• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

7 years ago
in პოლიტიკა
A A
სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, ადგილობრივ მოსახლეობას იმერეთის რეგიონის განვითარების მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო და ვიზიტი შეაჯამა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს, საკუთრი უფლებამოსილებების ფარგლებში, შეუძლია რეგიონის ადვოკატირება, რეგიონსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის შუამავლის როლის აღება რეგიონის გაძლიერებასთან დაკავშირებით და საკუთარი ხედვის შემუშავება რეგიონის განვითარების მიმართულებით.

პრეზიდენტმა იმერეთში დასრულებულ ვიზიტთან დაკავშირებით მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ წყალტუბოსა და ქუთაისს ერთობლივად, უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.

“სამწუხაროდ, ხშირად, ჩვენ ვუყურებთ საკითხებს ნაწილ-ნაწილ და არა მთლიანობაში. მთლიანობაში ქუთაისს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ანუ, ქუთაისი და წყალტუბო, ქუთაისი და გელათი, ქუთაისი და მისი შემოგარენი. ძალიან ბევრი რამ არის ქუთაისში და ეს მთლიანობა უნდა იყოს ნაჩვენები, თუკი ჩვენ გვინდა, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ,”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს საქართველოს კულტურის დედაქალაქის ნიშა და ამისათვის თავად აპირებს საქართველოს პარტნიორებთან გააძლიეროს მუშაობა, რათა საქართველო აქტიურად იყოს წარმოდგენილი ევროპის კულტურულ ცხოვრებაში.

“როცა დავდივარ სხვადასხვა ვიზიტებზე, ერთერთი ჩემი დანიშნულებაა, რომ მივიტანო პარტნიორებამდე ჩვენი კულტურა. გავაგებინო, მათ, რომ ეს კულტურა არის მსოფლიოს და ევროპის კულტურის ნაწილი. საქართველო ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან, ბრექსიტისა და ევროკავშირში პოლიტიკური გარემოებების გამო ჯერ კიდევ არის წინააღმდეგობები, მაგრამ საქართველოს შეუძლია მოითხოვოს და ევროპის კულტურის შემადგენელი ნაწილი გახდეს”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, როცა საზღვარგარეთ ეცნობიან ჩვენს კულტურას არ ისმის კითხვა: – რატომ უნდა მიგვიღონ ევროპაში. ამიტომ ქუთაისში კულტურის მიმართულებები და სფეროები უნდა განვითარდეს.

“ერთერთი მიმართულება, რომელიც სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის არქეოლოგია. აქ იმყოფება პოლონეთის ელჩი და ძალიან მადლობელი ვარ, რომ დღეს გვესწრება ამ ღონისძიებაზე. იმიტომ რომ არსებობს პოლონურ- ქართული ერთობლივი არქეოლოგიური მისია, რომელიც დაარსდა ამ უნივერსიტეტში და რომელიც იძიებს სწორედ ძველი კოლხეთის არქეოლოგიას და მე მინდა შევთავაზო მათ, რომ ეს არქეოლოგიური ექსპედიციები ჩატარდეს პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, წყალტუბო საქართველოს საგანძურია და მისი სანატორიუმები არქიტექტურით, ადგილმდებარეობითა და პარკებით ევროპის კურორტებსაც ვერ შეედრება. წყალტუბო ქუთაისის გარეშე ვერ იარსებებს.

“არ მომეწონა წყალტუბოში, რომ წყალტუბოში მოხდა სანატორიუმების პრივატიზაცია, მაგრამ

საინვესტიციო პირობები არ არის შესრულებული”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს უნდა იყოს განვითარების მთლიანი სტრატეგია. დღეს შეიძლება დადგა დრო იმისათვის, რომ ამ ყველაფერს გადავხედოთ მთლიანობაში და იყოს ხელისუფლების ნება, რადგან ძალიან ბევრი სხვა რამ გაკეთდა და გაცოცხლდა. აეროპორტი, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათზე დგას დღეს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება.

“მე რაც ვნახე ამ რეგიონში ძალიან იმედისმომცემია. რეგიონების განვითარება მხოლოდ პატარა და მცირე ბიზნესზეა აგებული, ჩვენ ვერ დავბრუნდებით დიდი ფაბრიკების დროში, ეს გასულია. მაგრამ მცირე ბიზნესს, რომელიც ძალიან მოქნილია შეუძლია ძალიან სწრაფად ევროპულ დონეზე აიყვანოს თავი. ამის მაგალითები არის აქ- აღფრთოვანებული ვარ კომპანიით “ჰერბია”, რომელიც სამაგალითოა – როგორ შეიძლება პატარა ოჯახური ბიზნესი გახდეს საშუალო და იყოს სამაგალითო რეგიონისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალები არიან ჩართულები ამ მიმართულებით და ეს არის ამ რეგიონის განვითარების ძალიან დიდი გზა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტი თავის გამოსვლაში გეგუთის გზაზე დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ არ შეიძლება საქართველოს კულტურის დედაქალაქში არსებობდეს ასეთი ადგილები.

“ვიცი, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს პროექტი, ვიცი რომ ამაზე მუშაობენ და მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ეს მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, რადგან, ტურიზმის განვითარება, ქალაქის და კულტურის განვითარება, სხვაგვარად შეუძლებელია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

Tags: სალომე ზურაბიშვილიქუთაისი
ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

პრეზიდენტის არჩევის წესი 2023 წლიდან უნდა შეიცვალოს – თომას მარკერტი

პრეზიდენტის არჩევის წესი 2023 წლიდან უნდა შეიცვალოს – თომას მარკერტი

9 years ago
ირაკლი ალასანია უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

ირაკლი ალასანია უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

12 years ago

შსს-ს აკადემიაში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

10 years ago
ომბუდსმენი მთავრობას 21 მარტს გადაადგილების შეზღუდვის დროებით მოხსნისკენ მოუწოდებს

ომბუდსმენი მთავრობას 21 მარტს გადაადგილების შეზღუდვის დროებით მოხსნისკენ მოუწოდებს

5 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by