• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არაპროგრესული სოციალური პროგრესი საქართველოში

8 years ago
in საზოგადოება
A A
არაპროგრესული სოციალური პროგრესი საქართველოში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვლევების ცენტრი Deloitte ყოველწლიურად აქვეყნებს ქვეყნების სოციალური პროგრესის ინდექსს, რომელიც გარკვეული წესით გამოითვლება და სარეიტინგო ქულებს ანიჭებს 146-მდე სახელმწიფოს.

წლევანდელი ინდექსის მიხედვით საქართველო 54- ე ადგილს იკავებს, რაც წინა წლის მაჩვენებლის გაუარესებაზე მიანიშნებს. შარშან საქართველო 146 ქვეყანას შორის 53 ადგილას იმყოფებოდა და მისი სარეიტინგო ქულა 70, 80-ს შეადგენდა.

სიღარიბის საგანგაშო სტატისტიკა , უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, გაზრდილი სამომხმარებლო ფასები და კრიმინალის შემთხვევები- კვლევები და ექსპერტები ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ. ამ დროს კი საერთაშორისო კვლევებით ჩვენი ქვეყანა სოციალური პროგრესის ინდექსით ერთერთ მოწინავე ადგილზეა და მაღალ სარეიტინგო ქულებს ფლობს.

რა განაპირობებს ამ კონტრასტს- რეალობასა და კვლევით დადგენილ ციფრებს შორის და როგორ ხდება ამ კონკრეტული ინდექსის გამოთვლა, რომელიც არც ისე პროგრესული მდგომარეობის ინდექსს პროგრესულად გვიჩვენებს , “თბილისი თაიმსს” ამ საკითხზე ესაუბრა ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან კრიალაშვილი .

„საქართველო სოციალური პროგრესის ინდექსში წელს ჩამოქვეითდა და 146 ქვეყანაში 54- ე ადგილზეა, როცა შარშან 53- ე ადგილზე ვიყავით. რა გახდა ამის მიზეზი და რამ განაპირობა ეს ?

პირველ რიგში,  მეთოდოლოგიას უნდა მიექცეს ყურადღება. ამ შემთხვევაში აღნიშნული ინდექსის გამოთვლისას შედარება ხდება მსგავსი მშპ-ს მქონე ქვეყნებთან, როგორიცაა სომხეთი, პარაგვაი, უკრაინა, ინდონეზია, გვატემალა, ეგვიპტე, ეკვადორი, მოროკო და სხვა. შესაბამისად შედარებისას შეიძლება კონკრეტულ ქვეყნებში რომელიმე პარამეტრი გაუმჯობესებულიყო, რამაც 1 საფეხურით უკან გადაგვწია, თუმცა იმის თქმა, რომ საერთო სურათი შეიცვალა, ამ შემთხვევაში არ იქნებოდა რეალობასთან ახლოს.  რეალური გაუარასება იქნებოდა, თუ სხვა ქვეყნების ჯგუფში აღმოვჩნდებოდით ან/და ამ ქვეყნების მშპ -ს მკვეთრი ზრდა დაფიქსირდებოდა.

რა ძირითადი ფაქტორებით ხდება სოციალური პროგრესის ინდექსის დადგენა და ჩვენ მიერ მიღებული სარეიტინგო ქულა რამდენად მაღალია, ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ?

სოციალური პროგრესის ინდექსი ისეთ პარამეტრებზეა დაფუძნებული, როგორიცაა ადამიანისთვის საჭირო საბაზისო საჭიროებები- მაგალითად კვება და ძირითადი მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელიც ამავდროულად დაკავშირებულია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციური დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.  წყალი და სანიტარია, ასევე ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობა, ბუნებრივი აირის კომპონენტიც არის გათვალისწინებული და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა- რომლის პარამეტრიც, სამწუხაროდ გაუარესებულია. ამავე ჯგუფში შედის პოლიტიკური მოტივით მკვლელობა და კრიმინალის ზრდა – რომელიც ასევე დაფიქსირებულია და შესაბამისად ამ კომპონენტში უკან დავიხიეთ.

მეორე ძირითადი მაჩვენებელია  კეთილდღეობა რომლის ძირითად პარამეტრს წარმოადგენს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, საშუალო განათლების მაჩვენებელი და ა.შ. -ამ მაჩვენებელში დავწინაურდით ჩვენ. ქვეპარამეტრია ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, დამოუკიდებელ მედია საშუალებებზე წვდომა- ამ პარამეტრში მდგომარეობა გაუმჯობესდა. ასევე გაუმჯობესებულია ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. რასაც ვერ ვიტყვით გარემოსდაცვით კომპონენტებზე, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვსა და ემისიებზე.

