• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2015 წლის ქართული სპორტის მნიშვნელოვანი მოვლენები

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, სპორტი
A A
2015 წლის ქართული სპორტის მნიშვნელოვანი მოვლენები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2015 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ქართული სპორტული სამყაროსთვის. ქართველმა კალათბურთელებმა და რაგბისტებმა წარმატებით იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიო თასებზე.

 მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიარა ქართველი სპორტსმენები ზაზა ფაჩულია და მამუკა გორგოძე. ქართველმა მოჭიდავეებმა და ძიუდოისტებმა კი, როგორც წინა წლებში, 2015 წელსაც რამდენიმე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს სამშობლოში.

სპორტი ათასწლეულების წინ და დღესაც,  XXI საუკუნეში სხვადასხვა ეროვნების, სარწმუნოების, სქესის, განსხვავებული ტრადიციებისა და წესების მქონე ადამიანების შემაკავშირებელ ძალას წარმოადგენს.  საბედნიეროდ, დღეს ადამიანებს ბევრი რამ აერთიანებთ, სპორტი ამ მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის ერთ-ერთია.

ქართული საზოგადოება სპორტის აქტიური გულშემატკივარია.

ის არის ერთ-ერთი საშუალება,რომელიც ქართველების, როგორც იტყვიან, „მებრძოლ სულისკვეთებას“ ავლენს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ  სპორტში არსებულ პრობლემებზე საზოგადოება დღეს აქტიურად საუბრობს, მხარს უჭერს ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო მასშტაბით შეჯიბრებებზე და თავისი  გულშემატკივრობით მათ  გამარჯვების სურვილს უჩენს.

მიუხედავად იმისა,რომ დღეს ქართულ სპორტში ბევრი პრობლემა არსებობს, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით  წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა სახეობაში . 2015 წელი ამ მხრივ, გამონაკლისი არ ყოფილა. “თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ 2015 წლის ქართული სპორტის მნიშვნელოვან მოვლენებს.

kobiashviliფეხბურთი

ქართული საფეხბურთო სივრცისთვის 2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ფედერაციის ახალი პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის არჩევა გახლდათ. ნოდარ ახალკაცის, მერაბ ჟორდანიას, ნოდარ ახალკაცი უმცროსის, გიორგი ნემსაძისა და დომენტი სიჭინავას შემდეგ, კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეექვსე პრეზიდენტია.

საპრეზიდენტო არჩევნებში კობიაშვილმა რევაზ არველაძეზე სამი ხმით მეტი, 18 ხმა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. ლევან კობიაშვილი წლების განმავლობაში თამაშობდა ეროვნულ გუნდში, ის ერთადერთია, რომელმაც ქვეყნის მთვარი საფეხბურთო გუნდის მაისური 100-ჯერ მოირგო.

სასიხარულო იყო ქართველი გულშემატკივრებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანის, ჯაბა კანკავას წარმატებაც,რომელიც ფრანგულ კლუბში „სტად რეიმსში“ ითამაშებს. ფრანგულ კლუბთან კანკავამ 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ოთხნომრიანი მაისური მიიღო.

„ტრანსფერმარკეტი“ კანკავას 4 მილიონ ევროდ აფასებს, რაც იმას ნიშნავს,რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქართველიფ ეხბურთელია ყაზანის „რუბინის“ მცველ საბა კვირკველიასა და არნემის „ვიტესის“ შემტევ ნახევარმცველ ვალერი ყაზაიშვილთან ერთად.

საქართველოს თასის გამარჯვებული თბილისის „დინამო“, ხოლო საქართველოს ჩემპნიონი გორის „დილა“ გახდა. საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა, „დინამომ“ მეთორმეტედ მოიგო ქვეყნის თასი. გორის „დილამ“ კი 30 მატჩში დაგროვილი 64 ქულით პირვლად მოიგო ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული.

