• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეჭვი და ეჭვიანობა – ფსიქოლოგის განმარტება

9 years ago
კატეგორია: რჩევები, საზოგადოება
A A
ნანა ჩაჩუა: “ყველა, ვისაც ასეთი აგრესია აქვს, მან  ბავშვობაში გადაიტანა შეურაცხყოფები”
41
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყოველ ადამიანს თავისი შინაგანი სამყარო გააჩნია, რომლის მიღმაც მრავალი ხილული თუ გამოუთქმელი გრძნობა იმალება. ერთ-ერთ გრძნობათაგანი, რომელიც ადამიანს შიგნიდან „ღრღნის“ და ანადგურებს, სწორედ, ეჭვია. რა არის ეჭვიანობა, როგორი თვისებებით ხასიათდება ეჭვიანი ადამიანი და როგორ შეიძლება ამ სენთან გამკლავება, აღნიშნულ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი, ნანა ჩაჩუა ესაუბრა.

ნანა ჩაჩუა: ,,ეჭვს, როგორც ადამიანის ცხოვრების თანამდევ ფენომენს – ხელოვნება, რელიგია და მეცნიერული აზროვნებაც, ერთნაირი ინტერესით ეკიდება.

ეჭვი განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობაა, დიდი ემოციური და ინტელექტუალური დატვირტვა ახასიათებს. ფსიქიატრიაში მას ,,ინტელექტუალურ ილუზიაც“ კი უწოდებენ. ეჭვის გრძნობის აღმოცენება, უმეტსწილად,  პიროვნებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ხელისშემშლელ პირობებს უკავშირდება. როგორც წესი, ამ ე.წ. ხელისშემშლელი ობიექტის ჯერ ძიება და შემდეგ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციები ახასიათებს. ხოლო ეჭვიანობა, ეს არის მტანჯველი, შემაწუხებელი ეჭვის შეტანა  ერთგულებასა და სიყვარულში. იმ შემთხვევაში, თუ ანალიზი და ინტერპრეტაცია არაადეკვატურია ანუ  ობიექტური რეალობიდან არ გამომდინარეობს და მხოლოდ დაავადების სიმპტომებს ან პიროვნულ მახასიათებლებს ემყარება, მაშინ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე და დაუყოვნებლივ სპეციალისტს უნდა მივმართოთ.

ცნობილი გერმანელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი, ფრიც რიმანი, შიზოიდურ, დეპრესიულ, ისტერიულ და კომპულსიურ ადამიანთა ტიპებს გამოყოფს და თითოეულისთვის დამახასიათებელ შიშებს მიუთითებს. დეპრესილ ტიპს პიროვნებად გახდომის შიში აქვს, ისტერიულს-აუცილებლობის, კომპულსიურს-ცვლილების, ხოლო შიზოიდურს-ერთგულების, რაც ყველაზე მეტადსწორედ ერთგული და მისადმი პატივისცემით გამსჭვალული ადამიანების ქმედებების მიმართ დაეჭვებაში გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ შიზოიდური ტიპები მაღალი ინტელექტუალურობით გამოირჩევიან, ემოციური განვითარებით მაინც საგრძნობლად ჩამორჩებიან ისე, რომ ხანდახან უმწეობის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებენ. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი გამუდმებით რთული ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ. ასეთ პიროვნებებს ზომიერი გრძნობები და ადამიანებთან დამოკიდებულების საჭირო თვისებები იმდენად არ გააჩნიათ, რომ მათ თვით ყველაზე მარტივი ურთიერთობაც კი ხშირად პრობლემემს უქმნით. ცხადია, შიზოიდურობა არის გარკვეული ნიშნების მახასიათებელი ფსიქოტიპი და არა დაავადება.

ეჭვი არ არის მხოლოდ პრობლემური მდგომარეობის ნიშანი. არსებობს ე.წ. დეკარტისეული ეჭვიც, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ნეტარი ავგუსტინე (354-430) მიუთითებდა: ,,ყოველი, ვინც შეიცნობს, რომ ეჭვობს, ამას შეიცნობს, როგორც ერთ-ერთ ჭეშმარიტებას“. ნეტარი ავგუსტინეს ამ აზრის განვრცობა და სრული ფორმულირებაა რენე დეკარტეს (1596-1650) საყოველთაოდ ცნობილი განაცხადი: ,,შეიძლება დავეჭვდე ჩემს ირგვლივ არსებული საგნების არსებობაში, მაგრამ მე არ შეიძლება დავეჭვდე იმაში, რომ მე, როგორც მოეჭვე ვარსებობ, რადგან ვეჭვობ ე.ი. ვაზროვნებ და თუ ვაზროვნებ, მაშასადამე ვარ.“

