• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მერიის პროექტი, რომელმაც არ გაამართლა

7 years ago
in საზოგადოება
A A
მერიის პროექტი, რომელმაც არ გაამართლა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

არსებული სტატისტიკის თანახმად , ჩვენ ქვეყანაში უსახლკარო ადამიანთა რიცხვი საგანგაშოდ მაღალია. ეს პრობლემა უკვე წლებია ჩვენ საზოგადოებას აწუხებს, სხვადასხვა სოციალური პროექტი თუ პროგრამა კი მის მოგვარებას და დაბალანსებას ისახავს მიზნად,

ერთერთი ასეთი სოციალური წამოწყება, რომელიც თბილისის მერიას და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს ეკუთვნის, 2008-2012 წლებიდან ფუნქციონირებს და სოციალური საცხოვრისის სახელითაა ცნობილი. პროექტის ერთერთ მიზანს წარმოადგენდა გრძელვადიანი სოციალური საცხოვრისის ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფდა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, დევნილ და უსახლკარო მოსახლეობას, მათი გაძლიერებისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის.

ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა კვლევის ანგარიში გამოქვეყნა, რომელშიც დეტალურადაა განხილული ის ხარვეზები, რაც სოციალური საცხოვრისის პროგრამაში ფიქსირდება. კვლევის შედეგები საკმაოდ საყურადღებო და საგანგაშოც კია. იმის მაგივრად რომ რეალურად ამ სოციალურმა ინიციატივამ ცხოვრება გაუიოლოს უსახლკარო და მიუსაფარ ადამიანებს, ის მხოლოდ ფასადური ხასიათისაა და მეტ პრობლემასა და გართულებას ქმნის. კონკრეტულად რა ხარვეზები გამოიკვეთა სოციალურ საცხოვრისში და რა უნდა გაკეთდეს უსახკლარობის კომპლექსური პრობლემის მოსაგვარებლად, ამ საკითხებზე “თბილისი თაიმსს” ესაუბრა ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ლელა გვიშიანი.

-როგორია ჩვენ ქვეყანაში უსახლკარო ადამიანების სტატისტიკა და რამდენად მაღალია ეს მაჩვენებელი, ანუ ზოგადად ეს პრობლემა რომ შეაფასოთ ?

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ უსახლკარო პირთა რაოდენობის შესახებ ერთიანი სტატისტიკური ინფორმაცია არ არსებობს, რაც პრობლემაა. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებას წარმოადგენს, რის გამოც თვითმმართველ ერთეულებს არ გააჩნიათ ერთიანი მიდგომა და უმეტეს მუნიციპალიტეტში საერთოდ არ ხდება უსახლკარო ადამიანებისათვის სტატუსის მინიჭება და სტატისტიკის წარმოება. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მაღალია უსახლკარო პირთა მაჩვენებელი თბილისის მუნიციპალიტეტში.

რა წარმოადგენს მერიის მიერ შექმნილი სოციალური საცხოვრისის მიზანს და თქვენი შეფასებით, რამდენად ემსახურება ის ამ მიზანს?

სოციალური საცხოვრისის, როგორც უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშნელოვანი ინსტრუმენტი არ არის განვითარებული საქართველოში. თბილისის ტერიტორიაზე 2009 წლიდან მოქმედებდა და დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში, რომელიც მნიშვნელოვანი მაგალითი იყო ამ დრომდე. სოციალური საცხოვრისის სათანადო ფუნქციონირებას წლების მანძილზე ბევრი გამოწვევა ჰქონდა, მათ შორის, ბენეფიციართა გაძლიერებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების მიზნით გასაწევი ღონისძიებების არასაკმარისობა და სისუსტე. 2016 წლიდან საცხოვრისი სამართავად გადაეცა ააიპ თბილისის მუნიციპალური თავშესაფარს, რის შემდგომაც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შესუსტდა საცხოვრისში მცხოვრებთა სამართლებრივი გარანტიები.

თქვენ მიერ წარმოდგენილ კვლევაში, რომელიც სწორედ ამ საცხოვრისის შესწავლას ისახავდა მიზნად, გამოვლინდა პროგრამის ხარვეზები. მათ შორის გამოყოფილია სამართლებრივი გარანტიების გაუარესება. რომ განგვიმარტოთ, რა იგულისხმება ამ სამართლებრივ გარანტიებში და გარდა ამისა, კიდევ რა პრობლემები შეექმნათ სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს ?

