• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბურუსით მოცული თიბისი ბანკის საქმე და საბანკო სექტორი საფრთხის წინაშე

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ბურუსით მოცული თიბისი ბანკის საქმე და საბანკო სექტორი საფრთხის წინაშე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უკვე რამდენიმე კვირაა , რაც თიბისი ბანკის საქმიანობით საგამოძიებო სამსახურები დაინტერესდა. დაკითხულია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. პროკურატურის განცხადებით, ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის. თუმცა გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს გულისხმობს. კერძოდ, საქართველოს ერთერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს გამოძიება შემოსავლების ლეგალიზაციას ანუ ფულის გათეთრებას ედავება.

საქმე ეხება, ათი წლის წინ განხორციელებულ ოპერაციებს და ეჭვებს, რომელიც გამოძიებას გასული წლის ბოლოს გაუჩნდა ბანკის საქმიანობასთან და მის კანონიერებასთან დაკავშირებით. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი მიიღო. ასევე გამოძიების დეტალებიდან ირკვევა, რომ კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა”, ეს სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა. ხოლო 2012 წელს, კომპანიების მიერ სესხის თანხის გადახდის გარეშე, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ ჩანაცვლდა. „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და ეს სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.

ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე მედია აქტიურად წერდა დანაშაულებრივ სქემაზე, რომელიც ფინანსურმა მონიტორინგის სამსახურმა გაშიფრა და რომლის მთავარ ფიგურადაც თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იკვეთებოდა, სწორედ ისინი იყვნენ მხილებულნი ფინანსურ მაქინაციებსა და ბანკის კუთვნილი თანხის გათეთრებაში.

რაც შეეხება თავად ბანკის პასუხს, თიბისი ბანკმა გაავრცელა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე დაწერილი განცხადება, სადაც უარყო წაყენებული ბრალდებები და ყურადღება გაამახვილა, ბანკის მიმართ მცდარი ფაქტებით მისი რეპუტაციის შელახვის საშიშროებაზე.

გამოძიება გრძელდება, თიბისი ბანკის ბურუსით მოცული საქმის მიმართ კი კითხვის ნიშნები ჩნდება.  რატომ დაინტერესდა გამოძიება  თიბისი ბანკის დანაშაულებრივი საქმიანობით ათი წლის შემდეგ და არის თუ არა მცდელობა საბანკო სექტორის დარეგულიებისა და გაკონტროლების?

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფლობს საქართველოს ბანკის წილს, კითხვის ნიშნები და ეჭვები თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად მძაფრდება.

აქვს თუ არა ამ უკანასკნელ დეტალს კავშირი მასობრივ გამოძიებასთან, რომელიც საქართველოს ერთერთი უმსხვილესი ბანკის მიმართ დაიწყო და რა ბედი ელის თიბისი ბანკის ათასობით მომხმარებელს მიმდინარე მოვლენებისა და გაურკვევლობის ფონზე, ამ და სხვა კითხვებზე “თბილისი თაიმსს” ესაუბრა ეკონომიკის ექსპერტი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე.

–საკმაოდ აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში თიბისი ბანკის საქმე და მისი დამფუძნებლების დაკითხვაზე დაბარება. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ საქმეზე დაწყებულ გამოძიებას?

ბუნებრივია, თუკი კითხვები არსებობს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, მსგავსი ფაქტები არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში და ავტორიტეტულ ფინანსურ ინსტიტუტებშიც ხდება. თუმცა, როდესაც საუბარია კონკრეტულად თიბისი ბანკის საქმეზე, ამ შემთხვევაში ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

გაუგებარია, რატომ დაიწყო 10 წლის წინანდელ საქმეზე გამოძიება ახლა, ამის შესახებ საგამოძიებო ორგანოები ხომ საკმაოდ დიდი ხნის წინ იყვნენ ინფორმირებულნი. ასევე, ეს არის საკითხი რაზეც თიბისი ბანკი უკვე დაჯარიმებული იყო ეროვნული ბანკის მიერ და მასზე მიმდინარეობს სასამართლო დავა. არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, რასაც პასუხები უნდა გაეცეს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, ვინაიდან საფინანსო სექტორი საკმაოდ სენსიტიურია ნებისმიერი ეჭვის მიმართ და ერთმა გაუაზრებელმა მოქმედებაც კი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზარალოს იგი.

