• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ბიბლიოთეკა საქართველოზე” – საინტერესო და საჭირო სიახლე ჩვენს ქვეყანაში

8 years ago
კატეგორია: თბილისური ამბები
A A
“ბიბლიოთეკა საქართველოზე” – საინტერესო და საჭირო სიახლე ჩვენს ქვეყანაში
15
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ერთი სივრცე, ერთი თემა და მასალის ურიცხვი რაოდენობა. კედლები, რომლებიც საქართველოს ინახავს და იმ ამბებს ჰყვება, რომლებიც, საქართველოს გარდა, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებსაც აინტერესებთ. “ბიბლიოთეკა საქართველოზე” – საინტერესო და საჭირო სიახლე ჩვენს ქვეყანაში. “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს სწორედ მისი  დამფუძნებელი, გიორგი არზიანი პასუხობს:

რამდენი ხანია, რაც ეს ბიბლიოთეკა არსებობს?

სულ ახალი დაარსებულია – 2018 წლის ნოემბერში დაიწყო მომზადება, წიგნების შეგროვება და ფართთან დაკავშირებული მოლაპარაკებები.

რა არის თავმოყრილი ამ დაწესებულებაში?

ეს არის კურატორული პრინციპით აწყობილი კროსდისციპლინარული ბიბლიოთეკა საქართველოს თემატიკაზე. ძალიან ბევრი კარგი გამოცემა, სამწუხაროდ, არ იყრის თავს არც მაღაზიებში, არც – წიგნების ფესტივალებზე. ეს დაკავშირებულია საგრანტო კონტაქტებთან,  რომლებიც, ხშირად, არ აძლევს ბენეფიციარებს წიგნების გაყიდვის უფლებას. შესაბამისად, წიგნი  პრეზენტაციაზე რიგდება და, ამ ფორმით, ვრცელდება.  ჩვენ კი უკვე შევაგროვეთ საკმაოდ დიდი და, რაც მთავარია, ძალიან საინტერესო ბეჭდური კოლექცია საქართველოზე.

განსაკუთრებით, რომელი მასალები არის გამორჩეული?

დიდი სივრცე აქვს დათმობილი წიგნებსა და ალბომებს არქიტექტურასა და ქართულ ხელოვნებაზე. ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ, ნახოთ წიგნები როგორც  მუზეუმებში დაცულ დეკორატიულ ხელოვნებასა და საეკლესიო ხელოვნებაზე, ასევე – თანამედროვე  არტპროექტებზე, გამოფენებსა და ფესტივალებზე. გარდა ამისა, აქ ინახება  ფერწერის კატალოგები, ანალიტიკური გამოცემები ქართულ ხელოვნების თეორიასა და ისტორიაზე. ჩვენ, ასევე, გვაქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნების კოლექცია აფხაზეთზე, რომლის გარეშე ჩვენი ბიბლიოთეკა ვერ და არ იქნებოდა სრულყოფილი.

რა მიზნებზეა ორიენტირებული მისი დაარსება?

საქართველო, დიდწილად, არის შეუსწავლელი ქვეყანა. ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ძალიან ცოტა არის დაწერილი საქართველოზე როგორც ისტორიის კუთხით, ასევე – პოლიტეკონიმიაზე, სოციოლოგიაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე, ეს სამწუხაროა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენი საინტერესო აღმოჩენა გველის კიდევ წინ! საქართველოს არქივებში დევს ძალიან ბევრი შეუსწავლელი მასალა, რომ არაფერი ვთქვათ, ინგლისზე, მოსკოვზე, სტამბოლზე, ან – თეჰერანზე. ამავე დროს, სერიოზული ნაშრომი ვერ წარმოიქმნება სერიოზული და განვითარებული აუდიტორიის გარეშე. ჩვენი მიზანია საუკეთესო და ახალი მასალების შეგროვება, რაც მისცემს მკითხველს, ერთგვარ, სამგანზომილიან გაგებას იმისა, თუ რამდენი წიგნი დაიწერა საქართველოზე და რა თემატიკებზე  მოახდენს ამ პრობლემატიკის აქტუალიზაციას.

რის გამო შეიძლება, ეს მოვლენა მივიღოთ, როგორც გამორჩეული, საჭირო და საინტერესო?

ნებისმიერი ქალაქი არის გამორჩეული საკუთარი წიგნების მაღაზიებით, მუზეუმებით, გალერეებით, თეატრებითა და, რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკებით. ჩვენ, ამ მხრივ, ევროპულ ქალაქებზე უკან ვართ. მოდით, შევადაროთ თბილისი ვენას… ასევე, საქართველოში, ზოგადად, არ არის განვითარებული კერძო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკები. მახსენდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კარგი ბიბლიოთეკა, სააკაშვილის ბიბლიოთეკა და რამდენიმე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა. თუმცა, ბოლო ორიენტირებულია, ძირითადად, სტუდენტებზე და  ჩაკეტილია სხვა პუბლიკისთვის.

რა კატეგორიის ადამიანებზეა ის ორიენტირებული?

ყველასთვის, ვისაც უყვარს და აინტერესებს საქართველო.

ბევრი დაინტერესდა მისით?

საკმაოდ დიდია გამოხმაურება, რისი ერთ-ერთი მაჩვენებელიცაა, ე.წ, ბუნებრივი მოწონებების ძალიან სწრაფი ზრდა ჩვენს “ფეისბუქგვერდზე”.

სამომავლოდ, რა გეგმები აქვს ბიბლიოთეკას?

ბიბლიოთეკა არის ნაწილი უფრო ფართომაშტაბიანი საგანმანათლებლო პროექტისა: ბიბლიოთეკის ბაზაზე ჩვენ ვაპირებთ საჯარო ლექციებისა და სპეციალიზებული კურსების ჩატარებას.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Tags: ბიბლიოთეკა საქართველოზე
Share6Tweet4

ახალი ამბები

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში
ახალი ამბები

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა
ახალი ამბები

ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა

12/18/2025
„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

12/02/2025
სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა
ახალი ამბები

სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა

12/02/2025

საინტერესო

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

2 years ago

საქართველო OECD-სთან თანამშრომლობას აფართოებს

11 years ago
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არასამთავრობო სექტორს  საქმიანობის შედეგები გააცნო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არასამთავრობო სექტორს საქმიანობის შედეგები გააცნო

8 years ago
4 ოქტომბერს ონის იუსტიციის სახლი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება

4 ოქტომბერს ონის იუსტიციის სახლი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება

10 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by