მესამე ძირითად ფაქტორს წარმოადგენს  შესაძლებლობები- აქ შედის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა პოლიტიკური უფლებები, რელიგიის თავისუფლების ხარისხი, ქალთა უფლებები, კანონის უზენაესობა, დასაქმება, ადრეულ ასაკში ქორწინება, კორუფცია, სექსუალურ მცირესობათა უფლებები, გენდერული თანასწორობა და საერთაშორისო რეიტინგებში უმაღლესი სასწავლებლების ადგილი.

მნიშვნელოვანია ასევე უფლებებისა და თავისუფლების ხარისხი, პოლიტიკური უფლებები, კანონის უზენაესობა, რელიგიის თავისუფლება, ქალთა უფლებები.

ერთერთი კრიტერიუმი, რომლითაც ყველაზე უკან ვართ სარეიტინგო სიაში ეს არის პირადი უსაფრთხოება, სადაც ჩვენი ქვეყნის სარეიტინგო ქულა 60, 08- ია და 87 ადგილზე ვიმყოფებით. რა იგულისხმება პირად უსაფრთხოებაში და რა პრობლემები და გამოწვევები გვაქვს ამ კუთხით ?

ეს პარამეტრი არის შემადგენელი ნაწილი ძირითადი ადამიანის საჭიროებების კომპონენტის.  ეს ქვე პარამეტრი მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა წამება და პოლიტიკური ნიშნით მკვლელობა, კრიმინალი და საგზაო უსაფრთოხება.  ყველა ამ კომპონენტში უკან გადავედით, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია სწორედ 87ადგილი.  მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება საგზაო უსაფრთოხბასთან დაკავშირებით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, მაჩვენებელი არ იკლებს. აღიარებული დანაშაულები, ასევე გახმაურებული და გამოუძიებელი მკვლელობა-თვითმკვლელობები, ბუნებრივია, რომ ზემოქმედებას მოახდენდა და მოხვდებოდა ამ მაჩვენებლებში. 

რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეფასება ქვეყნის განვითარების ძლიერი და სუსტი მხარეების წარმოსაჩენად და ხარვეზების გამოსასწორებლად და როგორ ხდება ამის გათვალისწინება ?

ნებისმიერი რეიტინგი, კვლევა, რომელიც აღიარებული და საერთაშორისოა, ქმნის ქვეყნის იმიჯს შესაბამისი მიმართულებით, ამიტომ მთავარი გამოწვევა, რომელიც ამ და სხვა კვლევებიდანაც იკვეთება, ესაა ჩვენი ეკონომიკური ზრდა, ( ამ კვლევის საფუძველიც ხომ მშპ-ს კომპონენტია) . შესაბამისად სწორი და სწრაფი ეკონომიკური განვითარება ხელს შეუწყობს ყველა იმ კომპონენტის გაუმჯობესებას, რომლითაც აღნიშნული ინდექსის გამოთვლა ხდება.

კრიმინალის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი, ხომ ადამიანის ფინანასური მდგომარეობაა, შემოსავლის სიმწირე და უმუშევრობა. როდესაც თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, უმთავრესია, გავითავისოთ, რომ ნებისნიერ სფეროს ჭირდება მეტი თავისუფლება უკეთესი განვითარებისთვის, ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში. იქნება ეს მედია, ვაჭრობა, განათლება თუ სხვა.  განათლების დონის ზრდა და უკეთეს განათლებაზე ხელმისაწვდომობაც ბუნებრივია საზოგადოების ცნობიერებას აამაღლებს და შესაბამისად შემცირდება  როგორც დანაშაულებები, ასევე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და სხვა. დიახ, გამოსავალი მხოლოდ სწრაფ და სწორ ეკონომიკურ განვითარებაშია. „

ანა ურუშაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

,,ღმერთის მოციქული იყო, ნამდვილად… გელათიდან ქუთაისში ლიანდაგით ჩადიოდა, გზად რომ მანქანა არავის გაეჩერებინა და არ წაეყვანათ…” – ემოციური პოსტი მამა იოსებზე

,,ღმერთის მოციქული იყო, ნამდვილად… გელათიდან ქუთაისში ლიანდაგით ჩადიოდა, გზად რომ მანქანა არავის გაეჩერებინა და არ წაეყვანათ…” – ემოციური პოსტი მამა იოსებზე

3 years ago
თბილისის ქუჩების სახელები, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ

თბილისის ქუჩების სახელები, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ

7 years ago
საქართველოდან ევროკავშირში აგროსურსათის ექსპორტი გაიზარდა

საქართველოდან ევროკავშირში აგროსურსათის ექსპორტი გაიზარდა

8 years ago

პროექტის „წიგნი ყველა სოფელს” პრეზენტაცია მოეწყო

10 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by