– ბევრი საუბრობს იმ რისკებზე, რაც თიბისი ბანკის ამ გახმაურებულ საქმეს ახლავს, კერძოდ მცდელობა რომ მოხდეს საბანკო სექტორის ფინანსური კონტროლი. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს საფრთხე და აისახება თუ არა კონკრეტული ფაქტი მთლიან საბანკო სექტორსა და მის განვითარებაზე ?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის წამყვან საფინანსო ინსტიტუტზე, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა და ქმნიდა საკუთარ იმიჯს. შესაბამისად, თუკი ერთი არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად იგი დაზარალდება, ბუნებრივია, ეს უარყოფით ასახვას ჰპოვებს ბაზრის სხვა მოთამაშეებზე, მთლიანად საფინანსო სექტორზე და ქვეყნის ეკონომიკაზეც კი.

საბანკო სექტორი, ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებული  სექტორია, ორი წამყვანი ბანკი, მათ შორის თიბისი ბანკიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეც კი არიან წარმოდგენილნი, შესაბამისად ყოველი გაუზრებელი და დაუსაბუთებელი ქმედება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოს საინვესტიციო იმიჯსაც.  ინვესტორები პირველ რიგში სწორედ საფინანსო სექტორით ინტერესდებიან და ამდენად, ნებისმიერი ზიანი რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორს მიადგება, აუცილებლად ასევე პირდაპირ და ირიბ ასახვას ჰპოვებს არასაფინანსო სექტორზეც.

ამიტომაც, მეტი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც საკითხი საბანკო–საფინანსო ინსტიტუტებს ეხება, ვინაიდან არ არსებობს ეკონომიკის არც ერთი სხვა სექტორი, რომელშიც პრობლემების შექმნა ისევე სწრაფად და მასშტაბურად გადაედინება ეკონომიკის სხვა დარგებში, როგორც ეს საბანკო სექტორის შემთხვევაში ხდება.

 -თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა თიბისი ბანკის მომხმარებლებსა და მათ ანაბრებს საფრთხე და როგორ აისახება თავად ბანკის იმიჯზე საგამოძიებო მოქმედებების დაწყება ?

იმედს ვიტოვებ, რომ საგამოძიებო ორგანოები გაითვალისწინებენ აღნიშნულ რისკებს, არსებულ კითხვებს გაეცემა პასუხები და არ დაზარლდება არც ბანკი და არც მისი მომხმარებელი.

ამ ეტაპზე იმის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ თიბისი ბანკის მეანაბრეებს რაიმე საფრთხე ემუქრებოდეთ. მით უფრო, რომ ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, რომლის ფასიც დღემდე არ დაცემულა, ბანკს ჰყავს ისეთი საერთაშორისო ინვესტორები, როგორებიცაა EBRD  და  JPMorgan, შესაბამისად მეანაბრეები ყოველმხრივ დაცულები არიან და ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება მომავალშიც.

ანა ურუშაძე

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევიდან, ერთი მედპერსონალია

6 years ago
რა მდგომარეობაა დღეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში?

რა მდგომარეობაა დღეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში?

13 years ago
P Diddy-ს ჰოლივუდური სკანდალი – საქმის ფიგურანტთა სია იმდენად დიდია, რომ მასში პოლიტიკოსებიც ფიგურირებენ

P Diddy-ს ჰოლივუდური სკანდალი – საქმის ფიგურანტთა სია იმდენად დიდია, რომ მასში პოლიტიკოსებიც ფიგურირებენ

2 years ago
„ბავშვი ახლაც შოკშია, ჰყვება, რომ წყალში არც ერთი კარი არ გაიხსნა“ – რას წერენ ბორჯომში მომხდარ ტრაგედიაზე

„ბავშვი ახლაც შოკშია, ჰყვება, რომ წყალში არც ერთი კარი არ გაიხსნა“ – რას წერენ ბორჯომში მომხდარ ტრაგედიაზე

4 years ago

ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, შემთხვევის დროს...

მეტის ნახვაDetails
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს 10/20/2026
  • ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს 10/20/2026
  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by