• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის მერიის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ველოსიპედებით გადაადგილების წახალისებაა

7 years ago
in საზოგადოება
A A
თბილისის მერიის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ველოსიპედებით გადაადგილების წახალისებაა
11
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლებში კერძო ავტომანქანების გადაადგილებისა და ველობილიკებზე პარკირების შემთხვევებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ველოსიპედებით გადაადგილების წახალისებაა, სწორედ ამიტომ, ყველა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტში ე.წ. ბასლეინები და ველობილიკებია გათვალისწინებულია.

 „2019 წელს სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისას მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ჩვენი უცხოელი ექსპერტების რჩევებს, მინიშნებებს, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა განხორციელდეს პროექტები, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იყოს კომფორტული, სწრაფი და თავისუფალი. შემთხვევითი არ არის, რომ ავტობუსებისთვის განკუთვნილი გვაქვს სპეციალური ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველაზე კომფორტული. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ჩვენ შევეცდებით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ისარგებლოს კიდევ უფრო მეტი უპირატესობით და შევზღუდოთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარება. პრობლემა ისაა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც ავტობუსის ზოლზე მოძრაობენ ავტომანქანები, რაც დარღვევაა. მინდა, ვთხოვო ირაკლი ხმალაძეს, მჭიდრო კომუნიკაცია გქონდეთ საპატრულო პოლიციასთან, მათი მხრიდან არის სრული მზაობა. საუბარი მქონდა მინისტრ გიორგი გახარიასთან და მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს. თუ საჭიროა, აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რომ დამრღვევები დაჯარიმდნენ. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რათა ადამიანებმა გადაადგილება შეძლონ სწრაფად და კომფორულად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დარღვევაა ასევე ველობილიკებზე ავტომანქანების გაჩერება ან ასეთ შემთხვევებზე რეაგირება ასევე უნდა გამკაცრდეს.

„იგივე დამოკიდებულება მაქვს ველობილიკებთან დაკავშირებით. ეს ხომ ჩვენი ახირება არ არის. ჩვენ მივდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო სტანდარტებით, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია და ახლის გამოგონებას არ ვაპირებთ. გვინდა, ხელი შევუწყოთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს. ველობილიკები იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა იყოს ფეხით გადაადგილების, ველოსიპედით სარგებლობის. ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, გვექნება ის მიდგომები, რაც კოსტავა-შარტავას კონკრეტული მონაკვეთის რეაბილიტაციისას გვქონდა. ჩემი თხოვნა იქნება, ჩართეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც, რომელიც პარკირების მონიტორინგს ახორცხიელებს და ამ მიმართულებით რეგულაციები გავამკაცროთ. თუ გასაზრდელია ჯარიმები, მივიღოთ გადაწყვეტილება, პარლამენტი მზადაა, თუ კანონში გვინდა ცვლილებების შეტანა. ქალაქში უნდა იყოს წესრიგი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულეებისთვის შესაძლებელი იყოს თავისუფალი გადაადგილება, ასევე, ველობილიკების მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მსგავსი პრობლემაა ტაქსის სადგომებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, რეგისტრირებული ტაქსისთვის ქალაქში პირველად გამოიყო სპეციალური ადგილები, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ადგილებზე გაჩერებულია სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებები, რაც ასევე დარღვევაა.

„ესეც დასარეგულირებებლია. როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ის თუ არ აღვასრულეთ, იმ რეფორმას ფასი საერთოდ დაკარგული აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ნიკა გვარამია დააკავეს

ნიკა გვარამია დააკავეს

1 year ago
“ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა ფასდაუდებელია”

“ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა ფასდაუდებელია”

11 years ago
”ვაპირებთ საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე ხუთი საკონტროლი-გამშვები პუნქტის დახურვას”

”ვაპირებთ საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე ხუთი საკონტროლი-გამშვები პუნქტის დახურვას”

12 years ago
“ერთ-ერთი ექიმი ვიყავი მე. პატარა ვიყავი მაშინ…” – რას ამბობს სოფო ჯაფარიძე პროექტ “ღიმილიან საქართველოზე”, რომლის ფარგლებშიც ხალხს კბილები დააძვრეს და აღარ ჩაუსვეს

“ერთ-ერთი ექიმი ვიყავი მე. პატარა ვიყავი მაშინ…” – რას ამბობს სოფო ჯაფარიძე პროექტ “ღიმილიან საქართველოზე”, რომლის ფარგლებშიც ხალხს კბილები დააძვრეს და აღარ ჩაუსვეს

3 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by