• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს

7 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo საჯარო ლექცია წაიკითხა – ,,საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“.

საჯარო ლექციის დაწყებამდე SciencesPo -მ სოციალური ქსელით გაავრცელა მისი ყოფილი სტუდენტის სალომე ზურაბიშვილის ფოტოსურათიანი ანკეტა. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტში 1969-1972 წლებში სწავლობდა, ხოლო 2006-2015 წლებში ამავე ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი იყო.

დებატებს მოდერაციას უწევდა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის დეკანი, იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი ენრიკო ლეტა.

საქართველოს პრეზიდენტმა საჯარო ლექციისას ისაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და აღნიშნა, რომ
საქართველომ რეგიონში სტაბილურობის კუნძულის სტატუსი შეინარჩუნა, მისი ხალხის არჩევანი ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა, აღნიშნული არჩევანი მტკიცე და განუხრელია, ქართველმა ხალხმა კი, ეს არჩევანი დიდი ხანია გააკეთა.

,,მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში! – ეს არის ჩვენი დევიზი. საქართველოს ღირებულებები ევროპის ძირძველი ღირებულებებია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თუმცა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავარი პრობლემა კვლავ ოკუპაცია რჩება და ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია.

,,ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აგრესიულ პოლიტიკურ კურსს არ ცვლის და ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. საქართველოს თანამედროვე რეალობა ერთდროულად არის ჩვენი უდიდესი წარმატება, რაც ევროპასთან დაახლოებაში გამოიხატება და რუსეთის მხრიდან ჩვენი შევიწროებით გამოწვეული პრობლემები.

ჩვენ ვაგრძელებთ ევროპასთან დაახლოებას და ხშირად გვეკითხებიან, რას ელით ევროპისგან, ამ მომენტში, როდესაც პოპულისტური პოლიტიკის, ბრექსიტის და დიდი გამოწვებების წინაშე დგას ევროპა, როგორ დაგეხმარებათ თქვენ – საქართველოს? გვეუბნებიან, რომ ამ მომენტში ევროპას ჩვენთვის არ სცალია. მაგრამ ჩვენ გვცალია ევროპისთვის და ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარებზე კაკუნს.

მე თავად ვასწავლიდი ევროკავშირის ისტორიას და ვიცი რომ ყოველი დიდი გამოწვევა ევროპისთვის, პირიქით აძლიერებს და ამყარებს ევროკავშირს. შესაბამისად, ბრექსიტი მხოლოდ გამოწვევა არ არის, მე ვიცი რომ ევროპა განახლებული ძალით შეძლებს გააკეთოს მობილიზება და ისიც ვიცი, რომ როდესაც დიდი ხანი ვიღაც გიკაკუნებს კარებზე, ადრე თუ გვიან აუცილებლად უღებ მას კარს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპასთან საზღვაო კავშირი აქვს, შავი ზღვა გვაახლოებს, თუმცა ჩვენთვის ევროპა მხოლოდ გეოგრაფია არ არის.

,,ჩვენი ძირეული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია. ჩვენ შევინარჩუნეთ ქრისტიანობა და ტოლერანტობა, რადგან სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ეს ჩვენი გადარჩენისთვის იყო აუცილებელი.

შესაბამისად, ჩვენ ვართ ევროპელები და სხვა გზა, სხვა პერსპექტივა არ გვაქვს. ევროპა არის ჩვენი სახლი, ჩვენი იდენტობის ნაწილი, ჩვენი გადარჩენის წინაპირობა და ჩვენ ადრე თუ გვიან ევრიკავშირის წევრები ვიქნებით“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია და ოცნებები განხორციელებადია.

,,მე ვიცოდი, რომ საქართველო გახდებოდა დამოუკიდებელი და ვიცოდი, რომ უნდა მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, როცა ამის დრო დადგებოდა. ყველაფერი შესაძლებელია, ჩემი პირადი მაგალითი ამას ადასურებს.

მე დღეს ვარ საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ოცნებასაც კი ვერ ვიფიქრებდი ადრე. თუმცა ის, რომ ყველაფერი შესაძლებელია მეხება არა მარტო მე, არამედ ჩემს ქვეყანასც.

ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ისტორიის და პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, საქართველო შეძლებდა მოსულიყო აქამდე, გადარჩენილიყო, შეენარჩუნებინა თვითმყოფადობა და ჩვენ ჩვენი კულტურით, ისტორიით და იდენტობით არა მარტო უბრალოდ გადავრჩით, ჩვენ შევძელით რომ დავბრუნებოდით ჩვენს ისოტიურლ და კულტურულ სამშობლოს – ევროპას, რომლის ნაწილიც ვართ და ყოველთვის ვიყავით“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საუკუნეების წინ, ქართველი დიპლომატები მოდიოდნენ ევროპაში, რათა ეთხოვათ დახმარება. ჩვენს მძიმე ისტორიას მოჰყვა საბჭოთა პერიოდი და 80 წლის განმავლობაში ევროპულ ოჯახში დაბრუნების იმედიც კი დაიკარგა.

,, ამ დროს იყო მხოლოდ ოცნება, ყოველი ქართველი ოცნებობდა მოხვედრილიყო პარიზში, მაგრამ ეს იყო ოცნება, რომელიც გვეგონა ყოველთვის ოცნებად დარჩებოდა. დღეს კი, ვიზარიბელიზაციის პირობებში ქართველები ევროპაში თავისუფლად ჩამოდიან“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს SciencesPo -ს პრეზიდენტმა ფრედერიკ მიონიმ უმასპინძლა, რომელმაც გახსნა საჯარო ლექცია და სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

თბილისის მერია მშენებლებს მწვანე ნერგების გადარგვასა და მოვლა-პატრონობას მოსთხოვს

დედაქალაქში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება

8 years ago

შსს-მ „ნიკორა“-ს საფირმო მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

11 years ago

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

13 years ago
ქეთევან ბოჭორიშვილი: “პროექტი „აწარმოე საქართველოში“ საექსპორტო პოტენციალს გაზრდის”

ქეთევან ბოჭორიშვილი: “პროექტი „აწარმოე საქართველოში“ საექსპორტო პოტენციალს გაზრდის”

12 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by