UEFA-ს ოფიციალური  ვებ-გვერდის გამოკითხვით, კი თბილისში გამართული ევროპის სუპერთასის ფინალური შეხვედრა წლის საუკეთესო მატჩად დასახელდა. გულშემატკივართა 45%-ის  ხმა 11 აგვისტოს თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართულ სუპერთასისს მატჩმა მიიღო. ამ მატჩში ერთმანეთს კატალონიური „ბარსელონა“ და ანდალუზიური „სევილია“ დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ,რომ შეხვედრა 5-4 „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა.

2015 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გერმანია – საქართველოს მატჩი იყო. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა. გერმანელებმა ორივე გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანეს, გოლების ავტორები მარკო როისი და თომას მიულერი იყვნენ.

რაგბირაგბი

ქართული რაგბი 2015 წელს  გულშემატკივრების  ყურადღების ქვეშ განსაკუთრებით  მოექცა. ქართველმა რაგბისტებმა წარმატებით იასპარეზეს მსოფლიო თასზე, მათ ორი თამაში მოიგეს და მომდევნო მსოფლიო თასის საზგური ავტომატურად მოიპოვეს.

„ბორჯღალოსანთა“ კაპიტანი მამუკა გორგოძე მსოფლიო მატჩის 4 თამაშიდან ორში ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

1 ნოემბერს კი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო რაგბის მესვეურებმა მსოფლიო რაგბის 2015 წლის გამორჩეული პერსონები დაასახელეს. სასიხარულო იყო ის ფაქტი,რომ 15 უძლიერეს მოთამაშეს შორის მეექვსე ნომრის პოზიციაზე „ბორჯღალოსნების“ კაპიტანი მამუკა გორგოძე მოხვდა.

მსოფლიო რაგმა ახალი ჯილდო „წლის აღმოჩენა“ დააწესა. ამ პრესტიჟულ ნომინაციაზე სამი მორაგბე იყო წარდგენილი – შოტლანდიელი მარქ ბენეთი, ახალ ზელანდიელი მილნერ სქადერი და ქართველი ვასილ ლობჟანიძე. გამარჯვებული ახალი ზელანდიელი მორაგბე გახდა.

ფაჩულიაკალათბურთი

ქართველ კალათბურთელებს წარმატებული წელი ჰქონდათ. ზაზა ფაჩულიამ სეზონის მე-17 ორმაგი დუბლი ნბა-ს მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერ „გოლდენ სტეიტთან“ ითამაშა. „გოლდენ სტეიტთან“ მატჩში ფაჩულია იყო ერთდერთი მოთამაშე,რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა. ორმაგი დუბლების სტატისტიკაში  17-17 ერთეულით ლიგაში მე-4 ადგილს ფაჩულია და დეანდრე ჯორდანი იყოფენ.

2015 წლის სექტემბრის თვეში იტალიურმა კლუბმა „კაბო დ ორლანდომ“ ქართველი კალათბურთელი აიყვანა. კლუბმა კონტრაქტი 17 წლის მცველთან, ლევან ბაბილოძესთან გააფორმა. მისი სიმაღლე 196 სმ-ია, მან გასული სეზონი „ტიგულიოში“ გაატარა, ახლა კი სერია ა-ში ითამაშებს.

კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბათუმელი კალათბურთელი „ბრილიანტად“ მოიხსენიეს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები  2015 წლის ევროპის ჩემპიონატს,სამწუხაროდ, დაემშვიდობა. ნაკრები ევრობასკეტის მერვედფინალურ მატჩში ტურნირის მოქმედ ვერცხლის პრიზიორ ლიტვასთან 81:85 დამარცხდა.

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა  არსებობის მანძილზე პირველად ითამაშა ევროპირველობის პლეი ოფში და ტოცა დააკლდა ევროპის საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად.

