• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„უხერხულობის განცდას არ უნდა იწვევდეს ქართულად წერა, ეს არის ის, რითაც უნდა იამაყო“ – გოგა ჩანადირი

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, განათლება და მეცნიერება, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
„უხერხულობის  განცდას არ უნდა იწვევდეს ქართულად წერა, ეს არის ის, რითაც უნდა იამაყო“ – გოგა ჩანადირი
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართული დამწერლობა რომ უნიკალურია, ამის შესახებ ბევრი გვესმის და ბევრსაც ვკითხულობთ. მისი ისტორია გვაძლევს უდიდეს საფუძველს, რომ ვიამაყოთ. თუმცა, საკითხავია, ვუფრთხილდებით მას სათანადოდ? დღეს ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ უცხოურ სიტყვებს, რომელთა ქართული შესატყვისებიც არსებობს, თუმცა, მიზეზთა გამო, ისინი საზოგადოებისთვის მიუღებელია.

„თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი საუბრობს, რამდენად ღირებულია ქართული დამწერლობა არამხოლოდ ქართველებისთვის, ვცემთ თუ არა ჩვენ მას სათანადოდ პატივს და რის გამო უნდა გავუფრთხილდეთ მას.

„ჩვენმა დამწერლობამ სამი ეტაპი გაიარა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის იშვიათი ანბანია ჩვენს სინამდვილეში. ეს არის დამწერლობა, რომლითაც მთელმა სამყარომ უნდა იამაყოს, არამხოლოდ ქართველებმა. ჩვენ მივეცით მსოფლიოს “ვეფხისტყაოსანი”, ჩვენ მივეცით მას ლითონზე მუშაობის ტექნოლოგია და ა.შ. მაგრამ ანბანი არის ის, რაც ყველაზე მეტად უსვამს ხაზს ჩვენს თვითმყოფადობას. ანბანი შექმნეს ძველმა ერებმა – ბერძნებმა, ჩინელებმა, იაპონელებმა, ინდოელებმა, სპარსელებმა… ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კულტურა ოდითგანვე იყო ძალიან მაღალგანვითარებული. ერთადერთი, გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენ – ერი, რომელმაც სამი დამწერლობა შექმნა, ამას არ ვუფრთხილდებით, მეორეხარისხოვანი გვგონია. სინამდვილეში პირიქითაა. თუკი ადამიანი საკუთარ მშობლიურ ენას პატივს არ სცემ, არც სხვისას სცემ პატივს.

ჩვენ ხშირად გვესმის უცხოური სიტყვები, რომელთა ქართული შესატყვისებიც გვაქვს. დაახლოებით, 30-იან წლებში სორტულ სამყაროში ძალიან ბევრი ახალი სიტყვა გაჩნდა, რომლებიც, სხვათა შორის, თავდაპირველად გაპროტესტდა. თუნდაც სიტყვა “ფეხბურთი” – ამბობდნენ, რომ ეს იყო “ფუტბოლი”. მაგრამ შემდეგ უკვე, ჩვეულებრივ, დამკვიდრდა, როგორც “ფეხბურთი”, რასაც შემდეგ მოჰყვა სიტყვები – “კალათბურთი”, “ფრენბურთი” და ა.შ. “რაგბი” დარჩა ამ სახელწოდებით იმიტომ, რომ ეს არის საკუთარი სახელი – ქალაქის სახელწოდება და აღარ თარგმნეს ქართულად“, – განმარტავს ჩანადირი.

როგორც ფოტოხელოვანი აღნიშნავს, ჩვენ არ ვართ ვალდებული, ყველა სიტყვა ბრმად მივიღოთ.

„ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, ბრმად მივიღოთ ყველა სიტყვა, მაგალითად, ისევ ფეხბურთს რომ დავუბრუნდეთ, გარდა იმისა, რომ მან ბურთთან დაკავშირებული სახელები შემოიტანა, ასევე, შემოიტანა უკვე უშუალოდ სპორტის ამ სახეობებში არსებული უცხოური ტერმინების ქართული თარგმანები. შემოვიდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა, მაგალითად, “მეკარე”, “მცველი”, “ნახევარმცველი”, “მსაჯი”, “გულშემატკივარი”, “გვერდითი ხაზი”, “თერთმეტმეტრიანი” და ა.შ.

თუ ჩვენი წინაპრები დიდი ხნის წინ მსჯელობდნენ და ფიქრობნდენ, რომ ქართული ენა გაემდიდრებინათ, რატომ არ შეიძლება, ახლაც ვიფიქროთ. დღეს სწორედ სპორტული ჟურნალისტების უმეტესობა ამახინჯებს ქართულ ენას. მაგაითად, ხშირად მესმის სიტყვა – “კიპერი”, – ამბობს რესპონდენტი.

მისი განმარტებით, ენის გაუფასურებით, უფასურდება დამწერლობა.

„როდესაც ენას აუფასურებ და აუბრალოებ, ასევე, აუფასურებ დამწერლობას. დღეს, ხშირ შემთვევაში, რცხვენიათ ქართულად წერა. ყველგან გვხვდება სიტყვა – exit. რატომ? რის გამო? კანონი უნდა არსებობდეს, რომ საკუთარ ენას მოვუფრთხილდეთ? გარდა იმისა, რომ საკუთრების განცდა არ გვაქვს ენის მიმართ, ასევე, პატივისცემა არ გვაქვს კანონის მიმართ. უფრო მეტიც, ხშირად კანონებს უცხოელები უფრო იცავენ. ბევრმა უცხოურმა კომპანიამ გააქართულა წარწერა, როგორიცაა “კოკა-კოლა”, “სნიკერსი” და ა.შ.

კიდევ ერთი პრობლემა – მაგალითად, ალკოჰოლური სასმელების, განსაკუთრებით, ღვინოების ეტიკეტირება. აქ არ გვხვდება ქართული წარწერები ან ის ზედმეტად პატარადაა აღნიშნული. იაპონიის საკეს მაგალითზე – საკეს არასდროს არ აქვს ლათინური წარწერა. მაგრამ მისი წარწერები ყოველთვის თვალს იპყრობს და მომხმარებელს უადვილდება მისი გარჩევა. როდესაც ლათინურწარწერებიან, ქართულ ღვინოს ვხედავთ, ბევრ ღვინოს შორის, ბევრ მომხმარებელს უჭირს გარჩევა. შეიძლება, მათთვის ნაცნობ ღვინოებზე გააკეთონ არჩევანი. ამ დროს, როდესაც შენი სავიზიტო ბარათი გაქვს – დამწერლობა, შეგიძლია, უფრო გაუადვილო ადამიანებს, გააკეთონ არჩევანი ქართულ ღინოზე,

უხერხულობის არანაირ განცდას არ უნდა იწვევდეს ქართულად წერა. პირიქით, ეს არის ის, რითაც უნდა იამაყო“, – ამბობს გოგა ჩანადირი „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.

Share2Tweet2

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by