• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, September 24, 2023
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ანალიტიკა

რა მდგომარეობაა დღეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში?

2014/02/18
in ანალიტიკა
Reading Time: 2 min
რა მდგომარეობაა დღეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში?
13
SHARES
179
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

  თანამედროვე ეპოქაში ქართულ ლიტერატურას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. რთულია ეპოქალური ქართველი მწერლების, პოეტების, საზოგადო მოღვაწეთა ფონზე თანამედროვე მწერალთა და პოეტთა არსებობა, საკუთარი სიტყვის თქმა და დამკვიდრება, მაგრამ ამას მაინც ახერხებენ და ამბობენ საკუთარ სათქმელს, ამკვიდრებენ საკუთარ სტილს და ინდივიდუალიზმსაც ინარჩუნებენ. მათი აზრის მოსმენა და გავრცელება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ვინაიდან ეს ახდენს ზეგავლენას საერთო ეროვნულ გემოვნებაზე, სტილზე და იდენტობაზე, რომელიც ასე გვჭირდება ქართველებს და ინტერნეტის ეპოქაში ძნელი მისაღწევია. ქართული ლიტერატურის საკითხებზე ,,თბილისი თაიმსს“  პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი მურად მთვარელიძე ესაუბრა.

ბატონო მურად რა მდგომარეობაა დღეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში და როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ?

466526_383380481693961_222248783_oდღეს საქართველოში უამრავი გამომცემლობაა და ადამიანები ყოველგვარი ცენზურის, გარკვეული წინაპირობების გარეშე ბეჭდავენ წიგნებს. რასაკვირველია იბეჭდება კარგი და აგრეთვე ნაკლებხარისხიანი წიგნები. მაგრამ ვფიქრობ, რომ ადვილად გასარჩევია რომელი წიგნია მნიშვნელოვანი, რითია მნიშვნელოვანი. მხედველობაში მაქვს რამდენიმე მიმართულება, როგორც პოეზია, ასევე მხატვრული ლიტერატურა და სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა. გამოდის ძალიან ბევრი წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა. ეს უნდა წაიკითხოს ახალგაზრდობამ, რომ მათ ელემენტარულად ჰქონდეთ გათვითცნობიერებული თუ საიდან მოდის, როგორია მისი ძირი, რადგან ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი წიგნები გამოიცემა დღეს საქართველოში.

უნდა კონტროლდებოდეს თუ არა დღეს წიგნების გამოცემა და რა ხერხებით შეიძლება მოხდეს ეს?

გარკვეულწილად ალბათ უნდა კონტროლდებოდეს, რადგან მე მინახავს ისეთი წიგნებიც, რომლებიც ძველად არ დაიბეჭდებოდა. არ მისცემდნენ უფლებას. რასაკვირველია მე არ ვარ ცენზურის მომხრე, მაგრამ რაღაც ჩარჩოებში, გარკვეულ კრიტერიუმებში უნდა ჯდებოდეს. როგორც პოეზია, აგრეთვე რასაკვირველია პროზაც ამას მოითხოვს. სამეცნიერო ლიტერატურას თავისი მკაცრად განსაზღვრული მიმართულება გააჩნია და მას თავისი შემფასებლებიც მეტად ჰყავს.

სახელმწიფოსგან რა სახის ხელშეწყობა სჭირდებათ მწერლებს?

იცვლება დრო, კრიტერიუმები და მიდგომა მწერლობისადმი. დღეს ფაქტობრივად სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით განსხვავებით ადრენდელი პერიოდისაგან. დღეს თითქმის ყველა გამომცემლობა კერძოა, ამიტომ ვფიქრობ ისინი უყურებენ წიგნებს კომერციული თვალსაზრისით. მათთვის რამდენად უფრო მეტის მომტანია, რომელიმე წიგნი და არ უყურებენ მეორე მხარეს თუ რამდენად საჭიროა, თუ არაა საჭირო. კონკრეტულად არ დავასახელებ ავტორებს, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რამდენიმე ავტორი და რამდენიმე წიგნი, რომელიც ზნეობის ფარგლებში ნამდვილად არ ჯდება, მაგრამ არის ძალიან ,,პოპულარული“, რადგან თავის დროზე გამომცემლობებმა იზრუნეს დიდი ტირაჟით გამოეცათ. რასაკვირველია ამ საქმეში სახელმწიფო უნდა ერეოდეს. ეს არ უნა იყოს ცენზურა, რადგან ცენზურა არის მწერლისთვის ყველაზე ცუდი და დამღუპველი, მაგრამ რაღაც კრიტერიუმების განმსაზღვრელი აუცილებლად უნდა იყოს რომელიმე უწყება, რომელსაც გამოივლის წიგნი და მისცემს ვიზირებას. შესაძლოა ვინმე შემომედაოს და თქვას სადაა თავისუფლება, მაგრამ თავისუფლება არ გულისხმობს იმას, რომ ლიტერატურაში შემოვიტანოთ ის, რაც ადამიანის ზნეობრივ გადაგვარებას ხელს შეუწყობს. ლიტერატურა ყოველთვის იყო, რჩება და უნდა იყოს ადამიანის სულიერი ამაღლების საშუალება. ეს ცნობილია და ამაზე არც უნდა ვიდაოთ, მაგრამ არის დღევანდელი ავტორებისა და წიგნების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ამ ზნეობრიობაზე უარყოფითად მოქმედებს.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს კომერციაზე გათვლილ ლიტერატურას?

