• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს მთავრობამ “ღია მმართველობა – საქართველოს” 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

8 years ago
in საზოგადოება
A A
საქართველოს მთავრობამ “ღია მმართველობა – საქართველოს” 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს წარუდგინა.

სამოქმედო გეგმა „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში მომზადდა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება − საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი სხვა, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები (USAID; გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირი და სხვ. მათი რეკომენდაციების ნაწილი სამოქმედო გეგმაში აისახა. ყველაზე აქტუალური პრობლემების გამოსავლენად და სამოქმედო გეგმაზე მუშაობაში ფართო საზოგადოების ჩართვის მიზნით იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს 13 ქალაქში საჯარო კონსულტაციები გამართა, რომელშიც, ჯამში, მონაწილეობდა 500-ზე მეტი მოქალაქე − მუნიციპალიტეტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები.

OGP“-ის მე-5 სამოქმედო გეგმა კვლავ ინოვაციურია. საჯარო რესურსების უკეთ მართვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენება ღია მმართველობისთვის − ეს ის საკითხებია, რომელთაც 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს. მასში 21 უწყების 23 ვალდებულებაა გაწერილი, რომლებიც „OGP“-ის ხუთივე გამოწვევას პასუხობს − საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.

საჯარო მომსახურების გაუმჯობესების გამოწვევა ხუთ ვალდებულებას მოიცავს − საჯარო სერვისების გაუმჯობესება; მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური პლატფორმის დანერგვა; სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვის გზით; ეკონომიკური მმართველობის ინოვაციური პლატფორმა; გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ელექტრონული პორტალის ამოქმედება.

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლების გამოწვევას უკავშირდება არსებული ძირითადი ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერება; საზოგადოების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგი; საკანონმდებლო აქტების შემუშავება მოქალაქეთა ჩართულობითა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე; სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და საძიებო სისტემის შექმნა; შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის გაზრდა.

სამოქმედო გეგმა საჯარო რესურსების უკეთესი მართვის გამოწვევას პასუხობს − საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა; სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა; ელექტრონული ინოვაციები საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის.

უსაფრთხო გარემოს შექმნის გამოწვევას ეხმიანება − საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესების გამოწვევას სამოქმედო გეგმა შემდეგი ვალდებულებით პასუხობს − სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება.

ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების გეგმის ერთ-ერთი ნოვაცია იყო მუნიციპალიტეტების ჩართულობა. პირველად ღია მმართველaობა საქართველოს სამოქმედო გეგმამ ცალკე, დამოუკიდებელ კომპონენტად მოიაზრა 5 მუნიციპალიტეტის ვალდებულებები. 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა უკვე 11 მუნიციპალიტეტის ვალდებულებას ითვალისწინებს. მათ შორის – გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება მუნიციპალიტეტებში; ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესის გაუმჯობესება ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში; ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესება; ქალაქ ბათუმში საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციური მექანიზმის დანერგვის გზით; „შენი იდეა ზუგდიდის მერს“; ქალაქ ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება; „I.Gov.ზუგდიდი“; სერვისების შეფასებისა და მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის სისტემის დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-ის შეუერთდა და უკვე რეალიზებული სამი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. 2014 წელს საქართველო „OGP“-ის მმართველო კომიტეტის წევრი გახდა, ხოლო 2016 წელს − თავმჯდომარე სახელმწიფო 2017-2018 წლების ვადით. როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, საქართველომ 2018 წლის 17-19 ივლისს „OGP“-ის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლა.

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

“ეს უბრალოდ ქურდობაა” – ლავროვი დასავლეთის მიერ რეზერვების გაყინვაზე

„სპექტაკლი დადგეს“ – ლავროვი ბუჩას მოვლენებზე 

4 years ago

ჭაბუა ამირეჯიბის უკანასკნელი ტელე ინტერვიუ

12 years ago

“არავითარი პრობლემა, არც გართულებული ურთიერთობა არ გვაქვს პრეზიდენტ მარგველაშვილთან”

11 years ago
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხვალ ახალ ანგარიშებს წარადგენს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხვალ ახალ ანგარიშებს წარადგენს

12 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by