ზაზა ფაჩულიას რეალური შანსი გაუჩნდა,რომ „ოლ სთარში“ ითამაშოს. საქართველოს კალათბურთში ამ ისტორიული მოვლენისთვის კი საჭიროა ფაჩულიამ საჭირო რაოდენობის ხმები მოაგროვოს. ტექნიკურად ხმის მიცემ 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.

ძიუდო / ჭიდაობა / მძლეოსნობა / ჭადრაკი / ჩოგბურთი / ხელბურთი / წყალბურთი

19 დეკემბერს , ძიუდოს ქართულმა კლუბებმა „ოქროს ლიგაში“ და ევროპის საკლუბო ემპიონატზე იჭიდავეს. შსს-ს ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა“ ვენაში გამრთული ევროპის საკლუბო ჩემპიონატი „ოქროს ლიგა“ მოიგო. ძიუდოს საკლუბო ევროპირველობის პირველი ლიგის ჩემპიონი, რომელსაც თბილისმა, ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა „საგარეჯო“ გახდა.

კიდევ ერთი ქართული კლუბი „შევარდენი“ კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა და ამ მიღწევით ორივე გუნდმა უმაღლესი – „ოქროს ლიგის“ საგზური მოიპოვა.

81 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ძიუდოს დამაარსებლის ძიგარო კანოს სახელობის ტურნირის ფინალში კორეის ნაკრების წარმომადგენელი ლი სუნგსუ დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ვისაც ტოკიოს გრან სლემბზე ოქროს მედალი მოუპოვებია.

2015 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენა ქართველი მოჭიდავეების გამარჯვება გახდა. მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში, ქართველმა სამბისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, მათ 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იტალიის ქალაქ აქუი ტერმეში ჩატარებულ ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკე საუკეთესო იყო.

გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ გამართულ ქალთა ჩემპიონატზე 9 ტურში 7 ქულა დააგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა. ტიტულოვანმა მოჭადრაკემ საკუთარ კოლექციას ერთი მედალიც შემატა.

2015 წელს  საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის მონაწილეობა უიმბლდონზე წარმატებული გამოდგა. მსოფლიოს 178 ჩოგნიდან 90-ე საფეხურზე დამკვიდრდა. მან ყველასთვის ნაცნობ და გამოცდილ ესპანელ ჩოგბურთელს ფელიციანო ლოპეს მოუგო.

2015 წელი საქართველოს ხელბურთის ფედერაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა. სექტემბრის თვეში შვეიცარიიდან ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე პრიზით დაბრუნდნენ. ბაზელში, მათ გადაეცათ სპეციალური დიპლომი,როგორც განვითარებად ქვეყნებს შორის საუკეთესო ფედერაციას. საქრთველო პირველ ადგილზე გავიდა ლატივიის, ესტონეთის, ისრაელის, ბულგარეთის, ბრიტანეთის, ირლანდიის, ფარერების, ალბანეთის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, მალტას, სომხეთსა და ანდორას შორის.

2015 წლის მიწურულს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატისთვის. გუნდმა თურქეთში ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში გაიმარჯვა. ნაკრებმა თურქეთი 14:10, ხოლო რუმინეთი 12:9 დაამარცხა.

ამ დროისთვის კი,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართველი გულშემატკივრებისა და სპორტული სამყაროს ყურადღება NBA-ს  ყველა ვარსკვლავის მატჩისკენაა მიპყრობილი.   ხმა მიეცით საქართველოს ნაკრების კაპიტანს და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბ დალას მავერიქსის წევრს – ზაზა ფაჩულიას ყველა ვარსკვლავის მატჩში სათამაშოდ. NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩი14 თებერვალს ტორონტოში გაიმართება 

ნათია კეკენაძე

ნათია

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026

საინტერესო

იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლო ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლო ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

8 years ago

ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონის პროექტი განიხილეს

10 years ago
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა

3 years ago

კახი კალაძე სამთავრობო ცვლილებებს და მერობის კანდიდატად წარდგენას უარყოფს

9 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by