დადებითი შეიძლება იყოს ავტორებისა და გამომცემლობებისთვის. განსაკუთრებით მაინტერესებს ახალგაზრდა მკითხველი. ძალიან კარგად ვიცით, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა უმრავლეს შემთხვევაში წიგნს არ კითხულობს. ის მიეჯაჭვა კომპიუტერს და ჩაანაცვლა კომპიუტერმა წიგნი. ვისაც ეს უნდა კომპიუტერის მეშვეობითაც კითხულობს, ბუნებრივია აქედან გამომდინარე არ ვასახელებ ავტორს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეულ ზნეობრივ მიმართულებას უნდა აძლევდეს მკითხველს და ახალგაზრდობას წიგნი.

როგორ ფიქრობთ როგორ უნდა წარიმართოს განათლების რეფორმა, რომ ახალგაზრდობა დაუბრუნდეს წიგნს?

განათლებას მართლაც სჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმა. დღევანდელ განათლების სისტემასთან დაკავშირებით იმედი მაქვს გაცრუებული, რადგან მეგონა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ქართულ სკოლაში რაღაც შეიცვლებოდა და უფრო სხვა მიმართულებას მიიღებდა ქართული სკოლა. ჩემდა სამწუხაროდ ამას ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ ელემენტარულად, როდესაც პროფესიონალები გამოყავთ სკოლიდან და დირექტორების საკონკურსო შედეგებიც ამის მანიშნებელია, რომ კომისია შემთხვევით ადამიანებზე ახდენს არჩევანს და უარს ეუბნება მას ვინც მასწავლებლის სახეა. სკოლის ხელმძღვანელი აუცილებლად უნდა იყოს პედაგოგი და თუ ეს არ იქნება და სკოლის ხელმძღვანელი იქნება სხვა პროფესიის წარმომადგენელი, სკოლაში ის ვერ გააკეთებს იმას რასაც გააკეთებს პედაგოგი. როდესაც პროფესიონალი იქნება სკოლაში და ის წარმართავს ამ პოლიტიკას მის მოსწავლეებსაც ეყვარებათ წიგნი.

თქვენი აზრით რა სახის პროპაგანდაა დღეს ქართულ ლიტერატურაში?

ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ლიტერატურა გავიდეს ევროპულ სტანდარტებზე, მაგრამ ჩვენ ვართ ყველაფერში მაქსიმალისტები. ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ევროპულ სივრცეში გასვლამ გამოიწვიოს ეროვნულის უკუგდება. ჩემდა სამწუხაროდ მომისმენია და სოციალურ ქსელებშიც წამიკითხავს, რომ თითქოს მწერლების ერთ ნაწილს გაუჩნდა აგდებული დამოკიდებულება პატრიოტული თემისადმი. თუ მწერალი, პოეტი პატრიოტულ თემაზე წერს მყვირალა თემებად მოიხსენიებენ მას. ჩვენთან ევროპულ სივრცეში გასვლა მოიაზრება, რომ წერო თანამედროვე, ცოტა ვულგარული ტერმინებით. რასაკვირველია ეს ასე არაა. ბუნებრივია გარკვეული ცოდნა მაქვს ევროპულ ლიტერატურაში და გარკვეულწილად ვიცი რა პროცესებიც მიმდინარეობს. რაღაც სენი არსებობს რასაც მოიხდის ესათუის ქვეყანა, მაგრამ არსებობს მარადიული კრიტერიუმები, რომელსაც არასდროს არ უნდა უღალატოს ადამიანმა და ეს მარადიული კრიტერიუმი უნდა იყოს ყველასათვის ამოსავალი. მიმაჩნია, რომ უნდა გავიდეთ ევროპულ სივრცეში, მაგრამ არ უნდა მოხდეს ეროვნული კონტექსტიდან ამოვარდნით.

რა განსაკუთრებული ნიშანთვისება ახასიათებს ამ ეპოქაში თანამედროვე ქართულ ლიტერატურას?