სოციალური საცხოვრისის ააიპ თბილისის მუნიციპალური თავშესაფრისათვის გადაცემის შემდგომ დაიწყო ბენეფიციართა უსახლკარო პირთათვის გათვალისწინებული კრიტერიუმებით შემოწმება და მათთვის უსახლკარო პირების სტატუსის მინიჭების პროცესი. ბენეფიციარებს ზეპირად განუმარტეს, რომ მათ უნდა გაევლოთ აღნიშნული პროცედურა და მიეღოთ უსახლკარო პირთა სტატუსი. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ბენეფიციართა საცხოვრისში ცხოვრების თითქმის ათწლიანი გამოცდილება და ისეთი გარემოებების გამოც უთხრა უარი ბენეფიციარებს უსახლკაროდ რეგისტრაციაზე, როგორიცაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის არარსებობა. ბენეფიციარების გარკვეულ რაოდენობას სხვადასხვა ტექნიკური მიზეზით უარი ეთქვათ უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე, რაც შემდგომში მათი საცხოვრისით სარგებლობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
რაც შეეხება სამართლებრივ გარანტიების გაუარესებას, ახალი ხელშეკრულებით მნიშვნელოვნად არის დასუსტებული თავად საცხოვრისით სარგებლობის გარანტია, რამდენადაც სახელმწიფო იტოვებს უფლებამოსილებას სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამოც, ანდა საჭიროების შემთხვევაში ცალმხირვად შეწყვიტოს კონტრაქტი და ბენეფიციარებს მოსთხოვოს საცხოვრისის დატოვება, იმის მიუხედავად ექნებათ თუ არა მათ საცხოვრისით სარგებლობის საჭიროება.

თქვენი აზრით, რა გახდა ამ სოციალური პროგრამის წარუმატებლობის მიზეზი და შესაბამისი უწყებების მხრიდან თუ მოჰყვა რეაგირება თქვენ მიერ გამოკვეთილ პრობლემებსა და ხარვეზებს ?

საცხოვრისის არსებობა თავისთავად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება და გაძლიერება. სოციალური საცხოვრისის გამართული და შედეგიანი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვეთა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ხელშეწყობა განათლების, დასაქმებისა და სხვა მექანიზმებით. შესაბამისად, სოციალური საცხოვრისის მთავარი იდეაა გარდა თავშესაფრის გადაცემისა, ბენეფიციარები გააძლიეროს და გახადოს მეტად სოციალურად ფუნქციონირებადი, იმისთვის რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება. სოციალური საცხოვრისის ფუნქციონირება ამ პერიოდის მანძილზე რეალურად მხოლოდ საცხოვრისის გადაცემით შემოიფარგლა, რაც მნიშვნელოვანი პრობლემა იყო.

რა უნდა გაკეთდეს სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემების დასაძლევად და ბენეფიციარების შესაბამისი სერვისით უზრუნველსაყოფად ?

ჩვენი რეკომენდაციებია: გაძლიერდეს და განვითარდეს შვეიცარიის განვითარების ფონდისა და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის – სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“ შექმნილი სერვისი და დაიბრუნოს მან სოციალური საცხოვრისის შინაარსი, რაც გულისხმობს მდგრადი და გრძელვადიანი საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისის არსებობას და ბენეფიციარებისათვის სათანადო და სრულფასოვანი სახელმწიფო მხარდაჭერითი სერვისების მიწოდებას;
თბილისის მუნიციპალიტეტმა პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით ინტენსიურად დაიწყოს ფინანსური რესურსების მობილიზება სოციალური საცხოვრისის პროგრამის განვითარების მიზნით, რაც გულისხმობს ახალი საცხოვრისების მშენებლობას, მათ მართვას სოციალური საცხოვრისის კონცეფციის საფუძველზე, უსახლკარო შინამეურნეობებისათვის საკმარისი და სათანადო სოციალური საცხოვრისის სერვისების შეთავაზების მიზნით.

ანა ურუშაძე

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

36 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 78 ათას ტონამდე ყურძენი

11 years ago
სანქცირებულია 3 რუსი ოლიგარქი და 5 ბანკი – ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება  

სანქცირებულია 3 რუსი ოლიგარქი და 5 ბანკი – ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება  

4 years ago

გიორგი კვირიკაშვილი: “პრემიერის გადადგომაზე, ტაიმერი რამდენიმე წელი არ დარეკავს”

8 years ago
სინოდის სხდომა ხვალ გაიმართება

სინოდის სხდომა ხვალ გაიმართება

12 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by