საქართველოს პარლამენტის ახალი ლოგოს შექმნის მიზნით კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო წინადადების მიღება 5 ოქტომბერს დაიწყება და 10 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 500 ლარია.
საკონკურსო მოთხოვნები იხილეთ ბმულზე.






