• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ იწელება დროში შვილად აყვანის პროცესი ?

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
რატომ იწელება დროში შვილად აყვანის პროცესი ?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შვილის აყვანა დღემდე ერთერთ ყველაზე რთულ და ხანგრძლივ პროცესად ითვლება. ათასობით ადამიანი რიგში დგას და ელოდება დადებით პასუხს ბავშვის შვილებასთან დაკავშირებით. ეს იმ ფონზე, როდესაც ბავშვთა სახლში უამრავი ბავშვი ოჯახური მზრუნველობის გარეშე იზრდება და მშობლებსა და სახლზე ოცნებობს.

შვილად აყვანის უფლებამოსილი ორგანო არის სოციალური მომსახურების სააგენტო. სწორედ ამ უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული იმ მოთხოვნების სია, რომლებსაც ოჯახი და მშობლები უნდა აკმაყოფილებდეს და ასევე იმ პროცედურების აღწერა, რისი გავლაც შვილის აყვანის მსურველებს უწევთ.

საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი უნდა წარუდგინოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სააგენტო ასევე განსაზღვრავს იმ დოკუმენტაციასაც, რომელიც უნდა იქნეს შევსებული შვილად აყვანის პროცესში.

ხშირად საუბრობენ შვილად აყვანის პროცესის გაჭიანურებასა და გაწელილ პროცედურებზე. იმაზე ყველა თანხმდება, რომ ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო და სართხილო პროცესია, რომელიც დიდ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა წლობით ლოდინი და ბიუროკრატიული პროცედურების სიმრავლე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ამ პროცესების მიმართ.

როგორია უცხოეთში გაშვილების პროცედურები და რატომ იწელება დროში ბავშვის შვილად აყვანის სასიკეთო საქმე, თბილისი თაიმს ამ საკითხებზე პასუხი სოციალური მომსახურების სააგენტოში გასცეს.

„ –  რა ძირითადი პროცედურებისგან შედგება გაშვილების პროცესი და რა პერიოდს მოიცავს იგი დაახლოებით ?

მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

ვინ არ შეიძლება იყოს მშვილებელი პირი :

ა) პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა მინდობით აღსაზრდელი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;

ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეეზღუდა მშობლის უფლება- მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;

გ) რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის (მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით) გამო მშობლის მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს;

დ) რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირისა.

შვილად აყვანის მსურველმა პირმა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს განაცხადთან ერთად უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ქორწინების მოწმობის ასლი – ქორწინების შემთხვევაში; განქორწინების მოწმობის ასლი – განქორწინების შემთხვევაში; გარდაცვალების მოწმობის ასლი – მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;

დ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს ამ ინფორმაციას);

–რა შეზღუდვები არსებობს ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით ?

ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი შეზღუდვები:

  • აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე; აკრძალულია შვილად აყვანის მსურველ პირსა/მშვილებელსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მშობელს (მშობლებს) ან სხვა კანონიერ წამომადგენელს შორის წინასწარი მოლაპარაკება ან გარიგება შვილად აყვანის მიზნით, აგრეთვე ბავშვის, ბავშვის გაშვილების მსურველი პირის ან შვილად აყვანის მსურველი პირის/მშვილებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ან გავრცელება.

აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთი ქმედებისთვის ხელის შეწყობა.  მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა.

მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

  • დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და-ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;
  • მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
  • საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მშვილებელს (მშვილებლებს ), რომელიც (რომლებიც) იმავდროულად არის (არიან) უცხო ქვეყნის მოქალაქე (მოქალაქეები), რეესტრში აღრიცხულ გასაშვილებელ ბავშვს არ შესთავაზებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვი არის საერთაშორისო შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი ან მშვილებელი (მშვილებლები) არის (არიან) გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი (ნათესავები) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ” ქვეპუნქტით დადგენილ პირთა წრიდან.

-ბავშვის გაშვილება საზღვარგარეთ- ამ კონკრეტულ პროცესზე რას გვეტყვით, როგორია პროცედურები და რამდენა ხშირია ?

საქართველოში საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატი, რომელიც ამავე ურთიერთობებში არის ცენტრალური ორგანო

საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ.

თუ საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვისთვის მშვილებლები ( მშვილებელი) საქართველოში ვერ მოინახა, ცენტრალური ორგანო იწყებს ამ ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის პროცედურას
თუ ბავშვი მისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებიდან 8 თვის განმავლობაში საქართველოში ვერ გაშვილდა, იმავდროულად დადგინდა, რომ უცხო ქვეყანაში გაშვილება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება, ცენტრალური ორგანო საკუთარი ინიციატივით ამზადებს გასაშვილებელი ბავშვის შესახებ ანგარიშს და მას კომპეტენტურ ორგანოს წარუდგენს.

დადგენილი ვადა (8 თვე) არ ვრცელდება შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირზე.

თუ მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაადგენს, რომ საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველი მიმღებ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირები ( პირი) აკმაყოფილებენ (აკმაყოფილებს) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მზად არიან (არის) ბავშვის შვილად აყვანისთვის, იგი ცენტრალურ ორგანოს უგზავნის ანგარიშს. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) ვინაობის, წარმომავლობის, სოციალური გარემოს, კანონთან კონფლიქტის არსებობის/არარსებობის, სამედიცინო ისტორიის, ბავშვის შვილად აყვანისთვის საჭირო უნარების და სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის მახასიათებლების (ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სქესი, რელიგიური კუთვნილება, წარმომავლობა, ეროვნება) შესახებ.

განცხადებაში შვილად აყვანის მსურველმა უნდა მიუთითოს შვილად ასაყვანი ბავშვის სქესი, ასაკი და ბავშვის შესახებ შემდეგი მონაცემები:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ბავშვის წარმომავლობა;
  • რელიგია;
  • სხვა.

თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს (პირს) სურთ (სურს) შვილად აიყვანონ (აიყვანოს) საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვი, რომელიც მათი (მისი) ნათესავია, ცენტრალური ორგანოსთვის გაგზავნილ ანგარიშს უნდა დაერთოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 ხშირად შვილად აყვანის პროცესი დროში იწელება არა მხოლოდ პროცედურების სირმავლის გამო , ასევე მშოლების განსაკუთრებული მოთხოვნების გამო, ისინი არჩევენ ბავშვის თვალის ფერს ან თმის ფერსაც კი და ამის გამო ელოდებიან ზუსტად ასეთი ბავშვის გამოჩენას. „

ანა ურუშაძე

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

სასკოლო ასაკი, რომელსაც უამრავი რისკ-ფაქტორი ახლავს

სასკოლო ასაკი, რომელსაც უამრავი რისკ-ფაქტორი ახლავს

11 years ago
CNN – კვლევის მიხედვით, ეკრანთან ჯდომის დრო ბავშვებში, ტვინის განვითარების დონეზე მოქმედებს

CNN – კვლევის მიხედვით, ეკრანთან ჯდომის დრო ბავშვებში, ტვინის განვითარების დონეზე მოქმედებს

3 years ago
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის რეგიონის წარმომადგენელს მიხეილ დარჩიაშვილი შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის რეგიონის წარმომადგენელს მიხეილ დარჩიაშვილი შეხვდა

12 years ago
რუსეთში ერთ-ერთი კომპანიის ონლაინ-გაყიდვებიდან იმიტირებული  ღვინოები იქნა ამოღებული

ღვინის ექსპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით გაიზრდა

9 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by