვთქვი, რადგან  ძალიან ერთგული ვარ იმ საქმის რასაც ვაკეთებ.

გარდა მაგისა მართლა წლები ვიბრძოლე იმისთვის რომ ამ კომპანიაში ის სტატუსი და პატივისცემა მომეპოვებინა რაც მაქვს, თან  როცა იქ ხარ, სადაც შენი ფასი იციან, სხვაგან გადასვლა ღალატის ტოლფასია, ცხოვრება კი მხოლოდ ფული არაა, ადამიანმა სხვა ღირებულებები არ უნდა დაკარგო.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– არის რამდენიმე იდეაა. მაგალითად, ვფიქრობ, შევქმნა მოძრავი პროტეზი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ასევე ვაპირებ, შევქმნა ელექტრონული ჯოხები იმ ადამიანებისთვის, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვთ. ეს ჯოხები დაეხმარებათ მათ უკეთ გადაადგილებაში და მისცემთ ნიშანს საფრთხესთან მიახლოებისთანავე. გეგმები და იდეები ძალიან ბევრია, ამ ეტაპზე რაც მაფერხებს მხოლოდ დროის უქონლობაა.

რას ურჩევდით  იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ მსგავს სფეროში საქმიანობას?

– მათ, ვინც კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში გადაწყვეტს მოღვაწეობას, ვურჩევდი, რომ მთავარია ერთ ადგილზე არ გაჩერდნენ, არც იმით დაკმაყოფილდნენ რასაც უნივერსიტეტში ასწავლიან ან იციან, იყვნენ გამუდმებით ახლის ძიებაში, „შიმშილის“ გრძნობა არ უნდა ჩაუცხრეთ,  წარმატების მთავარი ფორმულა ის არის, რომ მიუხედავად ძალიან დიდი კონკურენციისა, იყო  საქმის პროფესიონალი გიყვარდეს სირთულეები და მიიღო სიამოვნება გამოსავლის პოვნით.

უნდა ცადო მანამდე სანამ შედეგს არ მიიღებ, გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, მთავარია იპოვო გზა. ყოველი წარუმატებელი ცდა არის გამოცდილება, რომელიც საბოლოოდ მიზნამდე მიგიყვანს.

რისი დათმობა მოგიხდათ ცხოვრებაში, ამ ყველაფრისთვის რომ მიგეღწიათ?

– პირადი ცხოვრება – ეს არის ალბათ ყველაზე დიდი საფასური წარმატების მისაღწევად. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს ძიების პროცესი სხვა რამისთვის დრო ნაკლებად გრჩება. თუმცა, ამ ეტაპზე ნელ-ნელა შევძელი დაბალანსება, რომ უკვე მეგობრებისთვის და ჰობისთვის გამოჩნდა დრო.

როგორი იყო გზა, რომელიც დღემდე გაიარეთ?

– ზოგადად გზა კი საკმაოდ რთული, ეტაპობრივი, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი წინ, განსაკუთრებით რთული იყო პერიოდი, როცა სწავლა და მუშაობა პარალელურ რეჟიმში მიწევდა, განვითარება არც შემდეგ შევწყვიტე თუმცა, იყო პერიოდი, როცა მხოლოდ 4 საათი მეძინა დღე-ღამეში და სულ გადარბენაზე ვიყავი. ახლა შედარებით დალაგებული და მოწესრიგებული გრაფიკი მაქვს.

მთავარია დროულად გააცნობიერო, რომ მეორე ხარ და ყველაფერი გააკეთო იმისთვის რომ გახდე პირველი, იმით რომ გახდე უკეთესი და განავითარო საკუთარი თავი და არა იმით, რომ სხვას მახე დაუგო ან ეცადო დაწიო შენს დაბლა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ დაუღალავი შრომით არის შესაძლებელი, თავდაუზოგავად და ბოლომდე თუ იბრძვი ყველაფერი შესაძლებელია

მარიამ ლეკიაშვილი

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In