ამ ეპოქისთვის ქართულ ლიტერატურაში დამახასიათებელია განსაკუთრებული სწრაფვა თავისუფალი ლექსისაკენ პოეზიაში. იგივე თეთრი ლექსი, ველიბრი არაა ახალი ქართული მწერლობისთვის თუმცა ის არ იყო არასოდეს წამყვანი ქართული ლიტერატურისათვის, მეც დამიწერია ამ ფორმით. ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან კარგი პოეტი სოსო ნადირაძე წერდა სოციალურ ქსელში, რომ თანდათან ქართველი მწერლები ისევ უბრუნდებიან რითმიან ლექსსო და თავად ფაქტიც ძალიან მესიამოვნა. მგონია, რომ ლექსი არის სწორედ ის მუსიკალობაც, რითმიც,  და აზრიც ერთმანეთს შეწყობილი. ფილოსოფიული ტრაქტატი ყველას არ შეუძლია წეროს, თუკი ვინმეს ეს უნდა და მას ლექსის ფორმას მისცემს ის უნდა ექვემდებარებოდეს პოეზიას. ქართველი კაცისათვის კი ძირი, ამოსავალი არის რითმიანი ლექსი და იქ სხვანაირად გრძნობს  თავს ქართველი პოეტიც და ქართველი მკითხველიც.

რა მდგომარეობაა ქართულ საბავშვო ლიტერატურაში და როგორ შეაფასებდით მას?

მგონია, რომ საბავშვო ლიტერატურაში ბევრად უკეთესი სიმპტომები იკვეთება. საბავშვო ლიტერატურა დღეს უფრო გაყიდვადია ვიდრე სხვა ლიტერატურა. შესაბამისად გამომცემლობებიც უფრო ინტერესდებიან ამ თემატიკით და როგორც თვალს ვადევნებ ამ პროცესს საინტერესო პოეტები, მწერლები ჩნდებიან, არიან და მოღვაწეობენ. ისინი ქმნიან ძალიან საინტერესო მხატვრულ ნაწარმოებებს და ამ თვალსაზრისით ძალიან კარგ შედეგებს მივიღებთ.

 როგორ აფასებთ სოციალური მედიის მუშაობას და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

ბოლო დროს შედარებით ჩამოვშორდი სოციალურ მედიას, რადგან გამიჩნდა ერთგვარი პროტესტის გრძნობა. თუმცა მიმაჩნია, რომ დღეს ამის გარეშე დოზირებული ფორმით წარმოუდგენელია არსებობა. ჩვენდა სამწუხაროთ ჩვენი ახალგაზრდობის ნაკლიც ისაა, რომ ამას იყენებენ არამიზნობრივად და ახარჯებენ საკუთარი დროის უდიდეს ბიუჯეტს. ეს ყოველივე სასარგებლო იქნება მაშინ თუ მას ჩვენი დროის რაღაც ბიუჯეტში მოვაქცევთ.

ქართველ ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ ეროვნულს. ყველა ერს აქვს თავისი ფსიქოლოგია, აქვს თავისი ისტორიული მახსოვრობა და სახე, ეს სახე კი არ უნდა წავშალოთ. ყველა ეროვნება თავისი ღირებულებების მატარებული უნდა იყოს და ეროვნული ზღვარი არ უნდა წაიშალოს, რომ არ დაგვეკარგოს ეროვნული მეობა და სწორედ აქეთ უნდა წავიდეს ჩვენი მსჯელობები, მოქმედებები და მიმართულებები.

18.02.14

გიორგი ჩუბინიძე

fb-share-icon
Tweet
Share5Tweet3Share1

მსგავსი სტატიები

პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი – IRI-ს კვლევა
ანალიტიკა

პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი – IRI-ს კვლევა

2023/04/25
მოძრაობა „ხალხის ძალას“ ხუთი დეპუტატი შეუერთდა
ანალიტიკა

მოძრაობა „ხალხის ძალას“ ხუთი დეპუტატი შეუერთდა

2022/10/04
რჩევები მათ, ვინც სწრაფი სესხის მიღებას აპირებს
ანალიტიკა

რჩევები მათ, ვინც სწრაფი სესხის მიღებას აპირებს

2022/09/09
არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე
ანალიტიკა

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე

2022/05/17
არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 
ანალიტიკა

არეშიძე – უკრაინელებზე: ახალი სარეზერვო დანაყოფებია მომზადებული, პლუს, ისინი შეიარაღებულნი არიან უახლესი იარაღით 

2022/05/17
ხორბლის ბაზრის 30 %-ს უკრაინა და რუსეთი წარმოადგენს – რა არის ალტერნატივა
ანალიტიკა

ხორბლის ბაზრის 30 %-ს უკრაინა და რუსეთი წარმოადგენს – რა არის ალტერნატივა

2022/03/05

კალენდარი

September 2023
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
« Aug    

სიახლეები

  • გარყვნილი ქმედება არასრულწლოვან გოგონაზე – ოზურგეთში, 62 წლის მამაკაცის მიმართ გამოძიება დაიწყო 2023/09/23
  • გორში მანქანა გაჩერებულ 5 ავტომობილს შეეჯახა 2023/09/23
  • „არ უნდა ატეხო განგაში იმის გამო, რომ შენი სიკეთე ვერ დაინახეს,” – მამა შალვა კეკელია 2023/09/23

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In