• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კახა კალაძე-რომელიც ჩვენმა გუნდმა მიიღო, მდგომარეობს იმაში, რომ აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
კახა კალაძე: “ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ვიწვევთ, სადაც ყველა საინვესტიციო პროექტს გავაცნობთ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მინდა  გაგაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის, თბილისის სწორად განვითარებისთვის.

გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა გუნდმა მიიღო, მდგომარეობს იმაში, რომ აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა.

ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის   გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.

ჩვენი  დღის  წესრიგია,  რომ  დედაქალაქს   შევუქმნათ  სწორი  განვითარების  პირობები. ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად.

სამწუხაროა, მაგრამ  ფაქტია, რომ  წლების მანძილზე, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას და  ქაოტური განაშენიანების   პროვოცირებას.

მერიის ახალი მენეჯმენტი ერთ წელზე მეტია, რაც შევუდექით ჩვენს საქმიანობას და K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა ეს ზვავის  პრინციპით  აგორებული  პროცესი, წლების  განმავლობაში  ნაგროვები პრობლემის  აღმოფხვრა, მხოლოდ  რადიკალური  გადაწყვეტილებითაა  შესაძლებელი,  ამიტომ  გადავწყვიტეთ  სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2  კოეფიციენტით  მანიპულაციები.

როგორი ინოვაციური და მასშტაბური  პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ   მომავალში,   იქნება ეს  სატრანსპორტო  პოლიტიკა,  ინფრასტრუქტურის  მოდერნიზაცია  თუ გარემოზე  ზრუნვა,  ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ   ამის პარალელურად  ხელშეუხებლად  დარჩებოდა  წლების განმავლობაში  მიმდინარე  ურბანული ქაოსი.

ეს  გადაწყვეტილება  არის  დასაწყისი,  ჩვენ  ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ  სამართლებრივ ჩარჩოს  და უზრუნველვყოფთ თბილისის   სწორად განვითარებას.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დარგის სპეციალისტებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ და გვეხმარებოდნენ, თუ როგორ მიგვეღო სწორი გადაწყვეტილება, როგორ უნდა წავსულიყავით სწორი მიმართულებით. ასევე, განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კონსულტაციებში.

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში  არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში მათ ბიზნესსაც  აზარალებდა. კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა,  ეს ინიციატივა ძალიან სწორად გაანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი.

თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქალაქის ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თუ გულწრფელები ვართ საკუთარ ქალაქზე ზრუნვაში, თუ ერთსულოვნები ვართ გამოწვევების წინაშე, ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და აქვე გეტყვით, რომ კიდევ არაერთი საინტერესო და სასიკეთო გადაწყვეტილება გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და მათ მომდევნო დღეების განმავლობაში გაგაცნობთ.

 

Tags: კახა კალაძესამშენებლო რეგულაციები
ShareTweet

ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026
ბატკანძერი, რომლის გადასარჩენად ვეტერინარები 4 თვე იბრძოდნენ, ბუნებაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მოკლეს – “თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია”
ახალი ამბები

ბატკანძერი, რომლის გადასარჩენად ვეტერინარები 4 თვე იბრძოდნენ, ბუნებაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მოკლეს – “თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია”

11/03/2026

საინტერესო

ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი დააკავეს

ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი დააკავეს

12 years ago

,,ტაქსაობა” ქველმოქმედებისთვის – სოციალური ექსპერიმენტის შედეგი

11 years ago

თბილისის საპატრულო პოლიციას სპეციალური დანიშნულების 10 მიკროავტობუსი დაემატა

12 years ago

კომპანია APPLE –მა მიმდინარე წლის პირველი კვარტალი ათი წლის მანძილზე პირველად წაგებით დაასრულა

14 years ago

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, 11 ნოემბერს,...

მეტის ნახვაDetails
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

11/15/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

11/15/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე 11/15/2026
  • ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 11/15/2026
  • თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა 11/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by