• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ და რა ფასად არის შესაძლებელი ზამთრის კურორტებზე დასვენება

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
როგორ და რა ფასად არის შესაძლებელი  ზამთრის კურორტებზე დასვენება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზამთრის მოყვარულებისთვის ჩვენი ქვეყნის კურორტები მიმზიდველი და ერთერთი საყვარელი ადგილია. როგორც აღიარებენ , საქართველო ზამთრის კურორტებს შორის საუკეთესოა ამიერ კავკასიის ტერიტორიაზე. რაც მთავარია, ყოველწლიურად იზრდება მისი პოტენციალი ამ თვალსაზრისით. იზრდება კურორტების რიცხვი, რომლებიც ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს მრავალფეროვან მომსახურებასა და კომფორტული დასვენებისთვის საჭირო პირობებს სთავაზობნ.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა- თუ რა ღირს დასვენება და კარგი დროის გატარება თოვლიან საკურორტო ზონებში .

როგორც ცნობილი გახდა გუდაურში საბაგიროთი სარგებლობა გაძვირდა. 2018 წლის 1-ლი დეკემბრიდან, 2019 წლის 10 მარტის ჩათვლით, გუდაურის საბაგიროს ერთდღიანი აბონიმენტის ღირებულება უფროსებისთვის 50 ლარი იქნება, შარშან მისი ფასი 40 ლარი იყო. ორდღიანი აბონიმეტი კი უფროსებისთვის, წინა წლის 80 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება. რაც შეეხება სამდღიან აბონიმენტს, იგი შარშანდელი 112 ლარიდან 140 ლარამდე გაძვირდა. საბაგიროთი ერთი ასვლა კი, 7 ლარის ნაცვლად, 10 ლარი ეღირება. 15 დეკემბერს ზამთრის სეზონი ოფიციალურად იხსნება, საინტერესოა როგორი სეზონი გველის და როგორი იქნება ფასების დინამიკა 2019 წელს .

თბილისი თაიმსი ესაუბრა ეკონომისტს , ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს გიორგი კაპანაძეს.

–  რა მნიშვნელობა აქვს ზამთრის კურორტებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და რამდენად აქვს ჩვენ ქვეყანას ეს პოტენციალი ?

– როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის, ტურისტული კურორტების განვითარება, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. როგორც ვხედავთ, ტურიზმი ეკონომიკის ერთ–ერთ წამყვან სექტორად იქცა და ტურისტების რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება.  2018 წლის 11 თვეში ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ 750 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრია და იგი უთანაბრდება მთლიანი ექსპორტისა და რეექსპორტის საერთო მაჩვენებელს. შესაბამისად, ამ მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად და ტურისტების უფრო მეტად მოსაზიდად საჭიროა, როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის კურორტებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მათი განვითარება ყოველწლიურად. ფაქტია, რომ საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ღირსეული ადგილი დაიკავოს ტურისტულ რუკაზე. ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და ის, რომ შეგვიძლია წლის ყველა სეზონზე შესაბამისი კურორტები შევთავაზოთ ტურისტებს. ამიტომაც, ხელისუფლებამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს როგორც უკვე არსებულ საკურორტო ქალაქებზე, ასევე ხელი შეუწყოს სხვა ქალაქების განვითარებასაც. ჩვენი ქვეყნის ფაქტორბრივად ყველა რეგიონი საინტერესოა ტურისტებისთვის, რისი დადასტურებაც ის 8 მილიონი ტურისტია, რომელიც 2018 წლის 11 თვეში ეწვია საქართველოს.

– როგორ შეაფასებთ ზამთრის კურორტებზე არსებული სერვისებისა და მომსახურების ხარისხს და ტურიზმის სფეროში ამის როლს ?

სერვისი და მომსახურების ხარისხი დღემდე ქართული ტურიზმის ,,აქილევსის ქუსლია“. სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვთავაზობთ ისეთ სერვისს ტურისტებს, როგორსაც ევროპის განვითარებული ქალაქები, ან თუნდაც თურქეთი. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტურისტული ბუმი ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს საქართველოში, შესაბამისად ამ მიმართულებით ცოდნა და გამოცდილებაც გვაკლია. მე იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს პერიოდში მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება ჩვენს საკურორტო ქალაქებში და საქართველოდან არცერთი ტურისტი აღარ წავა უკმაყოფილო.

კონკრეტულად ზამთრის კურორტებს რაც შეეხება, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი სათხილამურო ტრასები გვაქვს ჩვენს კურორტებზე და იქ არსებული სერვისიც საკმაოდ ნორმალურია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებული ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად ვითარდება, რაც იმის იმედს მაძლევს, რომ სულ მალე ერთ–ერთი წამყვანი დონის ზამთრის საკურორტო ქალაქები გვექნება.

– როგორც ცნობილია, ძვირდება ფასები სეზონის მოსვლასთან ერთად. რას უკავშირებთ ამ გაძვირებას და კიდევ სხვა სერვისებზე ხომარაა მოსალოდნელი ფასების მატება ?

ბუნებრივია, ფასების ზრდა არ არის კარგი ფაქტი და კარგი იქნებოდა მსგავს ფაქტებს რომ არ ჰქონდეს ხოლმე ადგილი. თუმცა, ალბათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს გარკვეული დასაბუთება თუ რამ გამოიწვია საბაგიროზე ფასების ზრდა, სამწუხაროდ მე ასე დეტალურად არ ვარ ჩახედული საკითხში და არც იმის შესახებ მსმენია, რომ სხვა სერვისებზეც იგეგმებოდეს ფასების ზრდა.

-თქვენი აზრით, როგორი სეზონი გველის ამ ზამთარში და რა ეკონომიკურ მოგებას მოუტანს ქვეყანას წელს ჩვენი ზამთრის კურორტები ?

კონკრეტულ ციფრებზე საუბარი რთულია, თუმცა იმედის ვიტოვებ, რომ წელს საკმაოდ კარგი ზამთრის ტურისტული სეზონი გვექნება. უფრო მეტი ტურისტი ეწვევა ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ეს წინა წლებში იყო და ასევე, მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის განვითარებაც. როგორც აღვნიშნე, ტურიზმი ქართული ეკონომიკის ლოკომოტივად იქცა და იგი ხელს უწყობს ერთის მხრივ ეკონომიკაში თანხების შემოდინებას და მეორეს მხრივ თავად საკურორტო ქალაქების განვითარებას, ადგილობრივი მაცხოვრებლების დასაქმებასა და  შემოსავლების ზრდას.

ანა ურუშაძე

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

„არამგონია მონარქის შენახვა უფრო ძვირი დაჯდეს,ვიდრე პრეზიდენტის“ – გიორგი ოთხმეზური

„არამგონია მონარქის შენახვა უფრო ძვირი დაჯდეს,ვიდრე პრეზიდენტის“ – გიორგი ოთხმეზური

9 years ago
საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს

საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს

9 years ago

საქართველოს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, ალიანსის „პარტნიორობის კალათიდან“ ღია კარის ანუ „გაფართოების კალათაში“ გადავიდა

11 years ago

“დედაჩემისგან არასდროს და არანაირ პირობებში არ გამიგია პატრიარქის განკითხვა”

11 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by