• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პოლიტიკური ელიტა ამომრჩეველს დაშორებულია – გია ხუხაშვილი

7 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, პოლიტიკა
A A
“დიმიტრი ქუმსიშვილი, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე უფრო ფინანსისტია, ვიდრე ეკონომისტი” – გია ხუხაშვიოლი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც ამომრჩეველი სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი გზით აირჩევს. ახალი კონსტიტუციით, 2024 წელს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს პარლამენტის შენობაში აირჩევს.

მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოზე  „თბილისი თაიმსს“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება…როგორ შეაფასებთ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას? მოახლოებულ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატების შანსებზეც რომ გვესაუბროთ…

– ქვეყანა სტაგნაციის პერიოდში ცხოვრობს. პოლიტიკური ელიტა ამომრჩეველს დაშორებულია. ამას არ შეიძლება რეალური არჩევნები ეწოდოს. ეს არის ე.წ რეალითი შოუ. არჩევანი კეთდება არა პროგრამებითა და რიტორიკით, მიზნებითა და ამოცანებით, არამედ – რესურსების საფუძველზე. ანუ, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა: ამომრჩეველი ამბობს,  რომ არავინ არ მომწონხართ, გადაიხადეთ და გადმოგიგდებთ ხმას. ეს არის პარტიული რესურსების ბრძოლა, კანდიდატები ვინ იქნებიან, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ არ არის ალტერნატივა, „ქართული ოცნების“ მთავარი მოწინააღმდეგე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არის თვითონ „ქართული ოცნება“. ანუ, მისი წაგების შანსი არის შემდეგი: მათი კანდიდატის მხრიდან ძალიან ბევრი სისულელის გაკეთება (რასაც ჩვენ ვუყურებთ კიდეც). სალომე ზურაბიშვილი ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა ხელმოწერები რომ შეეტანა, საქართველოდან გამქრალიყო და ჩამოსულიყო 27 ოქტომბერს. ამ შემთხვევაში, ის აიღებდა მეტ ხმას, ვიდრე ამ ‘სისულელეების” კასკადის ფონზე, რომელსაც ყოველდღიურად ვისმენთ. კანდიდატები, როგორც უკვე აღვნიშნე, ვინ იქნებიან არ აქვს მნიშვნელობა. ისედაც ცხადია, რომ პირველი-მეორე ადგილი ასე განაწილდება: პირველი- ხელისუფლება (სალომე ზურაბიშვილს შეგნებულად არ ვამბობ, იმიტომ რომ, სახელისუფლებო რესურსის გარეშე ის ათეულშიც არ იქნებოდა), მეორე- ნაციონალური მოძრაობა. პირველ ტურში დამთავრდება ყველაფერი თუ მეორე ტურიც ჩატარდება, ერთადერთი ინტრიგა ეს არის.

საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით, ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც ამომრჩეველი სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი გზით აირჩევს. ამის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა, საკუთარი კანდიდატის წარდგენის ნაცვლად რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა? როგორ გგონიათ, ასეთი მხარდაჭერის პირობებში რამდენად არის შესაძლებელი დამოუკიდებლობის შენარჩუნება?

– ეს უხარისხო გადაწყვეტილებაა, რადგან სალომე ზურაბიშვილი არ შეიძლება განხილული იყოს როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და რატომ ვარქმევთ მას დამოუკიდებელ კანდიდატს, ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ არ ვცხოვრობთ ფორმალისტურ საზოგადოებაში, სადაც პარტიული კუთვნილება განსაზღვრავს ადამიანის სტატუსს. სალომე ზურაბიშვილი  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული აქტივისტი იყო და რანაირად არის ახლა დამოუკიდებელი კანდიდატი, გაუგებარია. ეს არის უხარისხო შესრულება, თვალში ნაცრის შეყრა… გვატყუებენ და ჩვენც თავს ვიტყუებთ. მის დამოუკიდებლობაზე საუბარი ძალიან არადამაჯერებელია.

როგორ ფიქრობთ, რატომ დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილს?

– ვფიქრობ, გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით იმუშავა ყველაფერმა – ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, ანგარიშობდნენ შიგნით რაღაცას და ბოლოს ისეთ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ფორსმაჟორში, როდესაც წარმოდგენილი კანდიდატებიდან ალტერნატივა არ იყო და ამიტომ გადადგეს იძულებითი ნაბიჯი.

„ქართულ ოცნებაში“ მთლიანად ქაოსია. მას გარედან არ აქვს იმდენი პრობლემა, რამდენიც შიგნიდან და ერთ-ერთი პრობლემა სალომე ზურაბიშვილია. ამიტომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი პრეზიდენტი სჭირდება საქართველოს?

– საქართველოს სჭირდება რეალურად მიუკერძოებელი, მუდმივად კონსენსუსის მაძიებელი როგორც პოლიტიკაში, ასევე ინსტიტუტებს შორის ბალანსის შემქმნელი და მშვიდობის მოყვარე პრეზიდენტი, რომელიც დაპირისპირების შემთხვევაში რისკებს მუდმივად გადააზღვევს. არც სალომე ზურაბიშვილი და არც სხვა კანდიდატები ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ. სალომე ზურაბიშვილი არის კონფრონტაციული ადამიანი, დღესაც სისხლიან 9 წელზე ლაპარაკობს და რა კონსენსუსზეა საუბარი. დანარჩენებიც ასე არიან აწყობილები – დაპირისპირებასა და ნეგატივზე აწყობილი კამპანიაა.

ნინი მაზიაშვილი

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In