დეკარტისეული ეჭვი, როგორც შემეცნების პირველსაფეხური, აზროვნების უნარის მაუწყებელია. მაშასადამე, მისით იწყება  საგანთა და მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი მიმართების, არსებითის წვდომის, განზოგადოების და უფრო მეტიც, თვითცნობიერების ანუ ადამიანური  არსებობისთვის  უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი. დიახ, როგორც მარტინ ჰაიდეგერი იტყოდა, სწორედ აზროვნებაა ის, რომელსაც ,,სისრულეში მოყავს ყოფიერების მიმართება ადამიანის არსებობის არსთან.“

ეჭვისა და ეჭვიანობის დაკავშირება ადამიანის შინაგან მდგომარეობასთან, კერძოდ არასრულფასოვნების განცდასთან თუ კომპლექსებთან მხატვრული სახეებით კლასიკურადაა ასახული უილიამ შექსპირის ,,ოტელოში“. აფრიკელი მამაცი მავრის დაწყვილება დეზდემონასთან, შემოქმედის საფუძველმოკლებულ ფანტაზიასთან ვერ იქნება დაკავშირებული. ამ შემთხვევაში ეჭვიანობის შინაგანი მზაობის პირობა თავად ოტელოს შავკანიანობაც უნდა იყოს, თუმცა ეს რომ არ არის საკმარისი პირობა, სცენარის განვითარებაში მზაკვრულ ხლართების ლოგიკურად აკინძვის აუცილებლობამაც თვალნათლად დაადასტურა. რამდენი ადამიანის ჩართულობა, რამდენი ტყუილი, რამდენი მიკიბ-მოკიბული სცენარი შეიქმნა იმისთვის, რომ ოტელოს საოჯახო, ტრადიციულ რელიქვიად ქცეული, ცოლ-ქმრული ერთგულების სიმბოლო, დედისგან გადმოცემული ცხვირსახოცი სწორედ ,,კარგად თვალადი“ კასიოს ხელში აღმოჩენილიყო.

ტრაგედია შედგა! ოტელოსა და დეზდემონას სიყვარული ეჭვის მახეში გაება. ეს ის შემთხვევაა, როცა ფაქტი არსებობს ანუ ცხვირსახოცი კასიოსთანაა, მაგრამ  კასიოს ხელში არსებული ცხვირსახოცი,  არამც და არამც, არ უდრის დეზდემონას ღალატს.

ვინ იცის, რამდენი ადამიანის სიმართლე მეტ-ნაკლები ტრაგიკულობით შთაუნთქავს გაურკვევლობის ჯურღმულს, მხოლოდ იმიტომ, რომ  შინაგან იმპულსებს, საკუთარ წარმოსახვებს დაუფარავს განსხვავებული ალტერნატივების არსებობის შესაძლებლობა და კიდევ იმიტომაც, რომ არ ან ვერ ვლაპარაკობთ, სწორად ვერ გამოვთქვამთ ჩვენს გრძნობებს, ჩვენს განცდებსა თუ აზრებს. ვღიზიანდებით, ვეძებთ დამნაშავეს და მცდარი აზრების ქსელში ვხლართავთ საკუთარ ბედნიერებას.

დიახ, მხოლოდ დეკარტისეულ ეჭვს შეუძლია სიკეთე. დანარჩენ შემთხვევაში: ვიდრე გაჭრიდე ანუ ეჭვს შეიტანდე, ასჯერ გაზომე!”

ნინო ზარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share16Tweet10

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026

საინტერესო

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაცია იზრდება

10 years ago
„რაც ამჟამად უკრაინაში ხდება, ევროპის კონტინენტის მაშტაბით ყველა სახელმწიფოზე ახდენს გავლენას“ – ზურაბ იაშვილი

„რაც ამჟამად უკრაინაში ხდება, ევროპის კონტინენტის მაშტაბით ყველა სახელმწიფოზე ახდენს გავლენას“ – ზურაბ იაშვილი

13 years ago

წყალდიდობასთან საბრძოლველად გერმანიამ სამხედრო ძალები ჩართო

13 years ago

„კონკურენტები არ მყავს და ძალიან მინდა, რომ მყავდეს“ – დიზაინერი ზვიად ნადირაშვილი

10 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by