• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თინათინ ხიდაშელი: „საქართველო არის შესაძლებლობა ნატოსთვის“

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხიდაშელისაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. თინათინ ხიდაშელი ჟურნალისტებს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო არის შესაძლებლობა ნატოსთვის.

თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს ქვეყანაში რუსული პროპაგანდისა და პრორუსული ძალების გააქტიურებაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია.

„GIPA-ს მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში ჩამოსულ დასავლეთ ევროპელ ჟურნალისტებთან საინტერესო შეხვედრა იყო. თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ფართო ჯგუფი ჩამოდის ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია. კითხვები, რომელსაც ჟურნალისტები სვამდნენ, კიდევ უფრო გვიმყარებს იმედს, რომ საერთაშორისო მედია საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეა ორიენტირებული და კონცენტრირებული. ასეთი ტიპის ინტერაქცია ყოველთვის სასარგებლოა ქვეყნის იმიჯის წარმოსაჩენად, იმ პრობლემებისა და თემების საერთაშორისო არენაზე გასატანად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, საერთაშორისო დისკუსიის შესაქმნელად, შენს თემებზე, შენი ქვეყნის წუხილებზე, უსაფრთხოების საკითხებზე კონცენტრაციის გასაზრდელად“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

შეხვედრის დასასრულს საქართველოში ვიზიტისა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ჟურნალისტებმაც.

„საქართველოში ეს ჩემი მეორე ვიზიტია, რაც შესაძლებლობას მაძლევს, უკეთ გავეცნო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, გავიგო, რა პოზიცია აქვს საქართველოს მეზობლებთან, როგორც ევროკავშირთან, ასევე, რუსეთთან მიმართებაში. ეს იყო ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა, ბუნებრივია, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა ეს იყო“, – განაცხადა გაზეთ „ფიგაროს“ ჟურნალისტმა პიერ ავრილმა.

ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში ორდღიანი პროგრამით იმყოფებიან. ვიზიტი მიზნად ისახავს ევროპული პრესისთვის სამეზობლოს ქვეყნების გაცნობას და ორგანიზებულია ევროკომისიის კონტრაქტორი ორგანიზაცია European Journalism Centre-ისა და „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიერ.

ჟურნალისტები შეხვედრებს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან გამართავენ. მოგვიანებით კი, საქართველოში მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მასალებს მოამზადებენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იმედა დარსალია და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მოლოდინი დაესწრნენ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

“გმირები ხართ, ბიჭებო” – გაიცანით ახალგაზრდები, რომლებმაც ბავშვი დახრჩობას გადაარჩინეს

“გმირები ხართ, ბიჭებო” – გაიცანით ახალგაზრდები, რომლებმაც ბავშვი დახრჩობას გადაარჩინეს

3 years ago

ალექსანდრე ჯეჯელავა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას ეწვია

10 years ago
აშშ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტიტუციას გლოვობს

აშშ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტიტუციას გლოვობს

11 years ago
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

8-11 სექტემბერს, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 22 ფაქტი გამოვლინდა

9 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by